x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როგორ ცხოვრობს დღეს ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ქმარმა 5 წლის წინ ხელები დააჭრა
imageხუთი წლის წინ ერთმა საშინელმა დღემ შეცვალა მარგარიტა გრაჩევას ცხოვრება.


ეჭვიანმა ქმარმა დიმიტრიმ, რომლისგანაც გოგონა მუდმივად ცდილობდა წასვლას, როცა გაიგო მარგარიტა გაყრას აპირებდა, წაიყვანა ტყეში, სადაც მან ორივე ხელი ნაჯახით მოაჭრა, თან მიაძახა:"აწი ამ ხელებით ბავშვებს ვეღარასდროს მოეფერები".

imageფოტოზე: მარგარიტა გრაჩევა ყოფილ მეუღლესთან ერთად


ამის შემდეგ მამაკაცმა ცოლი საავადმყოფოში გადაიყვანა. ოპერაცია 9 საათი გრძელდებოდა, ერთი ხელი რომელიც კონტეინერით მიიტანეს მიკროქირურგმა ჯერ ნაწილ-ნაწილ ააწყო, შემდეგ კი მიაკერა, ექიმებმა მხოლოდ 1% მისცეს შანსი რიტას, რომ ხელს აამოძრავებდა, თუმცა გოგონამ მალევე თითები აამოძრავა.(იხილე სტატია} ერთი ხელის წარმატებული მიკერების შემდეგ, გოგონას მალევე ერგო თანამედროვე პროთეზი, რომელიც მარგარიტას გულისხმიერი ადამიანების მიერ შეგროვილი თანხით უყიდეს.


image


ამ 5 წლის განმავლობაში გრაჩევას ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა;ყოფილ მეუღლესთან, რომელსაც 14 წელი კოლონიაში ყურყუტი მოუწევს, მან განქორწინება გააკეთა. შემდეგ დაწერა წიგნი თავს გადამხდარ ამბავზე და სოციალურ ქსელში პეტერბურგელი მამაკაცს გაიცნო.




2019 წელს იგი დაქორწინდა თავის რჩეულზე და საცხოვრებლად მასთან გადავიდა. მალე მარგარიტა გახდა ფედერალურ ტელევიზიის წამყვანი გადაცემაში "ახლობელი ადამიანები". უფრო მეტიც, ახლა გრაჩევა მრავალშვილიანი დედაა. წინა ქორწინებიდან ორი ვაჟის გარდა, ის ახლად დაბადებულ ბიჭსაც ზრდის. ქალი არ მალავს, რომ ის და მისი ქმარი ქალიშვილზეც ოცნებობენ.

image

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რუსეთს 370 000 ევროს გადახდა დააკისრა ქალისთვის, რომელსაც ქმარმა ხელები მოაჭრა. ამასთან, სასამართლომ რუსეთს მოუწოდა, რომ მსგავსი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად განახორციელოს მყისიერი და ქმედითი ცვლილებები. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ რუსეთში ქალებზე თავდასხმების რაოდენობამ უკანასკნელ წლებში საგრძნობლად იმატა და რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ორი პუნქტი დაარღვია.

0
960
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
960
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0