x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
"მოგზაურობა წარსულში" – ძველი ეგვიპტელების კვალი ამერიკის კონტინენტზე
image


როგორც «ჩილამ ბალამშია» (The Books of Chilam Balam – მაიას წმინდა წიგნების კრებული, ე. წ. მაიას ბიბლია. რედ.) ნათქვამი, პირველი განვითარებული ცივილიზაცია, რომელიც მექსიკის ტერიტორიაზე გამოჩნდა, ახ-კანულე — «გველის ხალხი» იყო.


image


წიგნში ასევე ნათქვამია, რომ ეს ხალი კონტინენტზე «უცნაური გემით» მოვიდა, რომელიც გარედან ისე ბზინავდა, როგორც მზეზე გველის ქერცლი. ხოლო, ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ის სანაპიროს ნიჩბების გარეშე მიუახლოვდნენ...

imageაბორიგენებმა, რომლებსაც მსგავსი არაფერი ენახათ, გემი უზარმაზარ გველად მიიჩნიეს, რომელმაც იუკატანზე ფერმკრთალი არსებები მიიყვანა. ყველაზე დიდი გაოცება კი, მათში იმან გამოიწვია, რომ შუბლზე ყოველ მათგანს წმინდა ორთავიან გველის სიმბოლო ჰქონდა, რომელსაც ისინი თაყვანს სცემდნენ... და მათ ჩათვალეს, რომ ღმერთებმა საკუთარი სახლი დატოვეს, რათა მათთვის ცოდნა გადაეცათ და ქვეყანა ემართათ.

ინდიელების მიერ, მათ სანაპიროებთან მისული გემის და იქიდან გადმოსული ადამიანების დახასიათება აშკარად იმაზე მიუთითებს, რომ მათთან ეგვიპტელები ჩავიდნენ და რომ გველის ფორმის უცნაური გემი, — ძველეგვიპტური იალქნიანი ნავი იყო. ხოლო, ემბლემა, რომელიც ვიზიტორებს შუბლზე ჰქონდათ — ფარაონების მფარველი კობრის ღვთაების — უაჯიტის გამოსახულება იყო (ასეთივე ფიგურა ამშვენებს ტუტანხამონის ოქროს ნიღაბსაც. რედ.).


image


ამრიგად, უკვე ეჭვს არ იწვევს, რომ «გველის ხალხი» — ეგვიპტელები იყვნენ!.. და მათ, მექსიკის ტერიტორიაზე მცხოვრები ინდიელები, უახლესი იარაღით და სისხლისმღვრელი ბრძოლებით კი არა, თავიანთი სიბრძნით, სიდიადით დაიპყრეს და ამავდროულად, იმ რეგიონში, ცივილიზაციის განვითარებას ჩაუყარეს საფუძველი — ძველი ეგვიპტური ცივილიზაციის ყველა ძირითადი ხაზი, მესოამერიკის (ისტორიული რეგიონი, ამჟამინდელი მექსიკის ცენტრალური ნაწილიდან ნიკარაგუამდე. რედ.) კულტურაში იკითხება!

მექსიკის ჩრდ-აღმ. ნაწილში, მაიას ცივილიზაციის ქ. პალენკეს მახლობლად, დღემდე არის შემორჩენილი ორი პირამიდა, რომელიც ფორმით, ეგვიპტის გვიანდელი პერიოდის პირამიდებს ძალიან ჰგავს. ხოლო, პალენკეში, ქალაქის არქიტექტურული სტილი და ტაძრების შიდა გაფორმება, თითქმის ისეთივეა, როგორიც ეგვიპტურ ტაძრებში და პირამიდებში — ერთნაირად არის დამუშავებული კედლების შიდა და გარე ფასადები, ეგვიპტური არქიტექტურის სტილში გაფორმებულია ტაძრების ჭერიც.


image


ეგვიპტური გავლენა იგრძნობა მესოამერიკის ხელოვნების ნიმუშებშიც. მაგ., კედლის მოხატულობა, როგორც ძველ ეგვიპტეში, ისე ამერიკაში, ერთნაირად ხორციელდებოდა — ორივე შემთხვევაში, ამას 19 კვადრატიანი ბადით აკეთებდნენ!

