x
image
თუთიკო ბერძენა
თვითმფრინავი აფრენიდან 4 წუთში რადარებიდან გაქრა. ავიაკატასტროფა, სადაც 50 მგზავრიდან 10 ბავშვია
image

ავიაკომპანია Sriwijaya Air- ის თვითმფრინავი, რომელიც ჯაკარტიდან პონტიანაკისკენ მიემართებოდა, აფრენისთანავე გაქრა სარადარო ეკრანებიდან. ავარიას თვითმხილველები ჰყავს, მაგრამ ზღვაში ჩავარდნის ზუსტი ადგილი ჯერ არ არის დადგენილი.

ბორტზე 50 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის, 10 ბავშვი და ეკიპაჟის 12 წევრი.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავს არ გაუგზავნია გასაჭირის სიგნალი. ინდონეზიის ხელისუფლება აწარმოებს სამძებრო-სამაშველო ოპერაციას - ახლა ის შეჩერებულია ღამის გამო, მაგრამ დილით ძებნა განახლდება.



ინდონეზიის ხელისუფლებას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.


თვითმფრინავი 26 წლის იყო. მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანიები ამჯობინებენ უფრო ახალი თვითმფრინავების გამოყენებას დაბალი საექსპლუატაციო ხარჯების გამო, ამ ასაკის თვითმფრინავები არც ისე ცოტა დაფრინავს.

ინდონეზიაში ავიაუსაფრთხოების შედარებით დაბალი მაჩვენებელია. ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამ რეგიონიდან გადამზიდველებს ეკრძალებოდათ ფრენა ევროკავშირში. ბოლო დრომდე მიიჩნეოდა, რომ ავიაკომპანიის სტანდარტები გაუმჯობესდა, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა სიმართლე. ფაქტი სახეზეაimage

0
73
6-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0