ეკონომიკა საზოგადოება აღშფოთდა, როდესაც შეიტყვეს, რომ სიამის ტყუპებს ერთი კაცის ხელფასს უხდიან 2022, 9 დეკემბერი, 14:52 ![]() სიამის ტყუპებმა სოხნა და მოხნა სინგხებმა შტატი პენჯაბიდან, ინდოეთი, რომლებიც მშობლებმა მიატოვეს და ბავშვთა სახლში გაიზარდნენ, თქვეს რომ მხოლოდ ერთ კაცის ხელფასს უხდიან. YouTube-ზე, კინორეჟისორ რუჰი ჩენეტის დოკუმენტურ ფილმში, ინტერვიუში საუბრისას, 19 წლის ტყუპები აცხადებდნენ, რომ თვეში მხოლოდ 20 000 რუპიას გამოიმუშავებდნენ.(დაახლოებით 600 ლარი ჩვენს ფულზე) ![]() არა და გასულ წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს სიამის ტყუპებს ცალ-ცალკე ხელფასს უხდიდნენ. ისინი მუშაობენ ელექტრიკოსებად Punjab State Power Corporation Limited-ში გასული წლის დეკემბრიდან 12-საათიან ცვლაში, ისინი ზრუნავენ სადისპეტჩეროს გამართულ მუშაობაზე, ![]() ერთმა ასეთი კომენტარი გააკეთა: "თუ ისინი ორ განსხვავებულ პიროვნებად ითვლება, მათ უნდა მიიღონ ორი განსხვავებული ჩეკი". მეორე წერდა: „ერთი ხელფასი ორ ადამიანზე? ეს მაბრაზებს“. მაყურებლებმა ასევე შეაქეს სიამის ტყუპები და მათ საყვარელი პიროვნებებები უწოდეს. ![]() სოხნა და მოხნა მშობლებმა ორი თვის ასაკში მიატოვეს. შემდეგ მედიკოსები დაუკავშირდნენ პინგალვარას საქველმოქმედო საზოგადოებას და დაუცველი ბავშვების სახლს. ბავშვთა სახლში მასწავლებლებმა შეამჩნიეს, რომ ტყუპებს უყვარდათ ელექტროტექნიკაზე მუშაობა. სოხნა და მოხნა ბოლომდე მიჰყვნენ თავიანთ გატაცებას და აიღეს ელექტროინჟინრის დიპლომი. შარშან სამუშაოს მიღების შემდეგ სოხნამ განაცხადა: "ჩვენ ვიმუშავებთ უდიდესი ენთუზიაზმით და თავდადებით". მოხნამ კი დასძინა: ”ჩვენ პინგალვარას ინსტიტუტის მადლიერი ვართ, რომ აგვღზარდეს, გვასწავლეს და დაგვეხმარნენ გავმხდარიყავით დამოუკიდებლები.” 383 2-ს მოსწონს
|