ტაძრის კედლებზე ერთნაირად ხატავდნენ ადამიანების და ცხოველების გამოსახულებებს — უმეტეს შემთხვევაში, მათ პროფილში გამოსახავდნენ.



imageimage


ისევე როგორც ძველ ეგვიპტეში ფარაონების განსასვენებლები, პალენკეს მმართველების სამარხებიც ყველანაირად მოწყობილი და გაფორმებული იყო. ხოლო, «ანკჰის» («სიცოცხლის გასაღები») რელიგიურ სიმბოლოს, როგორც ძველ ეგვიპტეში, ისე მაიას ტომში იყენებდნენ.


imageimage


ძველი ეგვიპტელები ამერიკის ჩრდ. რეგიონებსაც სტუმრობდნენ და ინდიელებს, რომლებიც დღევანდელი კანადის და მის მიმდებარე, აშშ-ს ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ, წერა-კითხვას ასწავლიდნენ.

imageმაგ. მიგმაქსის (Miꞌgmaq) ინდიელი ტომის დამწერლობა ასობით იეროგლიფს შეიცავს, რომლის უდიდესი ნაწილი, თითქმის უცვლელად, ძველეგვიპტური დამწერლობიდან არის გადმოტანილი! აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ დამწერლობა კი არა, ინდიელების ენაც, ნაწილობრივ, ეგვიპტური ენიდან არის ნასესხები.

პირველმა ფრანგმა მისიონერებმა, ზოგიერთი ინდიელის ვიგვამში (გუმბათოვანი ქოხი ჩრდ. ამერიკაში) ბიბლიოთეკის მაგვარი კუთხე აღმოაჩინეს, რომელშიც ქვაზე და ხის მერქანზე დაწერილი ტექსტები ეწყო. ხოლო, ადგილობრივი ექიმბაშები მანუსკრიპტებს ფლობდნენ, რომლებსაც ავადმყოფებს უკითხავდნენ. ინდიელები ამტკიცებდნენ, რომ თავიანთი ნიშნებით, მათ ნებისმიერი აზრის გადაცემა შეეძლოთ, ისევე როგორც ფრანგებს ალფავიტით.

imageკვადრატული ბადით დაწერილი ტექსტები აღმოჩენილია სამხრეთ ამერიკაშიც. აღნიშნული კოლექცია პადრე კრესპის სახელით არის ცნობილი და დღეს მისი ნახვა კუენკას მუზეუმში არის შესაძლებელი.

მიგმაქსის ტომის დავენპორტის (ქალაქი აიოვას შტატში, აშშ) სტელაზე, რომელიც ძვ. წ. აღრ. II ათასწლეულით არის დათარიღებული, წარწერები 3 ენაზეა გაკეთებული. მის ცენტრში გამოსახულია სცენა, ხოლო ირგვლივ, წარწერებია ეგვიპტურ, იბერიულ-პუნურ და ლიბიურ ენებზე. იბერიულ და ლიბიურ ტექსტებში ნათქვამია, რომ ამ წარწერებში კალენდრის საიდუმლოა. ამის შემდეგ, ტექსტი უკვე ეგვიპტური იეროგლიფებით გრძელდება: «ბოძზე სარკე ისეა მიმაგრებული, რომ როდესაც მზე ახალი წლის დღეზე ამოდის, მისი სხივები ქვას ეცემა, რომლის სახელი მეთვალყურეა. ახალი წელი მაშინ იწყება, როდესაც მზე ვერძის თანავარსკვლავედს ხვდება და როდესაც დღე იზრდება, ხოლო ღამე კლებულობს. ამ დღეს ზეიმობენ ახალი წლის დადგომას და მსხვერპლშეწირვის რიტუალი იმართება (4 ათასი წლის წინ, ახალ წელს ეგვიპტეშიც 21 მარტს, ანუ გაზაფხულის ბუნიაობაზე ზეიმობდნენ. რედ.)».


image


ეგვიპტურ ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ ეს ვნუტუს (ვარსკვლავთმრიცხველის) ნამუშევარია, რომელიც ოსირისის ქურუმი იყო ლიბიიდან. ტექსტის ანალიზის შედეგად, მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ სტელაზე დატანილი ინფორმაცია და კალენდარი უფრო ძველი, — ეგვიპტური ან ლიბიური სტელიდან იყო კოპირებული. ხოლო, სტილისტური თავისებურების მიხედვით, ტექსტის დედანი ძვ. წ. აღრ. XVI ს. უნდა შექმნილიყო.


