ამოცანები 10 გამოცანა ლოგიკური აზროვნების შესამოწმებლად (პასუხები აქვს) 2022, 24 დეკემბერი, 10:25 მიუხედავად იმისა, რომ ტვინი კუნთი არ არის, ის მაინც მუდმივ ვარჯიშს საჭიროებს. კროსვორდების და გამოცანების ამოხსნა — სულელური ჰობი და დროის ფუჭი ხარჯვა ნამდვილად არ არის. თავსატეხები თავის ტვინს ისევე სჭირდება, როგორც კუნთებს ფიზიკური დატვირთვები. მხოლოდ ასე შეიძლება მისი ტონუსში შენარჩუნება და საკუთარი გონებრივი შესაძლებლობების განვითარება. აქ 10 სავარჯიშოს გთავაზობთ, რომელიც ტვინის გასავარჯიშებლად საუკეთესო საშუალებაა: 1. დააკვირდით გოგონებს და გამოიცანით, რომელია გათხოვილი? 2. რომელია ზედმეტი? 3. გამოძიება დეტექტივმა დამნაშავეს დიდხანს სდია და ბოლოს, ერთ ბინას მიაგნო, რომელშიც, სავარაუდოდ, ის უნდა ყოფილიყო. დაკაკუნების შემდეგ მას კარი მამაკაცმა გაუღო და სახლში თავაზიანად შეიპატიჟა. ამის შემდეგ, სტუმარ-მასპინძელს შორის მეტად საინტერესო დიალოგი გაიმართა: — ვინმემ დატოვა სახლი? — იკითხა პოლიციელმა. — მე იმის 3 მტკიცებულება გამაჩნია, რომ თქვენ იტყუებით, — თქვა დეტექტივმა. რა დაინახა დეტექტივმა? დააკვირდით სურათს და იპოვეთ სამხილები. 4. გაქცევა დიდი ხნის წინ ერთ კუნძულოვან სახელმწიფოს მართავდა მეფე, რომელიც თავისი სამფლობელოებიდან არავის უშვებდა და ქვეყანაში შესვლა უცხოელებსაც ეკრძალებოდათ. ერთადერთი გასასვლელი კუნძულიდან ხიდი იყო, რომელიც კუნძულს მატერიკთან აკავშირებდა. ბრძანების მიხედვით, ნებისმიერი, ვინც კუნძულის დატოვებას ეცდებოდა, უნდა დაეჭირათ და მოეკლათ, ხოლო ქვეყანაში შესვლის მსურველებს, ხიდზე ხვდებოდნენ და უკან აბრუნებდნენ. ხიდს დღე და ღამე იცავდნენ. გუშაგებს მხოლოდ 5 წუთი შეეძლოთ შესვენება, იქვე ახლოს მდებარე პატარა ქოხში. დასვენებაზე და უკანა გზაზე, მათ 8 წუთი ეხარჯებოდათ, ხოლო ხიდი იმდენად გრძელი იყო, რომ მის გადავლას, უფრო მეტი დრო სჭირდებოდა. კუნძულიდან გაქცევა მხოლოდ ერთმა ქალმა მოახერხა. ეს როგორ გააკეთა? 5. გზის გასაყარზე წარმოიდგინეთ, რომ ტყეში მიდიხართ და უეცრად გზის გასაყარზე აღმოჩნდით. ერთი გზა გარდაუვალ სიკვდილთან მიგიყვანთ, მეორე – მუდმივ ბედნიერებასთან. გზის გასაყარის შუაში 2 ძმა დგას, რომლებმაც იციან ბედნიერებისკენ მიმავალი გზა რომელია. თქვენ მხოლოდ ერთი კითხვის დასმის უფლება გაქვთ, იმის გასარკვევად, თუ საით უნდა წახვიდეთ. მაგრამ, ერთი ძმა მუდამ იტყუება, ხოლო მეორე, – ყოველთვის სიმართლეს ამბობს და თქვენ არ იცით, მატყუარა რომელია. რას ჰკითხავდით? 6. საიდუმლოებით მოცული სიკვდილი დეტექტივი ტრაგედიის ადგილზე მივიდა და ქალი დაინახა, რომელიც ტროტუარის მახლობლად, მრავალსართულიანი სახლის წინ იწვა. ყველაფერი იმაზე მეტყველებდა, რომ ქალი ფანჯრიდან გადმოხტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სახლი ახალი იყო და მასში ჯერ არავინ ცხოვრობდა, შესაბამისად, მოწმეც არავინ იყო. პოლიციელი ჯერ I სართულზე მდებარე ბინაში შევიდა, გააღო ფანჯარა, გადაიხედა და ისევ დაკეტა, შემდეგ II სართულის ბინაში შევიდა, ისევ გააღო ფანჯარა, გადაიხედა და ისევ დაკეტა და ყველა მომდევნო სართულზე, მან იგივე მოქმედება გაიმეორა. სხვენში ასვლა კი ვერ შეძლო, რადგან გასასვლელი სამშენებლო მასალით იყო ჩახერგილი და დაასკვნა, რომ ქალს სუიციდი არ ჩაუდენია, – ის მოკლეს! როგორ მიხვდა? 