პოლიტიკა მომავალში მსოფლიო რუკა, დიდი ალბათობით, ვერტიკალური გახდება - რატომ? 2022, 17 დეკემბერი, 1:56 მომავალში მსოფლიო რუკა, შესაძლოა, გახდეს ვერტიკალური, რუკის ცენტრში ჩინეთი იყოს, წერს გამომცემლობა Big Think-ის სტატიის ავტორი, პოლიტოლოგი ფრენკ ჯეიკობსი. ეს მიდგომა ასახავს პეკინის დომინირებას და გადაზიდვის ახალ ხაზებს, რომლებიც ჩრდილოეთ პოლუსს გაივლის. ევროპა, რომელიც აზიის დანამატი გახდა და მეზობელი აფრიკით გაშავდა, სადღაც კუთხეში აღმოჩნდება. ჩრდილოეთ ამერიკა რუკის ზემოდან გადმოხედავს დანარჩენ მსოფლიოს. ის მოწყვეტილი იქნება სამხრეთ ამერიკიდან, რომელიც ქვემოთ საკმაოდ მარტოსულად გამოიყურება. აფრიკა გამართლებულად უზარმაზარი ჩანს, მაგრამ ამავდროულად ის ასევე გვერდზეა გაწეული. თვალებით ცდილობ რუკაზე იპოვო ადგილი, სადაც შეგიძლია გაჩერდე – რა თქმა უნდა, არა ინდოეთის ოკეანის შუაგულში, რომელიც მდებარეობს ზუსტად რუკის ცენტრში, არამედ სადღაც მყარ ნიადაგზე. ანტარქტიდა და ავსტრალია ძალიან პატარაა და მხოლოდ შუალედური საფეხურებია, რომლებიც აზიის მასივამდე მიდიან. ბოლოს და ბოლოს, შენი მზერა ჩინეთზე ჩერდება - ამ უცნობ სამყაროში არსებულმიზიდულობის ცენტრზე. ორივე პოლუსის ხელუხლებლად დატოვებით, მსოფლიოს ეს „ვერტიკალური“ რუკა ძალიან განსხვავდება კლასიკური მერკატორის პროექციისგან, რომელსაც შევეჩვიეთ და რომელშიც ცენტრალური ადგილი უჭირავს ევროპას. მაგრამ სავარაუდოა, რომ ეს ახალი რუკის ვარიანტი მალე უფრო გავრცელებული გახდება. შესაძლოა, უახლოეს მომავალში ეს იყოს უფრო სამართლიანი ასახვა სამყაროსი, სადაც დომინირებს ჩინეთი და რომლის ფორმა განისაზღვრება საზღვაო მარშრუტებით, რომლებიც გადიან დნობად არქტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ რუკის ეს ვერსია არის ჩინეთის მთავრობის "ოფიციალური" მსოფლმხედველობის ასახვა, საიდუმლო არ არის, რომ ჩინეთს აქვს რუკები ასეთი წყობით. ამჟამინდელი ეკონომიკური წარმატება ჩინეთში განიხილება, როგორც ანაზღაურება იმ უსამართლობისა, რომლითაც მას დასავლეთის სახელმწიფოები ეპყრობოდნენ მე-19 საუკუნეში. ბევრი ხედავს პეკინის მსოფლიო ბატონობას, როგორც სამყაროს დაბრუნებას უფრო ბუნებრივ მდგომარეობაში. ხოლო რუკების შესწორება ასეთი მსოფლმხედველობის ლოგიკური შედეგია. ჩინეთის ხელისუფლება რეგულარულად უწესებს ჯარიმებს კომპანიებს, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურს, რომლებიც რაიმე მიზეზით ვერ აჩვენებენ ჩინეთის გარე საზღვრებს რუკებზე მთლიანად მაშინაც კი, თუ ეს საზღვრები სადავოა სხვა ქვეყნებთან (მაგალითად, რუსეთთან, ინდოეთთან, ტაივანთან და სხვა სახელმწიფოებთან, რომლებიც იძულებულნი არიან გაიზიარონ სამხრეთ ჩინეთის ზღვა პეკინთან). მაგრამ სახალხო რესპუბლიკის კარტოგრაფიული აკვიატება მხოლოდ ჩინეთით არ შემოიფარგლება. ეს ასევე გავლენას ახდენს ქვეყნის მდებარეობაზე მსოფლიო რუკაზე. ჩინეთი საკუთარ თავს "ჟონგუოს" უწოდებს, რაც ნიშნავს "ცენტრალურ სახელმწიფოს" ან "შუა სამეფოს". ეს სიტყვა ასახავს ჩინეთის ძველ იმიჯს, როგორც ცივილიზაციის ცენტრს მსოფლიოში, სადაც ველური ტომები ცხოვრობენ საზღვართან ირგვლივ. სამყაროს ეს ხედვა არ არის უნიკალური პეკინისთვის. წარსულში ვიეტნამი ასევე პოზიციონირებდა, როგორც "ცენტრალური სახელმწიფო" და ჩინელებს უგუნურ ველურებად მიიჩნევდა. შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს, რომ ევროპელები ოდესღაც თავიანთ კონტინენტს შედარებით „პერიფერიად“ თვლიდნენ და იერუსალიმი მათთვის მსოფლიოს ნამდვილი ცენტრი იყო. აღმოჩენების ეპოქის დადგომასთან ერთად მათი მსოფლმხედველობა შეიცვალა და ევროპა მუდმივად გაფართოებადი სამყაროს გულში აღმოჩნდა. მათი ეს შეხედულებები ასახულია რუკებზე და ამიტომ დღეს სტანდარტულ მსოფლიო რუკაზე ცენტრში ევროპაა, მარჯვნივ ჩინეთი პერიფერიაზე. ჩინეთის თანამედროვე სამყაროს პირველი სრული რუქის, Kunyu Wanguo Quantu (1602) ყველაზე გამორჩეული თვისება არის ის, რომ იგი ათავსებს ქვეყანას ძალიან ცენტრში. ჩინეთის იმპერატორის დაკვეთით, იეზუიტმა მისიონერმა მატეო რიჩიმ შექმნა რიკა. ეს იყო პირველი რუკა, რომელიც აერთიანებდა მსოფლიოს ჩინურ აღქმას თანამედროვე დასავლურ ცოდნასთან. ეს იყო ასევე პირველი ჩინური რუკა, სადაც ნაჩვენები იყო ორი ამერიკა. მსოფლიოს ასეთი გრაფიკული წარმოდგენა არ დამკვიდრებულა მსოფლიოს სხვა ნაწილებში, მაგრამ ყველა ჩინელი სკოლის მოსწავლე აღიარებს ამას, რადგან დღეს ეს არის სტანდარტული ფორმატი მსოფლიო რუკებისთვის, რომლებითაცც სწავლობენ ჩინურ სკოლებში. მათთვის, ვინც მიჩვეულია "კლასიკურ" ევროცენტრულ რუკებს, ევროპის ამგვარმა გადაადგილებამ შეიძლება სერიოზულად დაურღვიოს აღქმა. ამერიკის პოზიცია ჰორიზონტალურ ჩინურ რუკაზე ნაკლებად შოკისმომგვრელია: ის უბრალოდ გადატანილია სურათის მარცხნიდან მარჯვენა მხარეს. მაგრამ ასევე არსებობს დედამიწის ვერტიკალური ასახვა, რომელშიც ამერიკა ძლიერ არის დაკნინებული: აქ ამერიკა იშლება და მოთავსებულია რუკის ზედა და კიდურა ბოლოში. ჯერ ერთი, არცერთი მსოფლიო რუკა არ არის აბსოლუტურად სწორი, რადგან მათემატიკური თვალსაზრისით, უბრალოდ შეუძლებელია სამგანზომილებიანი ობიექტის ზედაპირის სიბრტყეზე გადატანა ყოველგვარი დამახინჯების გარეშე. და რადგან დედამიწა სფეროსებრია, მის რომელ ნაწილს აყენებთ ცენტრში, ეს მხოლოდ სუბიექტური არჩევანის საკითხია. და ამ არჩევანის ისტორიული მიზეზები არსებობს. მერკატორის რუკა არ იყო შექმნილი იმისთვის, რომ ევროპა მსოფლიოს ცენტრში მოექცეულიყო. ეს უფრო გვერდითი ეფექტი გახდა, რადგან მისი მთავარი ამოცანა იყო გემების გადაადგილების ხელშეწყობა: რუკაზე სწორი ხაზები შეესაბამებოდა სწორ გზებს, რომლითაც გემები მიცურავდნენ ზღვებში. გახსოვთ ნოსტრადამუსის ცნობილი ფრაზა წინასწარმეტყველებიდან? - "მსოფლიოზე ყვითელი რასა იბატონებს". 450 3-ს მოსწონს
|