კახეთი დედოფლისწყაროში 200-ზე მეტი ცხვარი მტაცებელმა დახოცა 2022, 22 დეკემბერი, 22:08 დედოფლისწყაროში, მდინარე იორზე ერთერთ მეცხოველეობის ფერმაში მტაცებელმა 100-ზე მეტი ცხვარი დაგლიჯა, დაკარგულია კიდევ ამდენივე. მეპატრონის თქმით, გუშინ გვიან ღამით 10-მდე მგელი ცხვრის ფარას შეესია და გაანადგურა. მწყემსებმა მტაცებლის მოგერიება ვერ შეძლეს. „ადგილზე გვიან ჩავედი. მწყემსები იყვნენ იქ, ვერაფრით გაყარეს მგლები. ფარაში და ბაკში შევარდნილან და სულ დაუგლეჯიათ. დოლს ველოდებოდით, რაც იმას ნიშნავს, რომ ზარალი კიდევ უფრო იზრდება. 8-10 მტაცებელი ნადირი რომ დაგესხმება თავს, ვერაფერს იზამ. ვეძებთ იმ დაკარგულ ცხვრებს, მაგრამ ვერ ვპოულობთ. ეს ადგილები იორის მიმდებარედ ე.წ. ჭაჭუნას ტერიტორიაა, სადაც ზამთრის საძოვრებია”, - ამბობს ფერმის მეპატრონე ვაჟა გონაშვილი. დღეს დილით იორზე მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია ექსკლუზიურად დედოფლისწყაროს ტელევიზიამ გაავრცელა. 160 შეფასება არ არის
|