ტექნიკური ჩინეთი მთვარეზე "კომუნიზმის აშენებას" აპირებს და მას ამაში რუსეთიც დაეხმარება 2022, 19 დეკემბერი, 14:50
ზუსტად 50 წლის წინ - 1972 წლის 19 დეკემბერს ამერიკულმა კოსმოსურმა ხომალდმა „აპოლო 17“-მა მთვარეზე ადამიანების უკანასკნელი დაშვება განახორციელა. გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში ჩვენ შევეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ კოსმოსურ შეჯიბრში, ორი უმთავრესი ძალის მეტოქეობა წარსულს ჩაბარდა და ახალი ამბები ორბიტალური სივრცის განვითარების შესახებ მხოლოდ სპეციალისტების ინტერესის რუტინად იქცა. თუმცა, უახლოეს წლებში ყველაფერი შეიცვლება ჩინეთის სუპერამბიციური კოსმოსური პროგრამის წყალობით. ციური იმპერიის ხელისუფლებას სერიოზულად არის გადაწყვეტილი, რომ პირველებმა ააშენონ მუდმივი სადგური დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე. ასე რომ, მთვარეზე რბოლა თავიდან იწყება!
ჩინეთი 2028 წლისთვის მთვარის სრულფასოვანი ბაზის აშენებას გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტის პირველი ეტაპი უკვე 2023 წელს უნდა დაიწყოს. ბაზა სავარაუდოდ, მთვარის სამხრეთ პოლუსის რაიონში იქნება განლაგებული და იქ აშენდება სადესანტო მოდული, საცხოვრებელი და სამუშაო კორპუსები, ორბიტერი და მთვარემავალების „ავტოპარკი“. ამასთანავე, როგორც ჩინეთის მთვარის პროგრამის მთავარმა დიზაინერმა ვუ ვეირენმა განაცხადა, ჩინელებს სურთ მთვარეზე ნამდვილი ატომური ელექტროსადგურის აშენება! თუმცა მცირე ზომის. როგორც South China Morning Post-ი წერს, მშენებარე ბირთვული რეაქტორის შესახებ ტექნიკური დეტალები ჯერ არ არსებობს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მეცნიერებს სურთ მიიღონ ელექტროენერგიის ისეთი რაოდენობა, რომელიც საკმარისი იქნება ასობით სახლის განათებისთვის და გათბობისთვის მთელი წლის განმავლობაში. ატომურ ელექტროსადგურს მოუწევს იმუშაოს მთვარის სადგურის ელექტროენერგიის გრძელვადიანი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, რათა ის მზის სხივებისგან დამოუკიდებელი გახდეს. ტაიკონავტებს (ასე უწოდებენ ჩინელ კოსმოსურ მკვლევარებს) დასჭირდებათ ბევრი ელექტროენერგია, რადგან ის როგორც მძლავრი მთვარემავალებისთვის იქნება საჭირო, ასევე საკომუნიკაციო და კვლევითი აღჭურვილობისთვის.ასევე დენი აუცილებელი იქნება არამედ ჟანგბადის წარმოებისა და წყლის მიღებისთვის თუმცა, ექსპერტების თქმით, თავდაპირველად არ არის საუბარი სრულფასოვან ბაზაზე, არამედ დროებით გასაჩერებლ ბაზაზე, სადაც ტაიკონავტებს შეეძლიათ ფრენა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შემდეგ კი დააკონსერვებენ და დაელოდებიან "კოსმოსის დამპყრობთა" შემდეგ პარტიას. ერთობლივი მთვარის სადგურის პროექტი რუსეთის "როსკოსმოსმა" და ჩინეთმმა 2021 წელს შეიმუშავეს: ქვემოთ ილუსტრაციაზე ნაჩვენებია: 1 - სამეცნიერო ზონდი, 2 - ობსერვატორია, 3 - ბირთვული ენერგიის მოდული, 4 - სამეცნიერო ლაბორატორიები, 5 - მართვის ცენტრი, 6 - მზის ენერგიის მოდული, 7 - პლანეტა დედამიწა, 8 - საკომუნიკაციო ცენტრი და დედამიწასთან საკომუნიკაციო კოშკი., 9 და 10 - რესურსების დამუშავების წერტილები, 11 - სატელეკომუნიკაციო სენსორები, 12 - მთვარემავალი(ლუნახოდი). ახლახან გამოცხადებული გეგმების მიხედვით, შეერთებული შტატები გეგმავს საკუთარ ბაზის აშენებას დედამიწის თანამგზავრზე 2030 წლისთვის. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ პეკინის გეგმებიდან გამომდინარე, ამერიკა შეეცდება დააჩქაროს პროექტი, როგორც ჩანს, განახლებული კოსმოსური შეჯიბრი იწყება. 44 3-ს მოსწონს
|