საქართველო
"ფუჰ, თქვე მართლა ფსკერზე მყოფებო, სხვის ტუალეტში და საძინებლებში "მძრომიალენო"- ვის მიმართავს თაკო ჩარკვიანი
2022, 15 დეკემბერი, 10:05
პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებულ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაღებულ კადრებს სოციალურ ქსელში საგანგებო პოსტით ეხმაურება და საქართველოს ხელისუფლებას ყველაფრის მკადრებელ "ბანდას" უწოდებს:
"დასკვნა დაიდო, ამერიკელი უძლიერესი ექსპერტების, რომ სააკაშვილი მოწამლულია და რომ მის ორგანიზმში არის დარიშხანი და სხვა მძიმე მეტალები, მოწამლეს და ახლა კადრებს უსაჯაროვებენ მოწამლულ პოლიტპატიმარს "აი ნახეთ აგრესიულია და ხელ-ფეხს იქნევსო", თქვე მართლა ფსკერზე მყოფებო -მოსვლის დღიდან სხვის ტუალეტში და საძინებლებში "მძრომიალენო", ინტოქსიკაცია მიმდინარეობს, მოწამლულია ადამიანი და აბა როგორ იქნება?!
მოწამლეს და ახლა მოწამლულს გვაჩვენებენ ! ძალიანაც კარგი, რადგან თქვენვე შემოგიბრუნდებათ ეს "კადრები", მთელი მსოფლიო ნახავს და დარწმუნდება რა დუპლეტი და "პუტინის"მოსამსახურე ხელისუფლება ხართ! ფუჰ ყველაფრის მკადრებლები ხართ ხელისუფლების "ბანდა", სრულიად ყველაფერი შეძელით, რაც ფსკერზე მყოფს შეუძლია!" - წერს ოპოზიციონერი დეპუტატი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში სხვადასხვა დროს გადაღებული კადრები გაასაჯაროვა. რამდენიმე წუთიან ვიდეოში ცხადად ჩანს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მძიმე ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობა. კადრების ქრონოლოგია 8 აგვისტოდან იწყება და ერთ-ერთი ბოლო კადრი 12 დეკემბრით თარიღდება.