x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134543
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
"ვურჩევდი, ნუ შეეხებით - მეთქი… არ დამიჯერეს და…"- რა წინასწარმეტყველებას აქვეყნებს ლელა კაკულია

image


ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას ადმინისტრაცია მის პირად გვერდზე 2009 წლის დეკემბრის თვის გაზეთიდან - "ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია" საარქივო ინტერვიუს ვრცელ ფრაგმენტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"ლელა კაკულია: ხომ ვურჩევდი, ნუ შეეხებით იმას, რაც არ გესმით-მეთქი? არ დამიჯერეს და თვითონვე აქვთ სანანებელი, თორემ მე ვერაფერი დამიშავეს და ვერც დამიშავებენ!

ინტერვიუ არქივიდან

გაზეთი „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“,

2009 წლის დეკემბერი, №40


❓— ქალბატონო ლელა, გასული თვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და, შეიძლება ითქვას, სკანდალური მოვლენა რუსეთის ყოფილი პრემიერის, „პლეხანოველი“ ევგენი პრიმაკოვის 80 წლის იუბილეზე ამჟამინდელი პრემიერის, ვლადიმირ პუტინის მიერ წარმოთქმული გეოპოლიტიკური სადღეგრძელო იყო:


„ვიცი, რომ ჩემი სიტყვები ამ კედლებს გასცდება. მეც ეს მინდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია. არ არსებობს საკითხი, რომლის მოგვარებაც ჩვენ არ შეგვიძლია. ჰოდა, ევგენი პრიმაკოვმა მიხედოს ამას“.

საქართველოში პუტინის სიტყვები ძალიან ბევრმა ისე აღიქვა, თითქოს პრემიერი მზადაა, დააბრუნოს ჩვენი მიტაცებული ტერიტორიები.

ქალბატონო ლელა, თქვენ დიდი ხანია ამბობთ, რომ დადგება დღე, როცა „რუსეთი იძულებული გახდება, საკუთარი ხელით დაგვიბრუნოს აფხაზეთი და სამაჩაბლო“. მაგრამ არის კი პუტინის სიტყვები რეალურად იმის მანიშნებელი, რომ რუსეთი უკვე მზადაა ამ ნაბიჯის გადასადგმელად, თუ მათში ისევ მზაკვრული აზრი იფარება?


❗️— პუტინის ამ „სადღეგრძელოს“ არავითარი ფასი არ აქვს. იგი ამბობს ერთს და აკეთებს მეორეს.

რა შუაშია პრიმაკოვი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან? პუტინის ერთი ბრძანებაა საკმარისი იმისთვის, რომ რუსული ჯარი გავიდეს ჩვენი ქვეყნიდან. პრიმაკოვმა რას უნდა მიხედოს? ნუ წამოვეგებით პუტინის ამ ანკესზე. თუ კიდევ იქნება რამე წვეულება, იქაც გაიმეორებენ მსგავსი შინაარსის ფრაზებს, ოღონდ სხვა სიტყვებით.


❓— მაშ რას ნიშნავდა რუსეთის პრემიერის ეს განცხადება?


❗️— უბრალოდ, რუსეთი არ მოელოდა, რომ ამერიკა და ევროპა, მთელი მსოფლიო ასე დაუდგებოდა მხარში პატარა საქართველოს და რუსეთს არავითარ ანგარიშს არ გაუწევდა.

ახლაღა ხვდებიან რუსები, რომ მათი ანალიზი იყო არასწორი. მათ საკუთარი თავი მოაქციეს მსოფლიო პოლიტიზოლაციაში. ამიტომ იწყებენ გზების ძებნას, ისე დათმონ აფხაზეთი და სამაჩაბლო, რომ წაგებულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ მსოფლიოს თვალში, ანუ ზესახელმწიფოს იმიჯი არ შეელახოთ.


❓— გამოდის, რომ პუტინმა დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა?


❗️— პუტინმა კი არა, კოსმოსმა დაიწყო. ყველაფერს კოსმოსი განსაზღვრავს და წყვეტს, აბსოლუტურად ყველაფერს; ადამიანზე არაფერია დამოკიდებული.


