ქალი და მამაკაცი "მე 45 წლის ვარ და ზუსტად ისე გამოვიყურები, როგორც ჩემი 22 წლის ქალიშვილი" - დედა, რომელიც ქალიშვილთან ერთად ორმაგ პაემანზე დადის 2022, 12 დეკემბერი, 13:50
45 წლის ჯოლინ დიასმა და მისმა ქალიშვილმა, 22 წლის მეილანი პარკსმა, ცოტა ხნის წინ ინტერნეტი ააფეთქეს ფოტოებით, სადაც ისინი ტყუპებს ჰგვანან. ინტერნეტის მომხმარებლები გულგრილები ვერ დარჩნენ და დედა კომპლიმენტებით აავსეს. მიუხედავად 24 წლიანი ასაკობრივი სხვაობისა, დედა-შვილი მიჩვეულია, რომ ყველას დები ჰგონია. ჯოლინი ამბობს, რომ მის ქალიშვილს ასაკის მხრივ დედასთან შედარება არ ადარდებს. ის განმარტავს: "ადამიანებს ხშირად ვგონივარ მისი და." დედასაც და ქალიშვილსაც აქვთ პროფილები გაცნობის სხვადასხვა საიტებზე. ისინი ხშირად დადიან ორმაგ პაემანზე და მოსწონთ ერთმანეთის პოტენციურ პარტნიორებზე ჭორაობაც კი. „პაემნებზე დავდივართ ბოულინგზე, ფილმებზე, ლაშქრობებზე, სანაპიროზე“, - თქვა ჯოლენმა ინტერვიუში. მეილანი ხშირად მიწევს კონსულტაციას გაცნობის შესახებ. მიხარია, რომ მენდობა. ვფიქრობ, მან იცის რა სურს ურთიერთობისგან და მოხარული ვარ, რომ ჩემი გამოცდილება მას დაეხმარება." ჯოლენის პროფილი ნახევარმა მილიონმა ადამიანმა გამოიწერა. ქალს სურს, რომ ყველამ დაინახოს რეალური ადამიანი მის მიერ გამოქვეყნებული ფოტოების უკან. ის ამბობს: „მე უბრალო და მიწიერი ადამიანი ვარ, მაგრამ სოციალურ მედიაში ხალხი ამას ვერ ხედავს“. 661 1-ს მოსწონს
|