საქართველო
"მოვუწოდებ მაქსიმალურად გააძლიერონ სიფრთხილის ზომები."- რა ინფორმაციას ავრცელებს შალვა ნათელაშვილი
2022, 7 დეკემბერი, 13:37
"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე საგანგებო ინფორმაციას ავრცელებს და უკრაინაში ქართველ მებრძოლებს განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენას ურჩევს. ნათელაშვილის თქმით, მოსკოვი ქართულ ბატალიონზე სასტიკ შურისძიებას გეგმავს, ამიტომ ქვეყნის ნომერ პირველი ლეიბორისტი რუსეთ - უკრაინის ომში მებრძოლ ქართველ გმირებს უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს.
"მოსკოვი უკრაინაში ქართულ ბატალიონზე გეგმავს სასტიკ შურისძიებას. დღეს საღამოს მთელი მათი საინფორმაციო გამოშვებები ფართოდ აანონსებენ ამ სისხლიან, მიზნობრივ გეგმებს. უკრაინაში ჩვენს ბიჭებს მოვუწოდებ მაქსიმალურად გააძლიერონ სიფრთხილის ზომები."- წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ 3 დეკემბერს, ბახმუტთან, 5 ქართველი მებრძოლი - ავთო რურუა, რომეო კვარაცხელია, ბადრი მარკელია, მერაბ ალადაშვილი და რომეო ფირჩხაია დაიღუპნენ. ქართველი მებრძოლების თქმით, ქართველები სავარაუდოდ, საარტილერიო დაბომბვას შეეწირნენ. ქართველ გმირებს თავს "კადიროველები" დაესხნენ.