ფსიქოლოგია რატომ უშვებენ ქალები უფრო მეტ შეცდომებს, ვიდრე მამაკაცები? - ჯინა ლოლობრიჯიდას განმარტება 2022, 18 დეკემბერი, 10:41
ყველას, ვისაც საკუთარ ცხოვრების გზაზე უნახია ფილმ "ფანფან ტიტას" ვარსკვლავი ჯინა ლოლობრიჯიდა, მოხიბლულა მისი ღთაებრივი სილამაზით . ქალს, რომელიც გახდა ომისშემდგომი კინოს ერთ-ერთი უსაყვარლესი მსახიობი, შეხვდა მრავალფეროვანი როლები: იტალიელმა სექს-სიმბოლომ ითამაშა როგორც მშვენიერი ქალბატონები, ასევ გადარჩენილი ან, პირიქით, კაცების მიერ განადგურებული ქალების როლები.
თუმცა, ცხოვრებაში, "ყველაზე ლამაზს ქალი მსოფლიოში" (დიახ, ასე ეძახდნენ ლოლობრიჯიდას იმ დროს, მაშინ ბელა ჰადიდი არც კი იყო პროექტში) ყოველთვის რჩებოდა თამამი, დამოუკიდებელი და მახვილი ენის პატრონი და სულაც არ ჰგავდა მის " ეკრანულ ანარეკლებს". მას მხოლოდ ერთი ქმარი ჰყავდა - სხვათა შორის ექიმი და არა კოლეგა გადასაღები მოედნიდან. სამსახიობო კარიერის დასრულების შემდეგ, ჯინა ლოლობრიჯიდა გახდა ცნობილი ფოტომხატვარი და მოქანდაკე, თავად ცნობილმა გადაიღო ისეთი პიროვნებები, როგორებიცაა პოლ ნიუმანი, სალვადორ დალი, ფიდელ კასტრო და გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები. 1973 წელს გამოიცა მისი ფოტოების ფოტოალბომი სახელწოდებით "ჩემი იტალია" ("Italia Mia"). როგორც მოქანდაკე, მისი ნამუშევრებიდან რამდენიმე მათგანმა მიიღო პრესტიჟული ჯილდო, ასევე გადაიღო დოკუმენტური ფილმი კუბის შესახებ, რომელშიც მან დაითანხმა ქვეყნის ლიდერი, ფიდელ კასტრო, პირადად მიეღო მონაწილეობა ფილმში. ამის გარდა ჯინა ლოლობრიჯიდას ციტატები ასახავს მის უზარმაზარ და მრავალფეროვან ცხოვრებისეულ გამოცდილებას. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამონათქვამი არის: "კაცებთან შედარებით ჩვენთვის(ქალებისთვის)უფრო ადვილია, შეცდომების აღიარება" "ქალები უფრო ხშირად აღიარებენ თავიანთ შეცდომებს, ამიტომ ითვლება, რომ ისინი მამაკაცებზე უფრო მეტად ცდებიან, ", - თქვა ერთხელ ფილმის "პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის"ვარსკვლავმა. ეთანხმებით მას? 188 2-ს მოსწონს
|