«მოგზაურობა წარსულში»


ის, რომ ძველეგვიპტური ნავებით ატლანტის ოკეანის გადაცურვა შეიძლებოდა, ნორვეგიელმა მეცნიერმა, მოგზაურმა და მწერალმა თურ ჰეიერდალმა დაამტკიცა. მან 1970 წ. პაპირუსისგან გაკეთებული ნავით — «Ra-II»-ით, მაროკოს სანაპიროებიდან — კ. ბარბადოსამდე, ტრანსატლანტური მოგზაურობა განახორციელა.


imageთურ ჰეიერდალი და ნავი «Ra»


1969 და 1970 წელს თურ ჰეიერდალმა, ოკეანის გადასაცურად, პაპირუსის 2 ნავი ააგო. ამ ექსპედიციის მიზანი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იმის დამტკიცება იყო, რომ ატლანტის ოკეანის გადალახვა იალქნიანი ნავით შეიძლება. მის პირველ ნავს «Ra» ერქვა, რომელიც ძველი ეგვიპტური ნავების ნახატების და მაკეტების მიხედვით დაპროექტდა და ჩადში, ტანას ტბის სანაპიროებიდან (ეთიოპია) ჩამოტანილი პაპირუსით აიგო.

1969 წელს ჰეიერდალი მაროკოდან — ბარბადოსის მიმართულებით, თავის პირველი მოგზაურობაში გაემგზავრა. მაგრამ, 55 დღის შემდეგ, დაახლოებით, 3000 საზღვაო მილის გავლის შემდეგ, ტექნიკური და კონსტრუქციული წუნის გამო, ნავი გატყდა და ჩაიძიეა. ხოლო, მომდევნო წელს, «Ra-II»-მა, რომელიც წინა მოგზაურობის გამოცდილების შედეგების გათვალისწინებით, უფრო სრულყოფილი და გამართული იყო, — ბარბადოსს მიაღწია, რითაც დაამტკიცა, რომ ძველ მეზღვაურებს ტრანსატლანტური მისიების განხორციელება ნამდვილად შეეძლოთ.


imageჰეიერდალის მარშრუტი


ამრიგად, «Ra-II» წარმატების შემდეგ, ეჭვი უკვე აღარავის ეპარება, რომ ძველეგვიპტელებს «ახალ სამყაროში» მოგზაურობა ნამდვილად შეეძლოთ, რომელიც ზოგისთვის მართლაც ახალი იყო, ზოგისთვის კი, – არც ისე...

ამჟამად, თურ ჰეიერდალის ლეგენდარული ნავი ოსლოს «კონ-ტიკის» მუზეუმის ექსპონატია.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ობიექტი 16 – უცხოპლანეტელების ბაზაზ ოკეანის ფსკერზე

* ისტორიის კიდევ ერთი საიდუმლო გაიხსნა – ნაპოვნია ჩინგიზ-ყაენის საფლავი

* ყველაზე უჩვეულო და შემზარავი ისტორიული მოვლენები წარსულიდან – ამას სახელმძღვანელოებში ვერ წაიკითხავთ

* "გზავნილი მარსიდან" – უცნაური იეროგლიფებით ამოტვიფრული კოსმოსური ქვა

* კოლუმბის საიდუმლო

* ფარისებრი ჯირკვლის («ჩიყვის») პრობლემის არსებობის 12 ნიშანი – როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ექიმის დახმარება გვჭირდება?

* Britain Fashion Awards – 2022: ლამაზმანები ყველაზე პიკანტური სამოსით (20 ფოტო)

* ველური ბუნების კომედიური ფოტოგრაფიის კონკურსის 15 ფინალისტი



0
462
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
462
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0