x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
"ეს რა ღამე იყო.... მონსტრთან მეძინა" - რა შეემთხვა ნათია ფანჯიკიძეს

image


ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრ "კამარას" დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და საკუთარ ფეისბუქფრენდებს წუხანდელ ღამეს თავსგადამხდარ ერთ ისტორიას უზიარებს. ნათია ფანჯიკიძის ვრცელ სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:


"ეს რა ღამე იყო.... მეძინა მონსტრთან, რომელმაც არ ვიცი როგორ დამინდო, რას ელოდებოდა რომ არ გადამყლაპა. არ ვხუმრობ. რამდენიმე დღის წინ ღამე შემაღვიძა უცნაურმა ხმამ, თითქოს ოთახში დარბის მხეცი, რომლის ამოცნობას ვერ ვახერხებ, არც თაგვია, არც კატა, არც ძროხა და მითუმეტეს არც ჟირაფი. დილას გაცხადდა მხეცის ვინაობა - რა ყოფილა და ფარდაზე ჩაბღაუჭებული უზარმაზარი, ჩემზე დიდი კალია, ოღონდ ფანჯარასა და ფარდას შორის, ფარდის უკან მოქცეული.


ფარდა გრძელია და მისი გამოძრომის შანსი არარსებული. ხოდა ეგდე, მეუთხარი, არ გამოგიშვებ მაგ ფარდიდან, იჯექი მანდ იმ ბრძენი და აბეზარი ჭრიჭინობელასავით, ბურატინოს რომ გაუხვრიტა ტვინი დიდაქტიკითმეთქი. ვცხოვრობდით ასე მე და კალია. აღარც ინძრეოდა, იჯდა, იჯდა, იჯდა, დროდადრო ადგილს მცირედ თუ მოინაცვლებდა. მეგონა პატიოსან გარიგებას დასჯერდებოდა, რომ სიცივისგან თავშემოფარებული გარეთ არ მოვისროლე, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე მეტი პატივი აღარ ვეცი.


ნეტავ რას ჭამსმეთქი, კი გავიფიქრე, მაგრამ მერე სადისტმა გაიღვიძა ჩემში და აბა მშიერი რამდენ ხანს გაძლებსმეთქი, ვაკვირდებოდი. მაინტერესებდა, როგორია ჰიპოგლიკემიური შოკის მიზეზით გულწასული კალია. ხოდა, რა ხდება ამ დილას? ვახელ თვალს და ვერ ამიხსნია, როგორ მოახერხა გამოძრომა - ფარდის გარედან ზის ეს საზარელი არსება და მძინარეს მაკვირდება. აი ასე, გავახილე თვალები და შემომეფეთა მისი თვალები. თვალი თვალში. მთლად ჩემს სახესთან ზის და მიყურებს.


ჩვენს სახეებს შორის დისტანცია 40-50 სანტიმეტრი. ზურგი არ შემიქცევია, უკან უკან დავიხიე, ძალიან ფრთხილად ლოგინის მეორე მხრიდან გადმოვძვერი, ჩავსაფრდი, გვერდიდან მოვუარე და სქელი ფარდა უსწრაფესად გავაქანე მისკენ. ახლა ზის თხელ და სქელ ფარდებს შორის მოქცეული. მე კი აგერ თქვენთან ერთად, მეოთხე ჭიქა ყავას ვსვამ და თინას გაღვიძებას ველოდები სპეცოპერაციის დასაგეგმად. განაჩენი გამოტანილია. ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი." - წერს ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.







0
838
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
838