x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ვანო ნადირაძის „გმირობაზე“ თუ საუბარობთ, გახსოვდეთ, მიშას ხელისბიჭი, პარტიული დავალებების შემსრულებელი და ანტიქართველია“
image


უკრაინაში მებრძოლი ქართელი ვანო ნადირაძე ირონიული კომენტარებით და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით ხხშირად გამოირჩევა, თუმცა ოპოზიციური მედია მას ისე წარმოაჩენს, თითქოს გმირია.

.

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ვანო ნადირაძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ მას უკრაინის ბედი კი არა, მხოლოდ სააკაშვილის ბედი აღელვებს.
.
გთავაზობთ მის სტატუსს უცვლელად:
.
„სანამ ამ ვიგინდარა ვანო ნადირაძის „გმირობაზე“ დაიწყებთ საუბარს, გახსოვდეთ, რომ მიშას ხელისბიჭი, პარტიული დავალებების შემსრულებელი და ანტიქართველია... უკრაინის ბედი კი არა, მისი კრიმინალი ბელადის ბედი აღელვებს მხოლოდ და ეს ყველაფერი ძალიან მალე გამოჩნდება!“ - წერს ნინო ფოჩხუა.
.
შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქე ვანო ნადირაძე, უკრაინიდან 2017 წელს გამოაძევეს, იმავე წლის 3 დეკემბერს კი უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე დააკავეს. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, 47 წლის ვანო ნადირაძე უკრაინაში არალეგალურად შესვლას გეგმავდა და სახელმწიფო საზღვრიდან 20 მეტრში დააკავეს.

"მომხდარ ფაქტზე მოლდოველმა სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ის სასამართლოს გადაეცემა", - განაცხადეს უკრაინის სასაზღვრო სამსახურში.

.

ვანო ნადირაძის დეპორტაცია უკრაინიდან 2017 წლის 17 ნოემბერს საქართველოს 7 მოქალაქესთან ერთად განხორციელდა. მაშინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვანო ნადირაძე და საქართველოს სხვა მოქალაქეები ქვეყნიდან მასთან კავშირის გამო გააძევეს.


ვანო ნადირაძე ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანია, რომელიც უკრაინაში ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობდა დ ბატალიონ "დონბასის" ყოფილი მებრძოლია.


2 დეკემბერს "შაბათის კურიერში" ვანო ნადირაძის შესახებ სიუჟეტი გავიდა, სადაც აღნიშნულია, რომ ნადირაძემ ფიზიკური ლიკვიდაციის საფრთხის გამო საქართველო დატოვა და მისი ადგილსამყოფელი გასაიდუმლოებული იყო. ვანო ნადირაძე აცხადებდა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ფარულად თანამშრომლობს და მოსკოვს იმ ქართველი სპეცრაზმელების განეიტრალებაში ეხმარება, ვინც რუსეთის წინაღმდეგ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობდნენ. ნადირაძის თქმით, უკრაინიდან მისი დეპორტაციაც რუსეთთან არის დაკავშირებული.

1
542
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
542
  
2022, 8 დეკემბერი, 8:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1