x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
7 საინტერესო ფაქტი ცაციებზე, რომელთა შესახებ წარმოდგენაც კი არ გექნებათ

image
ძველ დროში მარცხენა ხელით ინსტინქტური მოქმედებების შესრულება (როგორიცაა ჭამა, ხატვა, ჟესტიკულაცია ან თუნდაც ბურთის სროლა) მიუღებელი იყო და უცნაურად, ან თუნდაც ცუდ ჟესტადაც ითვლებოდა. საბედნიეროდ, დრო შეიცვალა და სამყარო თანდათან ეგუება ყველას მახასიათებლებსა და საჭიროებებს.

1. მსოფლიოში ყოველი მეათე ადამიანი ცაციაა

2020 წლის აპრილში გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ მსოფლიოში ადამიანების მინიმუმ 10, 6% ცაციაა, უფრო ზუსტად კი, 9, 3-დან 18, 1%-მდე, რეგიონის მიხედვით.

ცოდნის ნაკლებობის, ფოლკლორული რწმენის გავლენისა და სოციალური ცრურწმენების გამო, ცაციობა ოდესღაც ბოროტებასთან იყო დაკავშირებული. ამიტომ ბავშვებს ადრეული ასაკიდან ხშირად უშლიდნენ მარცხენა ხელუს გამოყენებას.image

2. ცაციები უფრო კონკურენტუნარიანები არიან

ცაციების საინტეერსო თვისება ის არის, რომ მათი მარცხენა დომინანტი ხელი მათ უპირატესობას ანიჭებს სხვადასხვა კონკურსებში. ეს იმიტომ ხდება, რომ მემარჯვენეები მიჩვეულები არიან მოწინააღმდეგეებთან ურთიერთობას, რომლებიც აქტიურად იყენებენ მარჯვენა ხელს და არ ელოდებათ, რომ დარტყმა მეორე მხრიდან მოვა.

ყოველდღიურ ცხოვრებაში, მემარცხენეები იყენებენ ინსტრუმენტებს, რომლებიც ძირითადად შექმნილია მარჯვენა ხელით გამოსაყენებლად. მათ უწევთ ადაპტირება მათთვის სრულიად არაკომფორტულ პირობებთან, რის წყალობითაც ისინი დივერსიფიცირებულად ვითარდებიან.

3. ერთი ან მეორე ხელის გამოყენების უპირატესობა გენებშია.

რომელი ხელი იქნება დომინანტი, ეს გენეტიკაზეა დამოკიდებული. ჩვენი დნმ-ის 40-ზე მეტი ასპექტია, რომლებიც გავლენას ახდენენ ამ არჩევანზე.

თუ ერთ-ერთი მშობელი ცაციაა, მაშინ იზრდება იმის ალბათობა, რომ ბავშვები დაიბადებიან ამ მახასიათებლით. თუმცა, არა მხოლოდ გენეტიკა, არამედ ორსულობის დროს გარემო და სტიმულები გაერთიანებულია და გავლენას ახდენს დომინანტური ხელის არჩევაზე.image

4. ცაციებს შორის უფრო მეტი კაცია, ვიდრე ქალი

ცაციების სამყაროში დომინირებენ მამაკაცები (12%). ქალების წილი, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ მარცხენა ხელის გამოყენებას, არის 10%. 2%-იანი სხვაობა უმნიშვნელო ჩანს. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ისედაც დაბალ ალბათობას, რომ ადამიანი ცაცია დაიბადოს, ცხადი ხდება, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

5. კენგურუების უმეტესობა ცაციაა

ჟურნალში Current Biology-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებისგან განსხვავებით, კენგურუები უფრო მეტად იბადებიან ცაციები. ეს ფაქტი დაამტკიცა მეცნიერთა ჯგუფმა, რომლებიც სწავლობდნენ სხვადასხვა ჯიშებს, როგორიცაა დიდი წითელი კენგურუ, აღმოსავლური ნაცრისფერი კენგურუ, წითელ-ნაცრისფერი ვალაბი და ხის კენგურუ.

6. ნიდერლანდები არის რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი ცაციაა მსოფლიოში.

ჩვენ უკვე ვიცით, რომ ადამიანების მხოლოდ 10% იბადება მემარცხენე, მაგრამ ისინი არათანაბრად ნაწილდებიან მთელ მსოფლიოში. სტატისტიკის მიხედვით, ჰოლანდიაში ყველაზე მეტი მემარცხენეა, შემდეგ მოდის შეერთებული შტატები.

ყველაზე ნაკლები მემარცხენეების მქონე რეგიონებია იაპონია და ჩინეთი, შესაბამისად 4.7% და 3.5%.

7. ჩვენი შინაური ცხოველები, დიდი ალბათობით ასევე ცაციები არიან

არამარტო კენგურუ შეიძლება იყოს მემარცხენე. ეს გენეტიკური თვისება შეიძლება გამოვლინდეს ჩვენს შინაურ ცხოველებშიც. კვლევაში მონაწილე ძაღლების 63%-მა აჩვენა უპირატესობა ერთი თათის გამოყენებაზე, ხოლო 37%-მა არ აჩვენა ტენდენცია, რომ უფრო ხშირად გამოიყენოს თათის კონკრეტული მხარე. ძაღლების 32%-მა მარჯვენა თათი მისცა, ხოლო 31%-მა მარცხენა.

რაც შეეხება კატებს, 75%-ს ამჯობინა მხოლოდ მარჯვენა ან მხოლოდ მარცხენა თათის გამოყენება, ხოლო ცხოველთა 25%-ს არ აინტერესებდა რომელ კიდურს გამოიყენებდნენ. ასევე დადგინდა, რომ მდედრი კატები უფრო მემარჯვენეები არიან, ხოლო მამრი კატები უფრო მემარცხენეები.image

1
892
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
892
  
2022, 20 დეკემბერი, 22:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1