❓— ჩვენი რეგიონული მეზობლების — სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობებზე მინდა გკითხოთ. გასულ თვეში ამ ქვეყნების პრეზიდენტები მიუნხენში შეხვდნენ ერთმანეთს ყარაბაღის საკითხზე მოსალაპარაკებლად. ეს შეხვედრა ჩვეულებრივი, რიგითი მოლაპარაკება იქნებოდა, რომ არა აზერბაიჯანის პრეზიდენტის მკვეთრი განცხადება, თუ სომხეთი დიდხანს გაწელავს უშედეგო მოლაპარაკებების პროცესს, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყარაბაღის ომით დასაბრუნებლადო. ძალიან თამამი და ღია განცხადებაა. ასე მგონია, ალიევს ვიღაც უმაგრებს ზურგს.


❗️— ნამდვილად თამამი განცხადება იყო, მაგრამ ასი პროცენტით ვამართლებ მის ქმედებას.

დიახ, უნდა გააკეთოს სახელმწიფოს მეთაურმა ასეთი განცხადება, როცა მის ქვეყანას აგრესიული და დაუნდობელი სახელმწიფო ეწინააღმდეგება — რუსეთი მყავს მხედველობაში. დიახ, როცა ასეთი დილემის წინაშე დგები, ხმამაღლა უნდა იყვირო, რომ საკუთარი სამშობლოსთვის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებ. ზურგს კი ალიევს, ანუ აზერბაიჯანს, მუსლიმური სამყაროს დიდი ნაწილი უმაგრებს. ხომ არ გავიწყდებათ, რომ აზერბაიჯანელები მუსლიმები არიან?

საქართველოს თაობაზე ნათქვამი სიტყვები: „ აფხაზეთში შევალთ ომით, დავარქმევთ მშვიდობას“, აზერბაიჯანის სიტუაციასაც ერგება, ანუ აზერბაიჯანი დაიბრუნებს ყარაბაღს.


❓— მიუნხენის შეხვედრის შესახებ ითქვა, სომეხი და აზერბაიჯანელი პრეზიდენტები რაღაც-რაღაც საკითხებში შეთანხმდნენო, მაგრამ კერძოდ, რაში, არ კონკრეტდება.


❗️— რა უნდა დაკონკრეტდეს, რაც არ მოულაპრაკებიათ და არც არაფერზე შეთანხმებულან? ეგ ორი სახელმწიფო ვერასდროს ვერაფერზე ვერ შეთანხმდება და ვერ მოილაპარაკებს, მითუმეტეს, ყარაბაღის თემაზე. ეს გამორიცხულია. არცერთი არ დათმობს ნებით ამ ტერიტორიას.

სომხეთი ყველაფერზეა წამსვლელი, ოღონდ შეინარჩუნოს ყარაბაღი; იმაზეც კი, რომ აღიაროს მისი დამოუკიდებლობა. სხვათა შორის, ერევანს ეს იდეა, რომ ყარაბაღის დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარებით ივაჭროს, რუსეთმა მიაწოდა.


❓— არაფრით არ შემიძლია, რომ არ შემოგჩივლოთ: ცოტა ხნის წინ თბილისში, სოლოლაკში მდებარე სომხური ეკლესიის დანგრევაში ერევნელმა სომხებმა საქართველოს მთავრობა დაადანაშაულეს, საპროტესტო გამოსვლებიც კი მოაწყვეს საკუთარ დედაქალაქში, ქართველები არ უვლიდით ჩვენ ეკლესიას და იმიტომაც დაინგრაო. ახლა ადექით, აღადგინეთ და სომხეთის საპატრიარქოს გადაეცით იურისდიქციაშიო...


❗️— მერე ჩვენც ავდგეთ, სომხებს თავი დავუქნიოთ, დავეთანხმოთ, რომ პატივი უნდა ვცეთ სხვა ერების კულტურას, ოღონდ დანგრეული სომხური ეკლესიის ადგილას ქართული მართლმადიდებლური ტაძარი უნდა ავაშენოთ და იქ ქართულად უნდა აღვავლინოთ წირვა-ლოცვა, ქართულად უნდა ვიგალობოთ. სომხებს კიდევ არავინ დაუშლის, შევიდნენ ქართულ ეკლესიაში და ილოცონ.

