x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ანა სედოკოვამ შესაძლოა "რქები დაადგა" კალათბურთელ ქმარს (ვიდეო)
imageუკრაინელი სექს-სიმბოლო, ВИА Гра-ს ყოფილი სოლისტი "ოქროს შემადგენლობიდან" ამ დღეებში სტუმრობდა რეპერ ჯიგანის და მოდელ ოქსანა სამოილოვას ქორწინების 10 წლისთავს.


ამ წვეულებას სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია.ჯერ იმით დავიწყოთ, რომ 39 წლის სედოკოვა ღონისძიებაზე ეფექტური ვარდისფერი ლატექსის კაბით გამოჩნდა, რა დროსაც თითქმის მთლიანად უჩანდა სავსე მკერდი და აჩენდა სექსუალური სხეულის ყოველ კონტურს.

image

შემდეგ მალე მოხდა ისე, რომ ანამ წვეულების დედოფალად იგრძნო თავი...ჯიგანმა საჯაროდ განაცხადა, რომ 13 წლის წინ გამოშვებული ჰიტი “Холодное сердце”(ცივი გული) ეძღვნებოდა არა რეპერის კანონიერ მეუღლეს, არამედ პირადად ანა სედოკოვას.



ოქსანა სამოილოვა ამ განცხადების შემდეგ სირცხვილისგან და უხერხულობისგან დაიწვა და არ იცოდა სად წასულიყო... ჯიგანი სავარაუდოდ მიხვდა, რომ მიჰქარა და იძულებული გახდა მორიგი საჯარო განცხადებით გამოესწორებინა სიტუაცია.


"სიმღერის მისამღერი "Ты та, от которой мне нужны дети (შენ ხარ ის, ვისგანაც მე მინდა შვილები)ეძღნება ერთადერთ ქალს - ჩემს მეუღლეს ოქსანა სამოილოვას", - თქვა შემსრულებელმა.

image

ამის შემდეგ ანა სედკოვამ საცეკვაო მოედანზე გადაინაცვლა და პარტნიორად აირჩია, მომღერალ ტიმოტის ძმა, რომელსაც მთელი საღამო არ მოშორებია და საკმაოდ მჭიდროდაც ეკვროდა თავის ნახვერად მოშიშვლებული სხეულით.


"ანა სედოკოვამ აიშვა საცეკვაო მოედანზე და სახიფათოდ მიეტმასნა ტიმატის ძმას. არ აჩვენოთ მის ქმარს."-წერს ტელეგრამზე Telegram: Contact @SuperRu



დილით, ანა, გუშინდელი მოვლენების გახსენების შემდეგ, გაიმეორებს ამ თხოვნას.

თუმცა სედოკოვას ქმარმა, ლატვიელმა კალათბურთელმა იანის ტიმამ, რომელიც აშშ-ში იმყოფება, უკვე შეიტყო ცოლის არასათანადო საქციელის შესახებ.რა გაგრძელება მოყვება ამ ამბავს ჯერ კიდევ საკითხავია.




image

შეგახსენებთ, ანა სედოკოვა 2002-2004 წლებში იყო ჯგუფ ВИА Гра-ს წევრი, ე.წ. "ოქროს შემადგენლობაში", ჯგუფიდან წასვლის შემდეგ პოზირებდა მამაკაცთა ჟურნალისთვის Maxim და Playboy, ამასთანავე ჩაწერა რამდენიმე სოლო სიმღერა ჯერ "Аннабель"-ის ფსევდონიმით, შემდეგ კი საკუთარი სახელით და გამოსცა სამი სოლო ალბომი "Личное-"2016, Настоящее (Live)და На воле-ორივე 2017 წელს.


სედოკოვა სამჯერ არის ოფიციალურად გათხოვილი, მესამე ქმარი არის ლატვიელი კალათბურთელი იანის ტიმა, რომელთანაც 2020 წელს გააფორმა ქორწინდა.

0
427
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
427
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0