საქართველო
“გახარია სად მიუგდიათ ნახეთ” - რა ფოტოს აქვეყნებს თამარ ჩერგოლეიშვილი
2022, 20 დეკემბერი, 9:14
"ტაბულას" და "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და გიორგი გახარიას პოლიტიკური მოძრაობა "საქართველოსთვის" 1% -იან მხარდაჭერასთან დაკავშირებით ასეთ სტატუსს აქვეყნებს:
"გახარია სად მიუგდიათ ნახეთ" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი და ტელეიმედის დაკვეთით "GORBI"-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს აზიარებს.
ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად - კითხვაზე "დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?" პასუხები ასე გადანაწილდა:
"ქართულ ოცნებას" გამოკითხულთა 52%-ი მისცემდა ხმას, "ნაციონალურ მოძრაობას" კი – 23%. რესპონდენტთა 3%-ი ხმას მისცემდა "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებელს", "პატრიოტთა ალიანსს", "ევროპულ საქართველოს", "გირჩი – მეტი თავისუფლებას", რომელსაც 1%-ით "გირჩი" ჩამორჩება. მას გამოკითხულთა 2%-ი უჭერს მხარს, ისევე როგორც ალეკო ელისაშვილის "მოქალაქეებს". 1%-იანი მხარდაჭერა აქვთ "ლეიბორისტულ პარტიას" და გიორგი გახარიას პოლიტიკურ მოძრაობას "საქართველოსთვის". გამოკითხულთა 4% -ი კი ხმას სხვა პარტიას მისცემდა.