ისე, სომხეთის საპატრიარქოს იურისდიქციის გავრცელებას რომ ითხოვენ ამ შუაგულ თბილისში, ურიგო არ იქნება, სომხებს თუ შევახსენებთ, რომ თბილისი ერევანი არ არის!!!


❓— ქალბატონო ლელა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი, თურქეთის თანხმობით, მზადაა, საკუთარი ურანი (ვითომდა, მშვიდობიანი მიზნებისთვის რომ სჭირდება) ბოლომდე გასამდიდრებლად თურქეთის ტერიტორიაზე გადაიტანოს. აშკარა ხდება, რომ ორ ძლიერ მუსლიმურ სახელმწიფოს შორის კონტაქტები ღრმავდება, მათი ლიდერებიც ძალზე თბილად ხვდებიან ერთმანეთს... თურქეთის ტრადიციული დასავლელი პარტნიორები უკვე შფოთავენ ამის გამო, ამერიკა კი, რომელიც მანამდე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ირანული ურანის რუსეთში გამდიდრებას, თითქოს დუმს; სამაგიეროდ რუსეთია თანახმა.

საბოლოოდ, რა ბედი ელის ურანს, ანუ მიიღებს თუ არ მას თურქეთი და საერთოდ, ხომ არ თმობს ამერიკა ამ საკითხში პოზიციებს?


❗️— ამერიკა პოზიციებს არასდროს დათმობს. დუმილი არ ნიშნავს, რომ აშშ არაფერს აკეთებს და გულზეხელდაკრეფილი შესცქერის, როგორ ეხმატკბილებიან ერთმანეთს თურქეთი და ირანი. ამერიკა თურქეთს დაარტყამს პოლიტიკურად, ხოლო ირანს — ფიზიკურად.

აი მერე მიხვდებით, რატომ ჩაიწერა ის წინასწარმეტყველებები, რომლებსაც დიდი ეჭვით უყურებდა ზოგიერთი. მაგალითად: თურქეთის მფლობელობაში გადასული მიწების საქართველოსთვის დაბრუნება; ამერიკის მიერ თურქეთისთვის ბოსფორის სრუტის გასაღების ართმევა, ამერიკული სამხედრო გემებისა და წყალქვეშა ნავების შემოსვლა შავ ზღვაზე — საქართველოს წყლებში, ფოთის თავისუფალ ზონად გადაქცევა და ასე შემდეგ. მერე თქვენც დაინახავთ იმას, რასაც მე დიდი ხანია ვხედავ: რუსების ბოღმისგან გაშავებულ სახეებს...


❓— ამბობთ, რომ ამერიკა უკან არაფერში დაიხევს, მაშ როგორ შეიძლება შეფასდეს ამერიკის უარი პოლონეთში ამერიკული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსებაზე? რუსეთი ხომ ამას დათმობად მიჩნევს?


❗️— ეს დათმობა კი არა, პოლიტიკური თამაშია. ორ სახელმწიფოს შორის ხელმოწერილია ოფიციალური დოკუმენტი და ამერიკა, როცა საჭიროდ ჩათვლის, მაშინ დადგამს რაკეტებს. ვინ დაუშლის ამას? ვერავინაც ვერ დაუშლის.

ეს იმას ჰგავს, ადამიანმა მიწა შეიძინოს სახლის ასაშენებლად და როცა დასჭირდება, მაშინ რომ დაიწყოს მშენებლობა.


❓— ესე იგი, ეს საკითხი საბოლოოდ ისე არ არის გადაწყვეტილი, როგორც რუსეთს ეიმედება.


❗️— არა, ბატონო, არა. ეს რა არის, რუსეთს კიდევ ბევრი იმედი გაუცრუვდება.

<...>

სხვათა შორის, რუსები ჩემს წინასწარმეტყველებებს დიდი ხანია, ყურადღებით კითხულობენ და სწავლობენ...

❓— ქალბატონო ლელა, ახლა მთელ მსოფლიოს აწუხებს „ღორის გრიპის“ პრობლემა. თქვენ ბრძანეთ, რომ საქართველოსთვის ეს ვირუსი საშიში არ არის და, რა თქმა უნდა, მე მჯერა თქვენი. მე კარგად მახსოვს, როცა ფრინველის ვირუსმა შეუტია მსოფლიოს და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ტელეეკრანებიდან მთელ ქვეყანას გული გაუხეთქა, როგორ ბრძანეთ (ეს გაზეთშიც დაიბეჭდა), საქართველოსთვის ქათმის გრიპზე მეტად საშიში სეზონური ვირუსული დაავადებებიაო. მართლაც ასე მოხდა — იმ წელს „ჩვეულებრივი“ გრიპით რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ბავშვები, ქათმის გრიპი კი საერთოდ არ გაგვკარებია ახლოს.


