x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მიწისქვეშა სამყარო და ეკვადორის ლაბირინთის ლითონის ბიბლიოთეკა

ჰიპოთეზა იდუმალი მიწისქვეშა სამყაროს არსებობის შესახებ, 60 წელზე მეტია რაც არსებობს. ის, თვითმხილველთა ჩვენებას ეფუძნება, რომლებმაც სამხ. ამერიკაში, დედამიწის ზედაპირიდან ასობით კილომეტრის სიღრმეზე, მიწისქვეშა გვირაბები ნახეს. მსგავსი გვირაბების ნახვა სამხრეთ ამერიკის გარდა, ევროპაში და აზიაშიც შეიძლება. უფოლოგების მტკიცებით კი, ეს მიწისქვეშა კომუნიკაციები არამიწიერ, უცხო პლანეტურ ცივილიზაციებს უკავშირდება.


image
როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, მიწისქვეშა გვირაბები ქსელივითაა მოდებული მთელს პლანეტაზე. ხოლო ზუსტად, იმის თქმა შეიძლება, რომ ეს ნაგებობები უძველესი ადამიანების მიერ არ არის შექმნილი. ამაზე ის მიუთითებს, რომ გვირაბების მშენებლობისას უცნობი და ჩვენს ტექნოლოგიებზე უფრო პროგრესული ტექნოლოგიებია გამოყენებული:
imageმყარ ქანებში გათხრილ კომუნიკაციებს იდეალურად სწორი კედლები აქვს, სულ მცირედი ამობურცულების და ჩაღრმავების გარეშე და ისეთივე პრიალაა, როგორც მინა. იგივეს თქმა შეიძლება ჭერზე და იატაკზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი თანამედროვე ტექნოლოგიები ამის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა. გარდა ამისა, ზოგიერთი გვირაბების ზომას თუ გავითვალისწინებთ, რომელიც სიგანეში 15 მ-ის, ხოლო სიმაღლეში 5 მ-ის ტოლია, შეგვიძლია მანქანითაც ვიმოგზაუროთ, თან სიჩქარის შეზზღუდვის გარეშე (როგორც უკვე აღვნიშნეთ, შიგნით ყველაფერი იდეალურად სწორია). სატრანსპორტო კომუნიკაციის კლასიფიკაციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აღნიშნული ნაგებობები, შეგვიძლია მიწისქვეშ გაყვანილ სატრანსპორტო მაგისტრალებად განვიხილოთ. მაგრამ, ვინ და რატომ ააგო ისინე? ზოგიერთი მეცნიერი ეჭვობს, რომ გვირაბები ოკეანეების, მთების და უდაბნოების ქვეშაც გადის. ეს ვარაუდი, თუ სიმართლეს შეეფერება, მაშინ, მაგ., ევროპიდან ავსტრალიაში, ხოლო იქიდან სამხ. ამერიკაში გადასვლა იქნება შესაძლებელი, თვითმფრინავში ჩაჯდომის ან წყლის ტრანსპორტის გამოყენების გარეშე.
ახლა კი, იმის შესახებ, თუ როგორ აღმოაჩინეს იდუმალებით მოცული მიწისქვეშა კომუნიკაციები:

