x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ქეით უინსლეტმა პასუხი გასცა მათ, ვინც ჯეკის სიკვდილში ადანაშაულებს ზედმეტი წონის გამო
image

ბრიტანელი მსახიობი ქეით უინსლეტი გამოეხმაურა იმ კრიტიკოსებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ფილმ „ტიტანიკში“ ისაა ლეონარდო დიკაპრიოს პერსონაჟის სიკვდილში დამნაშავე. როგორც ვარსკვლავმა განუცხადა ჟურნალ The Hollywood Reporter-ს, ზოგიერთი მაყურებელი აკრიტიკებს მას სრული ტანის გამო: მათი მტკიცებით, თუ ის უფრო გამხდარი იქნებოდა, მაშინ გემის დაღუპვის შემდეგ ცნობილ სცენაში ჯეკს "შეიძლება ამძვრალიყო ტივზე" და გადაჩენილიყო.


„ისინი [კრიტიკოსები] იმდენად გაბოროტებულები არიან. მე არ ვიყავი მსუქანი. დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, სხვანაირად ვუპასუხებდი მათ. ჟურნალისტებს ვეტყოდი: არ გაბედოთ ჩემთან ასე მოქცევა. მე ახალგაზრდა ქალი ვარ, ჩემი სხეული იცვლება, ვსწავლობ, [ჯერ კიდევ] ღრმად ვარ დარწმუნებული საკუთარ თავში, ჭკუიდან შევიშლები...ნუ ამძაფრებთ სიტუაციას“, - თქვა უინსლეტმა.


კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა ფილმის ორივე გმირი გადარჩენილიყო მან უპასუხა: ”ეშმაკმა დალახვროს, არ ვიცი” და ”ყველაფერი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ მე კარგად ვერ ვერკვევი წყალში და ვერც იმაში თუ როგორ ზემოქმედებს იგი ”.




"სინამდვილეშ, არ მჯერა, რომ ჩვენ გადავრჩებოდით, ორივენიც რომ ამ კარის ნაგლეჯზე ავსულიყავით. დიახ, ის [ჯეკი] შეიძლებოდა იქ მოთავსებულიყო, მაგრამ ტივი არ დარჩებოდა წყლის ზედაპირზე, ”- დასძინა უინსლეტმა.


ორიოდე დღის წინ "ტიტანიკის“ რეჟისორმა ჯეიმს კემერონმა გადაწყვიტა წერტილი დაუსვას მრავალწლიან კამათს გადარჩებოდა თუ არა ჯეკი რეალურ სიტუაციაში?


ფილმის თაყვანისმცემლები დარწმუნებულები არიან, რომ ჯეკის გადარჩენა შესაძლებელი იყო. კემერონმა თავისი სცენარის სისწორის დასამტკიცებლად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი და კასკადიორები დაიქირავა, შემდეგ კი ექსპერიმენტი ჩაატარა, რომელშიც ტივზე გადაღებული სცენა გამეორდა.


რეჟისორის თქმით, ექსპერიმენტში 2 კასკადიორი მონაწილეობდა, რომელთა წონაც ფილმში მთავარი როლების შემსრულებლების - კეიტ უინსლეტისა და ლეონარდო დი კაპრიოს სხეულების მასას შეესაბამებოდა. ისინი წყალში მოათავსეს და სხვადასხვა ტესტი ჩაატარეს. კემერონი ამტკიცებს, რომ ყველა კვლევამ დაამტკიცა - ასეთ პირობებში ორივე ადამიანი ვერ გადარჩებოდა, მხოლოდ ერთი მათგანი.


მეცნიერული კვლევა ჩავატარეთ, რათა ამ დისკუსიაში ერთხელ და სამუდამოდ დავსვათ წერტილი“, - განაცხადა რეჟისორმა და დასძინა, რომ მაყურებელი ამ ექსპერიმენტს თებერვალში ნახავს, როდესაც ეკრანებზე „ტიტანიკის“ შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი გამოვა.


შეგახსენებთ, ფილმი "ტიტანიკი" 1997 წელს გამოვიდა, რეალურ ტრაგედიაზე დაფუძნებული სიუჟეტში ორი გამოგონილი გმირის როლს თამაშობს ლეონარდო დი კაპრიო და ქეით უინსლეტი(ჯეკ დოუსონი და როუზ ბიუკეიტერი), ხოლო დანარჩენი ფილმის პერსონაჟების ნაწილი აღდგენილია რეალური პიროვნებების მიხედვით, ამიტომ საკმაოდ უცნაურია და კომიკურიც მსახიობ ქეით უინსლეტს (თავად არარსებული) ბრალის დასდო ასევე არარსებული(ჯეკის) პიროვნების სიკვდილში, რომელიც რეჟისორის ფანტაზიის ნაყოფია.

0
173
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0