კინო 48 წლის პენელოპე კრუზი გაშიშვლდა ჟურნალის გარეკანისთვის(ფოტო) 2022, 24 დეკემბერი, 16:26 ![]() ესპანელმა მსახიობმა და მოდელმა პენელოპე კრუზმა თაყვანისმცემლებს საახალწლო საჩუქარი გაუკეთა და ჟურნალ Dust-ის საახალწლო ნომრის გარეკანზე გაშიშვლდა. ელეგანტური შავ-თეთრი ფოტო სოციალურ ქსელში მის გვერდზე გამოჩნდა, რასაც მომხმარებლების მხრიდან მაშინვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 48 წლის სელებრითი ფოტოგრაფის კამერისკენ სანახევროდ ზურგით არისა მიტრიალებული და შიშველ მკერდზე ხელები აქვს მიფარებული. მსახიობს აცვია ვინტაჟის სტილის მაქმანებიანი სასაცილო ტრუსი. ![]() პენელოპე კრუსის (ქალიშვილობის გვარი სანჩესი)სამსახიობო კარიერა იწყება სერიალში "ვარდის სერია"(1991), სადაც ეპიზოდური როლი შეასრულა; მის პირველ წარმატებად კი ითვლება ბიგას ლუნას „ლორი, ლორი“ (1992), რომლისთვისაც კრუზი ნომინირებული იყო გოიას ჯილდოზე საუკეთესო მსახიობი ქალისთვის. პენელოპე კრუსის საერთაშორისო კარიერა უკავშირდება პედრო ალმოდოვარის ფილმს „ყველაფერი დედაჩემის შესახებ“. ამის შემდეგ მსახიობს იწვევენ ინგლისელი, ამერიკელი და ნორვეგიელი რეჟისორები. 2001 წელს კრუსმა ტომ კრუზთან ერთად ითამაშა ფილმში „ვანილის ზეცა“ და მათ შორის რომანი დაიწყო, რომელიც გაგრძელდა 2004 წლამდე. 2006 წლის კანის კინოფესტივალზე პენელოპე კრუსმა მიიღო პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პედრო ალმოდოვარის ფილმში „დაბრუნება“. ![]() 282 2-ს მოსწონს
|