კახეთი ავტოსაგზაო შემთხვევას დედოფლისწყაროში 25 წლის ბიჭი ემსხვერპლა 2022, 19 დეკემბერი, 19:18 უბედური შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. სოფელ ზემო ქედში ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ზემო ქედში გაზეთ „შირაქს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ავტომანქანა, რომელსაც თავად გოგა გოგოჭური მართავდა ხეს შეეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა და კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობა აღარ იყო. თვითმხილველების ცნობით, მამაკაცი ავტომანქანაში მარტო იმყოფებოდა. გარდაცვლილი ოჯახის ერთადერთი შვილია, ის დაოჯახებული არ იყო. „ამ ადგილს „დაწყევლილი ადგილს“ ვეძახით, ყველა უბედურება მანდ ხდება, არაერთი ახალგაზრდა იმსხვერპლა. გოგა თბილისში მუშაობდა, შაბათ-კვირას სოფელში ჩამოვიდა, დილით ისევ სამსახურში წასასვლელად თბილისში ბრუნდებოდა. საერთოდ არ სვამდა, უჭკვიანესი და ძალიან კარგი ბიჭი იყო, ჩვენს თვალწინ გაიზარდა. თავდაცვაში მუშაობდა“ -. ამბობენ ზემო ქედში. როგორც „შირაქს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის 6-ე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 226 შეფასება არ არის
|