x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რატომ დადიან ინდოეთში მამაკაცები ხელჩაკიდებულები? - მიზეზი მართლაც გაგაოცებთ!

image


ინდოეთში, კაცობრიობის ძლიერი ნახევრის წარმომადგენლებს შორის, ერთი ძალიან უცნაური ტრადიცია არსებობს რაც მათ ხელჩაკიდებულ სიარულს გულისხმობს.


image


სამხრეთ აზიაში მდებარე ამ სახელმწიფოში ბევრი უცნაური რამ არსებობს, რამაც შესაძლოა გამოუცდელი მოგზაურიც კი დააბნიოს. ინდუსების ზოგიერთი ტრადიცია შეიძლება ველურადაც კი მოგეჩვენოთ, და ამ შეთხვევაში "ძროხის" თაყვანისცემის რიტუალი ყველაზე უვნებელია რასაც ამ საოცარ ქვეყანაში შეხვდებით.


image


პირველი რამ რაც იქ ჩასული ყველა ტურისტის ყურადღებას იპყრობს, ადგილობრივი მამაკაცების ქცევაა, რომლებიც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ყველაზე სტერეოტიპული წარმომადგენლების მსგავსად ხელჩაკიდებულები დადიან.


image


ძალ–ღონით სავსე, ორი ულვაშებიანი, ხელჩაკიდებული მამაკაცის ხილვა მართლაც რომ უცნაურია სანახავია, თუმცა ინდოეთში კაცებს შორის ასე სიარული რაიმე გადახრას სულაც არ ნიშნავს. საქმე იმაშია, რომ იქ ხელის ხელში ჩაჭიდება მხოლოდ ერთი ადამიანის მეორის მიმართ ნდობის მაჩვენებელია, ანუ ორი მეგობარი მამაკაცის ან თუნდაც კოლეგის მიერ ერთმანეთისთვის ხელის ჩაკიდება დასაძრახი არ არის.


image


ამ გზით სხვებისთვის სულიერი სიახლოვის დემონსტრირების ჩვეულება საფუძველს შორეული წარსულიდან იღებს. მეტიც, მსგავსი ტრადიცია ფართოდ არის გავრცელებული რეგიონის სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის პაკისტანსა და ნეპალში. მსგავსი სურათის ნახვა არაერთ არაბულ ქვეყანაშიც შეგიძლიათ. არაბულ კულტურაში თუ მამაკაცი მეორეს ხელს არ ართმევს ეს დისტანციის შენარჩუნებად ან უხეშობის გამოვლინებად ითვლება, იგივე წესი მოქმედებს ქალებთან მიმართებაშიც. არაბებისთვის ხანგრძლივი ხელის ჩამორთმევა, ლოყაზე ამბორი და ხელჩაკიდებული სეირნობა - მეგობრობის, მშვიდობისა და თანასწორობის გამოვლინებაა.


image



ნეპალი


წყვილებივით, ხელჩაკიდებული მამაკაცების სეირნობა ნეპალისთვის იშვიათობას არ წარმოადგენს. ეს ფაქტი ტურისტებს შორის ერთდროულად გაოცებასაც და ღიმილსაც იწვევს, მაგრამ რით არის ასეთი ქცევა განპირობებული? დასავლელმა მოგზაურებმა იციან, რომ ხალხმრავალ ადგილებში სეირნობისას თუ კაცს თავისივე სქესის წარმომადგენლის ხელი ხელში უჭირავს საქმე არატრადიციულ სიყვარულთან გვაქვს, ამიტომ, ტურსიტები კატმანდუს ქუჩებში ასეთი პერსონაჟების ხილვით გაოცებულები არიან: ნუთუ არატრადიციული სექსუალური ურთიერთობები აზიაშიც ლეგალურად ვრცელდება? "სირცხვილი და მხოლოდ" - ფიქრობს ბევრი სტუმარი, მაგრამ ეს სხვა სახის სიყვარულია.



image


თუ ნეპალის ტრადიციებსა და კულტურას უფრო ახლოს გაეცნობით, ბევრ საინტერესო დეტალს აღმოაჩენთ, მაგალითად, მამაკაცებს იქ არ აქვთ სოციალური შიში ხელჩაკიდებული ან ჩახუტებული სიარულის. ნეპალსა და მეზობელ ინდოეთში ეს არატრადიციული ორიენტაციის ნიშნად არ ითვლება, პირიქით, ასე სიარული - ძლიერი მამაკაცური მეგობრობის სიმბოლოდ ითვლება.


image


ამიტომ, როდესაც ჰიმალაის მთებში ჩამალულ ბუდას სამშობლოში ჩახვალთ და ქუჩაში მოსეირნე ორ, მამრობითი სქესის წარმომადგენელს შეხვდებით, რომლებიც ერთმანეთს მხარზე ეხუტებიან - იცოდეთ, რომ ეს მხოლოდ ორი მეგობარია, რომელთაგან თითოეულს ალბათ სახლში ცოლ-შვილი ელოდება და საკუთარი მეგობრის მიმართ არანაირი ქვე გრძნობები არ გააჩნია.







0
2108
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2108