x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რომელი პროფესიის მუშაკები იღებდნენ ყველაზე მაღალ ხელფასს სსრკ-ში?
image


სსრკ-ში მდიდრულად ცხოვრება იოლი არ იყო, საკმარისია მიწისქვეშა მილიონერი კორეიკოს ტანჯვა გავიხსენოთ. ქვეყანაში საშუალო ხელფასმა 200 რუბლს მხოლოდ 1988 წლისთვის მიაღწია, 70-იან წლებში კი ის საერთოდ 180 რუბლს შეადგენდა. ამასთან, დამლაგებელს 70 მანეთს უხდიდნენ, ბიბლიოთეკარს - 90-120-ს, მასწავლებელს დაახლოებით 130-150 მანეთს აკმარებდნენ, ინჟინრის ხელფასი კი იშვიათად აღწევდა 200-ს, თუმცა არსებობდა პროფესიები, რომელთა წარმომადგენლებიც ლეგალურად საკმაოდ ბევრს იღებდნენ.




ასტრონავტები


image


საბჭოთა ხალხის სიამაყე იყო კოსმონავტიკა - კოსმონავტებს სახელით იცნობდნენ და მათ შესახებ მომზადებულ რეპორტაჟებს გადაცემა "ვრემიაშიც" კი უყურებდნენ. ეს ადამიანები ქვეყნის ელიტას წარმოადგენდნენ, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ განსაკუთრებული შრომისმოყვარეობისთვის ისინი საბჭოთა სტანდარტებით საკმაოდ სოლიდურ ხელფასს იღებდნენ. ცნობილია, რომ იური გაგარინი თვეში 512 მანეთს იღებდა, თუმცა კოსმოსში ყოველი გაფრენისთვის 5000 მანეთი იყო გათვალისწინებული, ასევე კოსმონავტები გარანტირებული შეღავათებით - ბინით, მანქანით, ქვეყნის საუკეთესო სანატორიუმებში უფასო მოგზაურობებითა და შესანიშნავი სამედიცინო დახმარებით სარგებლობდნენ.





გეოლოგები


image


გეოლოგის პროფესიის რომანტიზირებას თავიანთ შემოქმედებაში ბევრი შემსრულებელი, პოეტი და მწერალი ახდენდა. უბრალო ადამიანებმა კარგად იცოდნენ რომ გეოლოგის სამუშაო საკმაოდ რთული იყო, რომელიც მათ სახლიდან ხანძრლივი დროით მოწყვეტასთან და სხვადასხვა საფრთხეებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ ხალხი გეოლოგების მაღალ ხელფასს პატივისცემით ეპყრობოდა. გეოლოგები, რომლებიც ოქროს საბადოების მიღების კომისიის წევრები იყვნენ, თვეში ხელფასის სახით 2000-ზე მეტს იღებდნენ, ხოლო მივლინებაში მყოფი რიგითი მაძიებლებისთვის ხელფასის ნორმა 1000 მანეთს შეადგენდა.





მაღაროელები


image


მაღაროში მუშაობა თავადაც მოგეხსენებათ რომ ადვილი არ არის, იქ მუშაობა ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანოა და ასევე ის სიცოცხლისთვისაც დიდ საშიშროებას წარმოადგენს, თუმცა ეს ადამიანები თავიანთი საქმიანობისთვის უბრალო ინჟინრებთან შედარებით გაცილებით უფრო დიდ ხელფასს იღებდნენ. მათთვის ხელფასი 500 მანეთიდან ზემოთ ნორმა იყო, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც მაღაროს ელიტარულ წარმომადგენლებად ითვლებოდნენ, ორჯერ მეტს იღებდნენ.



მბურღავები


image


ნავთობის ჭაბურღილები ყველაზე ხშირად ციმბირსა და ჩრდილოეთში იბურღებოდა, ამიტომ მბურღავებისთვის დამატებითი გადასახადი არც ისე ცოტას შეადგენდა. ისინი დაახლოებით 1000 მანეთს იღებდნენ და ექვს თვეში იმდენი ფულის მიღება შეეძლოთ, რამდენსაც ჩვეულებრივი ადამიანები 3-4 წელიწადში გამოიმუშავებდნენ. მაგალითად, ჩრდილოეთში მომუშავე სპეციალისტებმა საბჭოთა სტანდარტებით საკმაოდ დიდი ფული მიიღეს.




ხარატები


image


საბჭოთა სტანდარტებით თუნდაც მე-4 კატეგორიის ხარატად ყოფნა საკმაოდ უზრუველ ცხოვრებას ნიშნავდა. ხარატებს წარმოებაში პატივს სცემდნენ და აფასებდნენ, ამიტომ მათ კარგადაც "აჯილდოვებდნენ". 5-6 კლასის ხარატისთვის ხელფასი 400 მანეთი ნორმა იყო, თუმცა ანაზღაურების სახით არც 1000 მანეთის მიღება იყო მათთვის უცხო.



შემდუღებლები


image


სამშენებლო მოედანზე შემდუღებლებს თავიანთი საქმიანობა შესაძლებლობას აძლევდა ხელფასის სახით 300-400 რუბლი მიეღოთ, ხოლო თუ მშენებლობა მნიშვნელოვანი იყო, მაშინ ისინი ბევრად მეტსაც იღებდნენ. საპასუხისმგებლო მილსადენების გაყვანასა და სამხედრო გემების მშენებლობაზე დაკავებული შემდუღებლები განსაკუთრებით ფასდებოდნენ, ამიტომ ისინი თვეში 1000 რუბლამდეც კი იღებდნენ.


image


გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მაღალანაზღაურებადი პროფესიებისა, არსებობდა სხვა სახის საქმიანობებიც, რომელთა მუშაკებს ძალიან კარგი შემოსავალი ჰქონდათ. მათ შორის იყვნენ ტაქსის მძღოლები, მიმტანები, სხვადასხვა სახის გამყიდველები, რომლებსაც ყველა სახის დეფიციტური პროდუქტის განაწილება-გაყიდვაზე ჰქონდათ წვდომა, თუმცა ისინი საკმაოდ მცირე ხელფასის ფონზე, შემოსავალს უკანონოდ იღებდნენ, ამიტომ ამ მიმოხილვაში ამ მიზეზით ვერ მოხვდნენ.






0
1754
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1754