❗️— არც ეს ღორის გრიპი მიმაჩნია არაფრად. მე ახლაც სხვა რამ მაღელვებს — ადრე ნაწინასწარმეტყველები ქიმიური, ბაქტეოროლოგიური ომი... და შენ წარმოიდგინე, სეზონური გრიპებიც...


❓— ქალბატონო ლელა, ამასწინათ ერთ-ერთი სააგენტოს საიტზე გამაოგნებელ ინფორმაციას გადავაწყდი. იმდენად გამაოგნებელს, რომ მეცინა თუ მეტირა, აღარ ვიცოდი. ირკვევა, რომ სამეგრელოში არსებობს განათლების ცენტრი „კოლხიდა“, რომელსაც ვინმე იური ღვინჯილია ხელმძღვანელობს.

მოკლედ, ეს იურა ამბობს, თუ სკოლებში ამიერიდან მეგრულად არ დაიწყება სწავლება და ზუგდიდში მეგრული ტელე-რადიომაუწყებლობა არ დაფუძნდება, შესაძლოა სამეგრელო საქართველოს გამოეყოს და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დაიწყოს არსებობაო.

შეიძლება ამ ნაბოდვარისთვის ყურადღება არც მიმექცია, თქვენი, 1995 წლის 15 მარტით დათარიღებული ერთი ჩანაწერი რომ არ გამხსენებოდა, სადაც სახელწოდება „კოლხეთსაც“ ახსენებთ, სამეგრელოში სიტუაციის დაძაბვაზეც საუბრობთ და ასეთ რამეს ამბობთ: „ვხედავ, მიდის ფსიქოლოგიური თამაში ხალხზე, მაგრამ ხალხი არ აჰყვება მორიგ ავანტიურას. სამეგრელოს სახელმწიფო? ეს ზღაპარია! საქართველო კოლხეთიდან იწყება და მთავრდება კახი-ნუხი-საინგილოთი...“

ვინ არის და რა უნდა, ქალბატონო ლელა, ამ კაცს? ეს მარტოხელა გიჟია თუ რაიმე მტრული ორგანიზაცია დგას მის უკან და სერიოზულ ავანტიურასთან გვაქვს საქმე?


❗️— არა, ამ პიროვნების უკან არავითარი ორგანიზებული ძალა არ დგას, მარტო უბერავს, თავისთვის. არ ჰყოფნის საერთო ქართული სახელმწიფო და ცალკე სამეფო უნდა შექმნას. გამომივიდა ეგეც აღა მაჰმად ხანი.

პირველი ქართველები მეგრელები ვართ! საქართველო კოლხეთიდან, ანუ სამეგრელოდან იწყება და არ გაბედოს მაგ ღვინჯილიამ, თავში გაივლოს ქვეყნის დაყოფა.

ახლა პირდაპირ ვეუბნები მას: თუ საზოგადოების ყურადღების მიქცევა გინდა, რაიმე გმირობა ჩაიდინე, რუსებს მოსთხოვე, რაც ჩვენი მართებთ და რაც დასაბრუნებელი აქვთ, ადექი და ენგურზე ჩამწკრივებული რუსული ტანკებიდან რომელიმეს შეუვარდი და ააფეთქე. სამშობლოს სიყვარულში მაინც ჩაგეთვლება. და საერთოდ, სჯობს, იმკურნალო.


❓— ქალბატონო ლელა, ქვეყნის შიდაპოლიტიკაზე კარგა ხანია, არ გვისაუბრია...


❗️— გახსოვს, როგორ გავიძახოდი, ქართულ პოლიტიკაში დრო გაჩერდება, თითქოს ყველაფერი გაიყინება, ხალხს პოლიტიკა აღარ დააინტერესებს-მეთქი?