7. ხიდზე წარმოიდგინეთ, რომ ღამეა და დაინახეთ, რომ ვიწრო ხიდთან 4 ადამიანი მივიდა. თითოეულ მათგანს ხიდზე გადასვლა უნდა, მაგრამ მხოლოდ ერთი ფარანი აქვთ. თეორიულად, პირველ ადამიანს (დავარქვათ მას –A) ხიდის გადავლა 1 წუთში შეუძლია, მეორეს (B) – 2 წუთში, მესამეს (С) – 5 წუთში, მეოთხეს (D) – 8 წუთში. შეძლებენ თუ არა, ეს ადამიანები მეორე ნაპირზე 15 წუთში გადავლას და თუ შეძლებენ, როგორ? 8. ლაბირინთში წარმოიდგინეთ სიტუაცია: ლაბირინთში დიდხანს ხეტიალის შემდეგ, როგორც იქნა, 3 გასასვლელს მიადექით. პირველი ჯოჯოხეთისკენ მიდის, მეორე – მკვლელი -მანიაკისკენ, მესამე – ლომისკენ, რომელსაც 3 თვე არაფერი უჭამია. რომელი გასასვლელია უფრო უსაფრთხო?9. უცნაური საკუთრება «ვიდრე შენი ვარ, გინდა, რომ სხვასთან გამაზიარო და როდესაც ამას გააკეთებ, – მაშინვე დამკარგავ. ვინა ვარ?» 10. მონადირის სახლი წარმოიდგინეთ, რომ ხართ ხის სახლში, სადაც დგას შეშის ღუმელი, გაზის ლამპარი და სანთელი. რას აანთებთ პირველად, თუ ასანთის მხოლოდ ერთი ღერი გაქვთ? 1. გათხოვილი ის არის, ვისაც ხელზე ქორწინების ბეჭედი უკეთია. 2. ბოლო ნინძას მოკლეტარიანი ხმალი უკავია ხელში. 3. ოთახში ღვინის 2 ბოკალია, სველი ქოლგა და საფერფლე. ეს სამხილები წინააღმდეგობაში მოდის სახლის პატრონის სიტყვებთან. 4. ვიდრე მესაზღვრეები ქოხში იყვნენ, ქალი ხიდზე სეირნობდა და როგორც კი ისინი დაბრუნდნენ, მათთან მივიდა. რადგან მას თან არანაირი საბუთი არ ჰქონდა, ჩათვალეს, რომ ადგილობრივი არ იყო და სამეფოში არ შეუშვეს. 5. აქ კითხვა მოპასუხეების ხასიათების გათვალისწინებით უნდა დაისვას. სწორი იქნება, თუ იკითხავთ: «რას უპასუხებდი შენ, შენი ძმის ადგილზე რომ იყო, თუ შეგეკითხებოდნენ, რომელი გზა მიდის მუდმივი ბედნიერებისკენ?». იმ შემთხვევაში, თუ ორივე ძმა თითს, მაგ., მარცხნივ გაიშვერს, – მარჯვნივ უნდა წახვიდეთ, ხოლო თუ მარჯვნივ, მაშინ – მარცხნივ. რატომ? ამის ახსნა ძალიან მარტივია: ერთი ძმა გამუდმებით იტყუება და დასმულ კითხვაზე, პასუხის გაცემის დროსაც მოიტყუება, – ის ძმის პასუხის საპირისპირო პასუხს იტყვის. ხოლო მეორე ძმა, თუ თავს მატყუარა ძმის ადგილზე დააყენებს, უკვე განზრახ მოიტყუება. 6. ქალი თავს ვერ მოიკლავდა, რადგან ყველა სართულზე ფანჯარა დაკეტილი იყო. 7. დიახ შეძლებენ, მაგრამ ამისთვის, გარკვეული ხერხის გამოყენება იქნება საჭირო: A და B ხიდს გადალახავენ და A უკან დაბრუნდება, რომ ფარანი მეორე მხარეს დარჩენილებს მიუტანოს, – ამაზე ჯამში 3 წთ. დაიხარჯება. С და D გადავლენ მეორე ნაპირზე, ხოლო B ფარანს უკან დააბრუნებს და ამ ქმედებებზე 10 წთ. დაიხარჯება... და A და B მეორე ნაპირზე 2 წუთში გადავლენ. 3+10+2 = 15 8. თუ გინდათ რომ გადარჩეთ, ლომისკენ უნდა წახვიდეთ. თუ ცხოველი 3 თვე მშიერი იყო, უკვე მკვდარი იქნება და არანაირი საფრთხე აღარ დაგემუქრებათ. 9. საიდუმლო. 10. ასანთი არხის სხვა სიახლეები:* არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი, ყველაზე იდუმალი ცივილიზაცია* ერაყში აღმოჩენილი უძველესი არტეფაქტი და იდუმალი იარაღი* 13 საინტერესო ფაქტი, ძილის და სიზმრების შესახებ* ელდორადო ანუნაკების რეზიდენცია იყო?!* ირმის ნახტომის საიდუმლო – სად დაიბადა ჩვენი მზე?* ამ სკულპტურების სანახავად, ნამდვილად ღირს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ჩასვლა (15 ფოტო)* ახალგაზრდული იერის 8 საიდუმლო* ობიექტივშია მსოფლიო – ნოემბრის თვის საუკეთესო 30 ფოტოსურათი1151 1-ს მოსწონს
|