x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"8 წლის წინ საუბრით გული გამიკეთა და 8 წლის შემდეგ გული მატკინა"- ვის ფოტოს აქვეყნებს ირაკლი ოქრუაშვილი

image


თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი პუტინის ომში კიდევ ორი ქართველი მებრძოლის დაღუპვას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ბახმუტთან ბრძოლისას გარდაცვლილ სერგო ქართველიშვილს ემოციურ პოსტს უძღვნის.


"ამ ბიჭმა 8 წლის წინ საუბრით გული გამიკეთა და 8 წლის შემდეგ გული მატკინა."- წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში და გარდაცვლილი გმირის ფოტოს აზიარებს.


image


შეგახსენებთ, რომ გუშინ, 13 დეკემბერს უკრაინის ქალაქ ბახმუტთან ბრძოლისას კიდევ ორი ქართველი მებრძოლი, მიხეილ თევდორაძე და სერგო ქართველიშვილი დაიღუპნენ. შეტაკებების დროს დაიჭრა ერთი ქართველიც. ბახმუტის აღებას რუსი ოკუპატები უკვე ერთი თვეა ცდილობენ.






0
232
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
232