ჰოდა, დადგა ეს მომენტი: არაფერი სერიოზული და მნიშვნელოვნი ქვეყანაში, მის შიდაპოლიტიკაში არ ხდება. აი ამას ნიშნავდა ჩემი სიტყვები, სხვას კი არაფერს. რა უნდა ვთქვა, როცა ამ თემაზე ინფორმაცია არ მოდის? ჩემით ხომ არ მოვიგონებ რამეს, ან წარსულში ათასჯერ ნათქვამს ხომ არ გავიმეორებ მუდმივად? წინასწარმეტყველება წინ მიდის და მეც ზუსტად იმას ვიმეორებ, რასაც მანახებენ და მეუბნებიან. თუ ვინმეს აინტერესებს, რა მოხდება საქართველოს ახლო მომავალში, გაზეთის წინა ნომრები გადაიკითხოს და პასუხსაც იხილავს.

დარწმუნებულები ბრძანდებოდნენ ყველანი, რომ ჩემი ნათქვამი თითოეული სიტყვა პირწმინდად ასრულდება.


❓— ვფიქრობ, ბევრი ადამიანი დარწმუნდა იმაში, რომ თქვენი წინასწარმეტყველებები მართლაც უზუსტესად სრულდება და ამიტომაც შეწყდა აღვირახსნილი ლაშქრობა ლელა კაკულიას წინააღმდეგ.

— ჰო, მართლა, სად დაიკარგნენ ჩემი „მეგობარი“ პოლიტოლოგ-ჟურნალისტები? ძალიან მაგრად ხომ არ მოხვდათ ცხვირში? აკი ძალიან მაგრები და ჭკვიანები იყვნენ, რატომ ჩაიძირნენ ასე ერთმანეთის მიყოლებით?


ხომ ვურჩევდი, ნუ შეეხებით იმას, რაც არ გესმით, თქვენვე გავნებთ-მეთქი ეს. არ დამიჯერეს და თვითონვე აქვთ სანანებელი, თორემ მე ვერაფერი დამიშავეს და ვერც დამიშავებენ.


ეს იქით იყოს, მთავარი რჩევა მინდა მივცე საქართველოს მთავრობას: არცერთი წამით არ შეწყვიტოთ ქართული არმიის შეიარღება და მოძლიერება! ჯარი ისე უნდა მომზადდეს, რომ საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადავიდეს შეტევაზე. აუცილებლად უნდა გვქონდეს საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო შეიარაღება, ანუ შეიარაღებული ძალების ყველა კომპონენტი.


იცოდეთ, ქართული არმია უფრო ძლიერი იქნება, ბევრი ქვეყნის არმიაზე ძლიერი. ამას დაერთვება, ერთი მხრივ, პარტიზანული მოძრაობის გააქტიურება, მეორე მხრივ, ჩრდილოეთ კავკასიის აალება და მერე ჩვენ დავსხდეთ და ვუყუროთ სანახაობას.


ჩრდილოეთ კვკასიის ქვეყნებმა თავად უნდა მიხედონ საკუთარ საქმეებს, მათი პრობლემების გადაწყვეტა ჩვენი საქმე არ არის. აფხაზეთში ხომ დარბოდნენ და ქართველებს თავებს აჭრიდნენ, ახლა საკუთარ თავებზე იწვნიონ ყველაფერი.


ევროპასთან და ამერიკასთან უნდა ვითანამშრომლოთ, როგორც ცივილურმა სახელმწიფომ, მაგრამ ისე კი, რომ არავინ გაბედოს, შეეხოს ქართულ კულტურას, ენას, სახელმწიფოებრიობას. სხვა ერებისადმი ტოლერანტობა ევროპამ და ამერიკამ საკუთარ სახლმწიფოებში გამოიჩინონ. ჩვენ კი ის უნდა ვაკეთოთ, რაც ჩვენს ქვეყნას სჭირდება; ანუ, ევროსაბჭოს თუ ევროკავშირს დავეთანხმოთ რაღაც შემოთავაზებებზე, მაგრამ ვეცადოთ, ხელი არ მოვაწეროთ იმას, რაც ქვეყანას არ სჭირდება - მაგალითად, უცხოტომელების საქართველოში დაფუძნება, რომლებიც უნდა წავიდნენ აქედან." - ვკითხულობთ ლელა კაკულიას გვერდზე.






0
758
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
758