სისხლის სამართალი იაპონელი კანიბალი, რომელმაც ჰოლანდიელი გოგო შეჭამა, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა 2022, 5 დეკემბერი, 11:48
ისეი საგავა, იაპონელი მკვლელი, რომელიც ცნობილი იყო მეტსახელით "კობი კანიბალი"და რომელმაც მოკლა და შეჭამა ჰოლანდიელი სტუდენტი, გარდაიცვალა 73 წლის ასაკში.იგი ჩადენილი დანაშაულის გამო ერთი დღეც არ მჯდარა ციხეში.
საგავა გარდაიცვალა პნევმონიით 24 ნოემბერს, მის დაკრძალვას მხოლოდ ახლობლები ესწრებოდნენ ყოველგვარი საჯარო ცერემონიის ჩატარების გარეშე, ნათქვამია მისი უმცროსი ძმის და მეგობარის განცხადებაში. 1981 წელს საგავა პარიზში სწავლობდა, როდესაც სახლში მიიწვია ჰოლანდიელი სტუდენტი რენე ჰარტეველტი. მან გოგონას ჯერ კისერში ესროლა, გააუპატიურა და შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ჭამდა მისი სხეულის ნაწილებს. ამის შემდეგ საგავამ სცადა გვამის ნაშთების გადაგდება Bois de Boulogne-ის პარკში, თუმცა რამდნიმე დღის შემდეგ იგი დააკავეს.მან პოლიციასთან დანაშაული აღიარა. მაგრამ 1983 წელს ფრანგმა სამედიცინო ექსპერტებმა იგი გამოაცხადეს უვარგისად სასამართლო პროცესისთვის, წინასწარი დაკავების საკნიდან პირდაპირ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს, სანამ 1984 წელს იაპონიას არ გადასცეს. იმ პერიოდში ჰარტეველტის ოჯახმა პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებდა, რათა საგავაზე იაპონიაში სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელებულიყო, რომ "მკვლელი ვერასდროს გამოსულიყო საპატიმროდან". მაგრამ ჩასვლისთანავე იაპონიის ხელისუფლებამ იგი საღად მოაზროვნეს გამოაცხადა, მათ დაასკვნეს, რომ საგავას ერთადერთი პრობლემა იყო "ხასიათის ანომალია" და რომ მას არ სჭირდებოდა ჰოსპიტალიზაცია. ასევე იაპონიის ხელისუფლებამ ვერ შეძლო საქმის მასალების მიღება ფრანგი კოლეგებისგან, რომლებმაც საქმე დახურულად მიიჩნიეს, რის გამოც მკვლელი თავისუფალი დარჩა. საგავა არ მალავდა თავის დანაშაულს, ისარგებლა თავისი პოპულარობით და მემუარებიც გამოაქვეყნა სახელწოდებით "ნისლში", რომელშიც მან ნათლად და დეტალურად გაიხსენა მკვლელობა. ამავე მკვლელობის თემა იყო იაპონელი მწერლის, ჯურო კარას ნაწარმოებში "წერილი საგავა-კუნიდან", რომელმაც 1982 წელს ქვეყნის ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო მოიპოვა. მკვლელობის შემზარავი დეტალებისა და ნაკლები სინანულის მიუხედავად, საგავა ცნობადი გახდა.იგი რეგულარულად აძლევდა ინტერვიუებს შიდა და საერთაშორისო მედიას, იაპონიაში დაბრუნების შემდგომ წლებში. 552 3-ს მოსწონს
|