სხვა 20 მეთოდი კრეატიული უნარების გასაღვიძებლად - ყავის და ალკოჰოლის გარეშე 2022, 22 დეკემბერი, 19:56 ზოგჯერ სასიამოვნოა ბუნებაში ჯდომა და პეიზაჟის ხატვა ან რამდენიმე სიტყვის, მაგარი იდეის ჩაწერა ან საყვარელი ადამიანისთვის მთელი ლექსის მიძღვნა.
რა უნდა გააკეთოთ, თუ კრეატიული იდეების შექმნა თქვენი ყოველდღიური საქმეა, რომლისთვისაც ფულს გიხდიან, ხოლო თქვენი ტვინი მოულოდნელად გაცარიელდა და რაიმე გენიალურის გამოგონება არ სურს? პანიკის გარეშე! ასეთი შემთხვევისთვის გთავაზობთ 20+ მეთოდს, როგორ მოახდინოთ კრეატიულობის სტიმულირება. ყავის და ალკოჰოლის დალევა არ მოგიწევთ. ზედმეტი კოფეინი, მით უფრო ალკოჰოლური სასმელი სამსახურში არ გჭირდებათ. 1. ყველაზე ცუდი იდეა აირჩიეთ და მისი განხორციელება სცადეთ. გარისკვის არ შეგეშინდეთ. 2. მცირედით დაიწყეთ. ასე ერთ ადგილზე მაინც არ გაჩერდებით. 3. კითხვები დასვით. ცნობისმოყვარეობა განავითარეთ. ყველაფრის, რაც თქვენს მხედველობის არეში ხვდება, წარმომავლობის, დანიშნულების და შესაძლო განვითარების შესახებ კითხვები დასვით. 4. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია. გენიალური იდეები არც ისე ახალია. ზოგჯერ მხოლოდ უკვე არსებულის წარმატებული კომბინაციაა. 5. სამ ადამიანს ჰკითხეთ. გარე მხრიდან ახალი აზრი ზედმეტი არასდროსაა. 6. თქვენი მოსაზრებები ჩაიწერეთ. საკუთარ თავს ბრეინშტორმინგი მოუწყვეთ. 7. ივარჯიშეთ, ივარჯიშეთ და კიდევ ერთხელ ივარჯიშეთ. ასე კრეატიულობის საჭირო რელსებზე მიმართვას შეძლებთ. 8. იოცნებეთ. საკუთარ თავს ცოტა ოცნების უფლება მიეცით. ასე ფანტაზიის განვითარებას შეძლებთ. 9. რაღაც კონკრეტულზე ფოკუსირდით. რაღაც კონკრეტულის გაუმჯობესება სცადეთ და არა ყველაფრის ერთდროულად. 10. საკუთარ თავს ჰკითხეთ: რატომაც არა? ახალი შესაძლებლობისთვის გახსნილი იყავით. 11. დაისვენეთ. თუ დაიღალეთ, რაღაც საინტერესოს მოფიქრება უფრო გაგიჭირდებათ. 12. სხვადასხვა სფეროდან მონაცემები შეაგროვეთ. ასე თვალსაწიერის გაფართოებას შეძლებთ. 13. მეგობარს დაურეკეთ. მისი მხარდაჭერის მოპოვებით განწყობას აიმაღლებთ, მოდუნებას შეძლებთ და გაყინული მდგომარეობიდან გამოხვალთ. 14. სიჩუმეში ჩაიძირეთ. უბრალოდ მშვიდ ატმოსფეროში კარგად დაფიქრდით. 15. სრულყოფილების შექმნა არ სცადოთ. მეტი იმოქმედეთ, ნაკლებად განსაჯეთ. 16. გარეთ გადით. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ საცდელი პირები კრეატივის შესახებ ტესტს გაცილებით უკეთ უმკლავდებიან, როცა ჩაკეტილ სივრცეს ტოვებენ. 17. არ დაელოდოთ, სანამ მუზა მოვა და გონებას გაგინათებთ. თქვენს ფიქრებში ჩაძირვისას დრო არ დაგავიწყდეთ. 18. თავიდან დაიწყეთ. თუ გრძნობთ, რომ ჩიხში ხართ, უბრალოდ თავიდან დაიწყეთ. 19. მკაფიო მიზანი დაისახეთ. გადაწყვიტეთ, რა გსურთ სინამდვილეში. 20. მეტი სივრცე წარმოიდგინეთ. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ეს კრეატიულობას აძლიერებს. ასევე დაგაინტერესებთ: 1. დაუთმეთ დღეში 1 საათი ამ 5 რამეს და თქვენი ცხოვრება შეიცვლება 2. 4 ვარჯიში, რომ საღი აზროვნება მოხუცებულობამდე არ დაკარგოთ 3. 5 წელი მილიონერებს ვაკვირდებოდი და იცით რა აქვთ საერთო? მხოლოდ 1 ფაქტორი! 4. როდის ვკითხოთ მომავალ დამსაქმებელს ხელფასის შესახებ: 12 სასარგებლო რჩევა 5. საუკეთესო რჩევები „ფინანსური მოცარტისა“ და ევროპაში ნომერ პირველი კონსულტანტის ბოდო შეფერისგან 6. პოპულარული რჩევები ფინანსური გურუსგან, რომლებიც უმჯობესია არ უგულებელყოთ 148 შეფასება არ არის |