x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138972
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
ერაყში აღმოჩენილი უძველესი არტეფაქტი და იდუმალი იარაღი

2002 წლის ზაფხულში ფილოსოფიის დოქტორი კენტ სტრივერი (Kent P. Streaver), ერაყში ექსპედიციის ჩატარების თაობაზე, Habillurton Foundation–ის ინვესტორს შეხვდა. მეცნიერს, აკრძალულ ადგილებში, იქ სადაც, ჩვეულებრივ ტურისტებს და მეცნიერებსაც კი, შესვლის უფლებას არ აძლევდნენ, კავშირები და მოგზაურობისთვის საშუალება ჰქონდა. ხოლო ფონდი, აღნიშნული პროექტის დაფინანსებით, ძალიან იყო დაინტერესებული.


image


ერაყში ჩასულ მეცნიერს, იქ პროფესორი ჯემიელა სედიეკჰი (Jemyel Sedyeqh) შეხვდა, რომელიც ნახშირბადით დათარიღების სპეციალისტი იყო. სწორედ მას უნდა წაეყვანა ის დახურულ ზონაში. შეხვედრისთანავე, ადგილობრივმა მეცნიერმა სტუმარს უთხრა, რომ მას უკვე ჰქონდა მონიშნული ადგილი, სადაც მას წაიყვანდა.

ჯემიელამ მეორე დღეს ის ბაღდადში, თავის ერთ–ერთ კლიენტთან წაიყვანა, რომელიც მაღალი რანგის ჩინოვნიკი აღმოჩნდა და მას მესოპოტამიური არტეფაქტების დიდი კერძო კოლექცია ჰქონდა და ის აკადემიურ წრეებში, იქამდე არავის ენახა.

სტრივერი ოთახში შეიყვანეს, რომელიც დიდ სეიფს უფრო ჰგავდა. ჯემიელამ თაროდან ერთი კოლოფი აიღო, იქიდან პატარა ნივთი ამოიღო, მას აჩვენა და უთხრა, რომ ის მათი მასპინძლის საყვარელი არტეფაქტი იყო.

აღმოჩნდა, რომ ნივთი ნაბუქოდონოსორ II სამეფოდან იყო და ძვ. წ. აღრ. დაახლოებით, 600 წ. იყო დათარიღებული.

რაც შეეხება, არტეფაქტს, ის ცილინდრული ოქროს ბეჭედი აღმოჩნდა, რომლის კორპუსი მოჩუქურთმებული იყო. ხოლო, თავზე გაპრიალებული ლაზურიტი ჰქონდა.


imageimage


ასეთი ბეჭდები, ძველ დროში, სხვადასხვა ადმინისტრაციული დოკუმენტის დამოწმებისთვის გამოიყენებოდა. ზოგიერთ შემთხვევაში, ცილინდრის ზედაპირზე დატანილ გამოსახულებას იყენებდნენ, ზოგჯერ კი, ბეჭდის ძირზე გამოსახული შტამპი.


image


ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ ბეჭდის შიგნით, კიდევ 2 ბეჭედი აღმოჩნდა, რომლის ზედაპირზეც, პირველისგან განსხვავებული სცენები იყო აღბეჭდილი.


imageimageimageimage


ამ სამი ბეჭდიდან, ყველაზე საინტერესო სცენა პატარა ბეჭდის ცილინდრზეა ამოტვიფრული. მის, I სცენაზე, სავარაუდოდ, მეფე ნაბუქოდონოსორ II, რომელიც რაღაც იდუმალ იარაღს იყენებს. ხოლო, II სცენაზე – მტვრის ღრუბელია, რომელიც ყველა მიმართულებით იბნევა და თან, რვაქიმიან იშთრის ვარსკვლავებს ფანტავს, რაც ამ იარაღის, უძველეს ღვთაებასთან კავშირზე მიგვითითებს.



image


და ბოლოს, თუ ეს იარაღი მართლაც არსებობდა და გადარჩა, დღეს სად არის?!

ერთი რამ კი ცხადია და კითხვებს არ ბადებს: კერძო კოლექციებში უამრავი არტეფაქტია დაცული და ვიდრე ეს ასეა, ვერასდროს გავიგებთ, რა იყო ჩვენს ისტორიულ წარსულში და ან საიდან მოვდივართ?!


image

არხის სხვა სიახლეები:


* 13 საინტერესო ფაქტი, ძილის და სიზმრების შესახებ

* ელდორადო ანუნაკების რეზიდენცია იყო?!

* მზის სისტემაში ახალი აღმოჩენა, ასტრონომების შეშფოთების მიზეზი გახდა

* ირმის ნახტომის საიდუმლო – სად დაიბადა ჩვენი მზე?

* როგორი იყო მსოფლიო 110 წლის წინ? – 1912 წლის 25 ფერადი ფოტო

* ახალგაზრდული იერის 8 საიდუმლო

* პატარა ხრიკები მხოლოდ ქალბატონებისთვის – რას გვირჩევენ მოდის ექსპერტები?

* ობიექტივშია მსოფლიო – ნოემბრის თვის საუკეთესო 30 ფოტოსურათი



0
2964
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2964
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0