პოლიტიკა სხვადასხვა მხარეს მებრძოლი ერთმანეთის მტერი ჯარისკაცები სანგრებიდან გამოვიდნენ, ერთმანეთი დაასაჩუქრეს და ფეხბურთის თამაში დაიწყეს 2021, 6 ივლისი, 16:18 პოლიტიკოსების მიერ ომში სხვისი შვილები იგზავნებიან, საკუთარი არა. იშვიათი გამონაკლისებიც არსებობენ, თუმცა ამაზე მოგვიანებით. სამშობლოს დაცვის სურვილი ბავშვობიდან უნდა საზრდოობდეს მაგალითებით უფროსებისგან. თუმცა ომის ვეტრერანს რომ პენსია 22 ლარი აქვს, ეს უკვე ნიშნავს, როგორ ფასობს ჩვენში პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს დაცვა 22 ლარადაა შეფასებული. თუმცა ომებს რიგითი ადამიანები არასდროს იწყებენ. ეს პოლიტიკაა, სხვისი შვილების გვამებზე დაფუძნებული. ქრისტე სიყვარულს ქადაგებდა და მისი იგავი სამარიტელ ვაჭარზე სწორედ სიყვარულითაა გაჟღენთილი. მის იგავში სხვა რწმენის სამარიტელი ვაჭარიც კი მოყვასია. თუმცა ამას გააზრება სჭირდება! იმას, რომ ადამიანები პოლიტიკოსების მიერ გაჩაღებული მზაკვრული მიზნების საზარბაზნე მასა ხდებიან, კარგად ჩანს იშვიათ, მაგრამ რამდენიმე ისტორიულ მაგალითში. პირველი მსოფლიო ომის დროს, გერმანიისა და მოკავშირეთა ჯარებმა დროებით დაივიწყეს მტრული მოქმედება და ითამაშეს ფეხბურთი. საშობაო ზავი მოხდა 1914 წლის შობის დღეს. არაოფიციალური ცეცხლის შეწყვეტის დროს, ორივე მხრიდან ჯარისკაცები სანგრებიდან გამოვიდნენ და დაივიწყეს მტრობა. საშობაო სასწაული 24 დეკემბრიდან დაწყებული, დასავლეთის ფრონტზე მებრძოლი მრავალი გერმანული და ბრიტანული ჯარი წინა ხაზების გადაღმა ერთმანეთს უმღეროდნენ საშობაო სიმღერებს. შობის დღეს, გამთენიისას, ზოგიერთი გერმანელი სანგრებიდან გამოვიდა და მიუახლოვდა მოკავშირეთა პოზიციებს, მიულოცა მათ დღესასწაული მშობლიურ ენებზე. თავდაპირველად, ჯარისკაცებს ეშინოდათ, რომ ეს საშიში იქნებოდა, მაგრამ უიარაღო გერმანელები რომ დაინახეს, სანგრებიდან ამოვიდნენ და მტრებს ხელი ჩამოართვეს. მამაკაცებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრებიც კი აჩუქეს: სიგარეტი და საკვები, რაც ჰქონდათ. 1914 წლის საშობაო ზავი შედგა ევროპაში ომის დაწყებიდან ხუთი თვის შემდეგ და ეს იყო ერთ – ერთი უკანასკნელი მაგალითი. ეს აღარ განმეორებულა: დროებითი ცეცხლის შეწყვეტის ორგანიზების შემდგომი მცდელობები ჩაიშალა ოფიცრების მხრიდან მუქარითა და დისციპლინური სახდელებით. ამის მიუხედავად, 1914 წლის საშობაო სასწაულმა დაადასტურა, რომ შეიარაღებული კონფლიქტის დროსაც კი შეიზლება ჰუმანიზმმა გაიმარჯვოს! არა - ომი, დიახ - სპორტი! როგორ შეუძლიათ მამაკაცებს, რომლებიც ერთ ენაზე არ ლაპარაკობენ, მეგობრობა გამოხატონ? როგორ და ისინი ფეხბურთს ითამაშებენ. რა თქმა უნდა, მატჩები სერიოზული არ იყო. ერთი მათგანი მხოლოდ ერთ საათს გაგრძელდა. ჭურვის კრატერები და უზარმაზარი ჯარისკაცის ჩექმები თამაშს ბევრად ართულებდა. ტალახში ჩავარდნილმა "ფეხბურთელებმა" პარაპეტებზე ჩამომჯდარი მაყურებლების ტაშიც დაიმსახურეს. მეორე დღეს ეს ერთმანეთს ჩანახუტები, ერთად ნატამაშები ჯარისკაცები მთავარსარდლის ბრძანებას დამორჩილდნენ და ერთმანეთს ტყვიები და ჭურვები დაუშინეს! 180 2-ს მოსწონს
|