სხვა ნიუ-იორკში ვირთხების დამჭერის ვაკანსიამ ქართველები ხუმრობის ხასიათზე დააყენა 2022, 6 დეკემბერი, 11:09 მედიაში ვრცლედება ინფორმაცია, რომ გამოცხადდა ვაკანსია ნიუ-იორკში ვირთხების დამჭერზე, რომელსაც თვესი საკმაოდ სოლიდური ხელფასი -17 ათასი აშშ დოლარი ექნება:"კანდიდატი უნდა იყოს ძალიან მოტივირებული და გააჩნდეს სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი - ნათქვამია განცხადებაში. ამ ინფორმაციამ ქართველები ხუმრობის ხასიათზე დააყენა და შესაბამისმა კომენტარებმაც არ დააყოვნა: "ისეთი ზომის ვირთხები დარბიან აქით დაგიჭერენ და დაგაბავენ, ჩუსტსაც შემოგარტყავენ კეფაში" "კარენოი” ბრუკლინელი ვირთხები" "ბრაიტონზე 3 იმხელა ვირთხა შემხვდა მე კატა და ორი ენოტი ერთად გავრბოდით 17 კი არა 50 არ ღირს ეგ საქმე " "უნდა დაელაპარაკოთ, აუხსნათ ყველაფერი და ფული გაიყოთ" "მოვდივარ..ამაში მაინც ნუ დამასწრებთ რააა....ვირთხებთან იმუშაო არ ჯობია არ გიღალატებს და ნერვებს მაინც არ მოგიშლის" "და კატა რომ გავუშვა?" "არ მინდა, უსაქმურადაც კარგად ვცხოვრობ" "რამხელა ხელფასია, რაო წითელი ცირკულარით იძებნებიან ეს ვირთხუკებიი" "მიგრანტები ვერ დაუჭერიათ და ვირთხებს დაიჭერენ?" "ვა, პელე, ცოცხალი ხარ, ტო?" "ჭიჭიკია და ბიჭიკია წავიდნენ აფრიკაში, იქაც ვაკანსია იყო, ოღონდ იქ ლომები იყო, თითო ლომში 100 $ იხდიდნენ, ამათ აიღეს თოფები და წავიდნენ, მაგარი მონადირეები იყვნენ, მიიყვანეს ერთი კარავი მისცეს და უთხრეს ხვალიდან დაიწყეთო, ამათმა დაიძინეს და დილით იღვიძებს პირველი ბიჭიკია, გამოყოფს თავს კარვიდან და დაახლოებით 10 000 ლომი ახვევია ამათ კარავს და ჭიჭიკიას ყვირილით აღვიძებს, ადექი დროზე ავშენდიიიით!!! ავშენდიიით!" "მანდ სავარაუდოდ ვირთხა ისე უნდა დაიჭირო ნერვები არ უნდა მოეშალო (ფიზიკური დაზიანებები რომ არ უნდა ქონდეს მაგაზე ლაპარაკიც არ იქნება)" "ჩემი ფისოსთვის საბუთები სად გავამზადო?" ყველასთვის ცნობილია, რომ დიდი ხანია რაც ნიუ-იორკში მილიონობით ვირთხა ბინადრობს. ყველა უკვე მიჩვეულია იმ ფაქტს, რომ ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ ადგილებში კი მღრღნელებს საკუთარ სახლად აქვთ ქცეული. ოქტომბრის შუა რიცხვებში, ნიუ-იორკის ახალმა მერმა, ერიკ ადამსმა გადაწყვიტა, რომ დროა იმოქმედოს. მან სპეციალური პრესკონფერენცია გამართა, რომლის დროსაც ვირთხებს ომი გამოუცხადა. მერის მიერ დამტკიცებული ღონისძიებები არ განსხვავდება განსაკუთრებული სიახლეებით: მის განსახორციელებლად სოლიდური თანხა გამოიყოფა და ქალაქელები ახლა ვეღარ შეძლებენ, როცა მოესურვებათ მაშინ გაიტანონ ნაგვის ტომრები და კონტეინერები ქუჩაში, სანამ მას ნაგავმზიდი წაიღებს, სანაცვლოდ დაწესდება ლიმიტირებული დრო. საკრებულოს წევრმა შონ აბრეუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მერიაში ნაგვის გორებზე მიღებული საჩივრების რაოდენობა მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში გაიზარდა ერთნახევარჯერ, ხოლო ვირთხებზე გაორმაგდა. მერი გადამწვეტი ბრძოლისთვის მზადაა. „ყველამ, ვინც მიცნობს, იცის ერთი რამ - მძულს ვირთხები. - მან თქვა. ჩვენ მათ დავხოცავთ, ქალაქში მათი ადგილი არაა".განაცხადა მაშინ მერმა. 790 2-ს მოსწონს
|