სხვა შოტლანდიის მდინარემ სურპრიზი მოუმზადა მოსახლეობას - ბუნება კიდევ ბევრ არასასიამოვნო სურპრიზს მოგვიმზზადებს 2022, 19 დეკემბერი, 19:27 გლობალური დათბობისა თუ ეკოლოგიური კატასტროფის გამო, რომელიც დედამიწაზეა, იშვიათი სანახაობები ვლინდება და ბუნება უცნაურ მინიშნებებს გვაძლევს! შოტლანდიის მდინარის ზედაპირზე ყინულის ათობით საოცრად სრულყოფილი წრე გამოჩნდა დიდ ბრიტანეთში ტემპერატურის მოულოდნელად დაცემის შემდეგ. წრეებს ყინულოვანი ბლინები უწოდეს, მისი ფორმიდაგ გამომდინარე, რადგან ტაფაზე ახალდასხმულ ბლინებს მართლაც წააგავს ფორმით, უბრალოდ, ზომაა საკმაოდ დიდი. კალუმ სინკლერმა, შოტლანდიის ინვაზიური სახეობების ინიციატივის (SISI) პროექტის მენეჯერმა, 9 დეკემბერს შოტლანდიაში, ვიგთაუნშირში, მდინარე ბლადნოხზე აღმოაჩინა განსაცვიფრებელი წრიული ყინულის ნაკადები. მის მიერ გადაღებული უჩვეულო ყინულის ბლინების ფოტოები გამოქვეყნდა SISI-ს Twitter-ის გვერდზე 13 დეკემბერს, მოკლე ვიდეოსთან ერთად, სადაც ნაჩვენებია ყინულის დისკები, რომლებიც ერთმანეთს ეჯახებიან და ქვევით მოძრაობენ სწრაფი დინებით. ყინულის ბლინები შედარებით იშვიათი სტრუქტურებია, რომლებიც აღნიშნულ მდინარეებში არასდროს უნახავთ. თუ კაცობრიობა გონს არ მოეგო და საკუთარი პლანეტის მოვლა არ ისწავლა, კიდევ უამრავ სურპრიზს უნდა ველოდოთ და არც ასეთ ლამაზს, როგორის ეს ყინულოვანი ბლინებია! 266 4-ს მოსწონს
|