საქმე იმაშია, რომ გვირაბები დედამიწის ზედაპირთან ჭებითაა დაკავშირებული. ჭის სიღრმე საკმაოდ დიდი, – ასობით მერტი, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება 1 კმ-ც იყოს. სწირედ ამ ჭების მეშვეობით, რომლებსაც მსოფლიოს ხან ერთ, ხან მეორე კუთხეში პოულობენ, მოხდა გვირაბების აღმოჩენა.
imageპირველი ჭა ეკვადორში, 1953 წ. აღმოაჩინეს. არგენტინელი ეთნოლოგის ხუან მორიცის ცნობით, მან 60-იან წლებში, სრულიად შემთხვევით, პეტრონიო ხარამილო გაიცნო, რომელიც ამტკიცებდა, რომ აღნიშნულ წელს, ის ეკვადორში იმყოფებოდა და ადგილობრივ ინდიელებთან ჰქონდა ურთიერთობა (ერთ-ერთი ტომის ბელადის შვილი, მისი ბავშვობის მეგობარი იყო). სწორედ მათ უამბეს ამ უკანასკნელს, იდუმალი ჭის შესახებ, რომელსაც არანაკლებ იდუმალი მიწისქვეშა ლაბირინთი უკავშირდებოდა. მორიცი ისე დაინტერესდა ამ ინფორმაციით, რომ 1965 წელს, ხარამილოსთან ერთად ეკვადორში გაემგზავრა და მათ უამრავი სირთულის გადალახვის და ხანგრძლივი ძებნის შემდეგ, მიწისქვეშა სამყაროში შესასვლელს მიაგნეს, რომლიდანაც გვირაბი სიღრმისკენ მიდიოდა და მიწის ზედაპირიდან, დაახლოებით, 190 მ. სიღრმეზე ეშვებოდა. ყოველი 40 მ-ის შემდეგ, გვირაბი დიდი დარბაზით სრულდებოდა, რომელსაც იდეალურად გამოკვეთილი, 90 გრადუსიანი კუთხეები ჰქონდა. ყოველი გვირაბის ბოლოს დარბაზი იყო და მომდევნო გვირაბიც დარბაზიდანვე იწყებოდა.
ხუან მორიციმ ივარაუდა, რომ მიწისქვეშა ლაბირინთი ასობით კილომეტრზე გრძელდებოდა და თან გვირაბის ჰორიზონტალური განტოტებები, რომელიც ფართო დარბაზებიდან იწყებოდა, სხვადასხვა მიმართულებით მიდიოდა. ერთ-ერთ დარბაზში არგენტინელმა მეცნიერმა ბიბლიოთეკა აღმოაჩინა, რომელშიც უამრავი ლითონის ფირფიტა იყო, ზედ დატანილი უცნობი სიმბოლოებით. მან მხოლოდ ფოტოები გადაიღო, მაგრამ წამოღება ვერ შეძლო, რადგან თითოეული ფირფიტა, დაახლოებით, 20 კგ-მდე იწონიდა. თან, მსგავსი არტიფაქტი პადრე კრესპის კოლექციაში უკვე არსებობდა.


image


1976 წელს, ხუან მორიცმა ამერიკელ მეცნიერთან სტენლი ჰოლთან ერთად, ეკვადორის სამხრეთით, კუევა დე ლოს ტეიოს რაიონში, სადაც როგორც თავად ამბობდა, ლითონის ბიბლიოთეკა აღმოაჩინა, კიდევ ერთი ექსპედიციის მოწყობა გადაწყვიტა.

იმ დროს ეკვადორს სამხედრო ხუნტა მართავდა და სამეცნიერო ექსპედიცია ბრიტანულ-ეკვადორული არმიის ერთობლივი ღონისძიება იყო. სწორედ ჯარისკაცები აცილებდნენ არქეოლოგებს, ბოტანიკოსებს და სხვა დარგის სპეციალისტებს სახიფათო და რთულად გასავლელ რეგიონში.

მიუხედავად ასეთი ხელშეწყობისა და ექსპედიციაში მონაწილეთა დიდი რაოდენობისა, მათ ლითონის ბიბლიოთეკის აღმოჩენა ვერ შეძლეს. სამაგიეროდ, მეცნიერებმა 400-მდე ახალი მცენარის კლასიფიკაცია მოახდინეს და ძვ. წ. აღრ. 1500 წლით დათარიღებული სამარხი იპოვნეს.

ხუან მორიცის მისი ნაცნობები მეტად უცნაური ხასიათის მქონე ადამიანად ახასიათებენ და ფიქრობდნენ, რომ მან გვირაბში შესასვლელ კარს კი ვერ მიაგნო (ის ექსპედიციის მონაწილეთა შორის, ერთადერთი იყო, ვინც მისი ადგილმდებარეობა იცოდა), უბრალოდ, მისი ჩვენება გადაიფიქრა. მაგ., სტენლი ჰოლი, რომელიც ასევე ექსპედიციის ხელმძღვანელი იყო, ამბობდა, რომ მორიცი გამუდმებით რაღაცას მალავდა და მიწისქვეშა სამყაროს შესახებ, მის ხელთ არსებულ ინფორმაციას, ბოლომდე არ ასაჯაროვებდა.

ხუან მორიცი 1991 წელს გარდაიცვალა. ხოლო, სტენლი ჰოლი დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა ლაბირინთში შესასვლელი ადგილის ზუსტი კოორდინატების დადგენას. მან პეტრონიო ხარამილო მოძებნა და ახალი ექსპედიციაც დაგეგმა. მაგრამ, მისი დაწყების წინა დღეს, პ. ხარამილოს თავს დაესხნენ და მოკლეს. როგორც პოლოციამ განმარტა, მკვლელობის მიზეზი დაყაჩაღება იყო.

გარდაიცვალა პეტრონიო ხარამილო და ლაბირინთის საიდუმლოც თან წაიღო. დღეს აღარც სტენლი ჰოლია ცოცხალი და ლაბირინთში შესასვლელს ახლა უკვე მისი ქალიშვილი ეძებს, სხვა მეცნიერებთან ერთად.

