x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135703
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510089
რეი ბრედბერი - ბაბუაწვერას ღვინო
1957 წელს, რეი ბრედბერიმ მისი ერთ-ერთი მაგნუმ ოპუსი, “ბაბუაწვერას ღვინო” გამოსცა. რომანის მთავარი გმირი 12 წლის დაგლას სპოლდინგია, რომლის 1928 წლის ზაფხულის ცხელი და ბავშვური თავგადასავლებით აღსავსე დღეებია აღწერილი.


დაგლასის ყოველდღიურ ყოფას მისი უმცროსი ძმა, ტობი და ოჯახის სხვა წევრები ახალისებენ. მაგალითად, ბაბუა, რომელთან ერთადაც ძმები სპოლდინგები ბაბუაწვერას ღვინოს ხდიან, ან თუნდაც მამა, რომელთან ერთადაც ტომი და დაგლასი წიგნის დასაწყისში სანადიროდ მიდიან. უშუალოდ ტობისთან დიალოგები კი დაგლასის პერსონაჟის მოაზროვნედ და ყურადღებიანად ჩამოყალიბებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს.


გარდა დაგლასისა და მისი ოჯახის წევრების გარდა, ნაწარმოებში სხვა პერსონაჟებიც ფიგურირებენ. ერთ-ერთი მათგანი ლეო აუფმანია, რომელიც მრავალშვილიანობის მიუხედავად მაინც იცლის „ბედნიერების მანქანის“ ასაწყობად. თუმცა ლეოს ცოლი, მისის აუფმანი მალევე შენიშნავს რომ ბედნიერების მომნიჭებლის როლის მორგება არ შეუძლია აღნიშნულ მანქანას. მისთვის მალე ხდება ცხადი, რომ მისი ქმრის მიერ შექმნილი მოწყობილობისგან შემოთავაზებული ყველა წუთიერი თავგადასავალი მომხმარებლის ცხოვრებისეული რეალობისგან ძალიან შორსაა.


ბევრი ლიტერატურადმცოდნის აზრით, ბრედბერიმ ეს ნაწარმოები თავისივე ბავშვობაზე დაფუძვნებით დაწერა და დაგლას სპოლდინგში მისი ბავშვური ვერსიისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები ჩააქსოვა. ალბათ გასაკვირი არც უნდა იყოს, რომ რეის პროტოტიპ, დაგლასისნაირ მოაზროვნე პატარა ბიჭს ექნებოდა ბრედბერისნაირ არა კონკრეტულად დიდ მწერლად, არამედ ზოგადად დიდ მოაზროვნედ ჩამოყალიბების პოტენციალი.




image

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:ნიკასულაძე
ნიკასულაძე
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0