ის რომ ლითონის ბიბლიოთეკა მართლაც არსებობს და ხუან მორიცი რომ მართალს ამბობდა, მტკიცებულებად, ეკვადორში მოღვაწე პადრე კრესპის კოლექცია გამოდგება. როგორც კრესპე ამბობდა, მასთან მეტალის ფირფიტები და სხვა არტიფაქტები, წლების მანძილზე, ადგილობრივ ინდიელებს მიჰქონდათ, რადგან მას ენდობოდნენ და ფირფიტებზე ჩაწერილი ინფორმაციის შინაარსი, მათაც ისევე აინტერესებდათ, როგორც ყველა დანარჩენს.

როგორც ლითონის ბიბლიოთეკის თვითმხილველები ამბობდნენ, მის ცენტრში მაგიდა და სკამები იდგა. მაგრამ, ნედლეულის სახეობა, რომლისგანაც ეს ნივთები იყო დამზადებული უცნობია, – ეს არც ქვა, არც ხე და არც ლითონი იყო. ის ძალიან ჰგავს თანამედროვე კერამიკას ან კომპოზიციურ მასალებს, რომელსაც დღეს ავიაციაში და კოსმონავტიკაში იყენებენ.


image


რაც შეეხება კრესპის კოლექციას, სპილენძის (ან სპილენძის ნადნობების) გარდა, მასში ბევრი ქვის ფირფიტაც იყო, მასზე ამოტვიფრული გამოსახულებებით და უცნობ ენაზე გაკეთებული წარწერებით და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როგორც კოლექციის მფლობელი ამბობდა, სწორედ ამ კატეგორიის არტიფაქტებს პოულობდნენ ინდიელები ჯუნგლების მიწისქვეშა გვირაბებში და კამერებში. ის ამტკიცებდა, რომ ქ. კუენკადან, ჯუნგლების მიმართულებით, მიწისქვეშა გვირაბების სისტემა 200 კმ-ზე მეტ მანძილზე იყო გადაჭიმული. ამ გვირაბების შესახებ წერს ერიხ ფონ დენიკენი (Erich von Däniken) თავის წიგნში – «ღმერთების ოქრო» (1972 წ.). მანვე გამოაქვეყნა კრესპის კოლექციის არტიფაქტების და ხუან მორიცის მიერ ლაბირინთში გადაღებული ფოტოები.


image

image


image


მის მიერ წარმოდგენილ ფოტოებზე, მრავლად არის სხვადასხვა სახეობის ცხოველების გამოსახულება. არის ფიგურებიც, რომლებსაც მკვლევარები პილოტებს ეძახიან, რადგან მათ თავზე ჩაფხუტები ახურავთ, ხოლო ხელებზე ხელთათმანები უკეთიათ. ხოლო, კოსტუმზე, რომელიც სკაფანდრს მოგვავონებს, აშკარად მოჩანს მიმაგრაბული რგოლები და მავთულები.


image

image
როგორც ავიაციის ტექნოლოგიის მცოდნე მკვლევარები ამბობენ, მათ მიერ ნანახ არტიფაქტების ფოტოებზე, მრავლადაა საჰაერო ნავიგაციის ხომალდები და სკაფანდრის ტიპის სამოსში გამოწყობილი ადამიანები. ხოლო, ყველაზე მეტად შთამბეჭდავი, ამ გამოსახულებებზე ასახული, ხომალდების გეომეტრიული ფორმებია.


imageimage

image

image


1962 წელს, კრესპის მიერ დაარსებული, «კორნელიო მერჩანის» კოლეჯი, რომელშიც ბავშვები სწავლობდნენ სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და რომელშიც ხსენებული კოლექცია ინახებოდა, ხანძარმა გაანადგურა. კოლექციის უდიდესი ნაწილის გადარჩენა მოხერხდა. მაგრამ, ოთახი, რომელშიც ყველაზე ძვირფასი არტიფაქტები და ხელოვნების ნიმუშები იყო, სრულიად დაიწვა. ვარაუდობენ, რომ არტიფაქტები ჯერ მოიპარეს, ხოლო შემდეგ, ხანძარი განზრახ გააჩინეს...


image


თავად პადრე კრესპი 1982 წ. 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 1980 წ. მან კოლექცია კუენკას (ეკვადორი) ცენტრალური ბანკის მუზეუმს მიჰყიდა, ხოლო მიღებული თანხა – 433 ათასი დოლარი, ახალი სკოლის მშენებლობას მოახმარა.

imageimageimageimageimageimageimage













2
2019
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2019
  
2019, 2 ივლისი, 16:00
ძალიან მაინტერსებს ასეთიო საკითხები , მომეწონა სტატია
0 1 2