x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გრიგორი ლეპსმა კონცერტის დროს მიკროფონი ძირს დაახეთქა და სცენიდან გავიდა - რა გახდა ამის მიზეზი? (ვიდეო)
image

გრიგორი ლეპსმა 2 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგში, ყინულის სასახლეში გამართული კონცერტი მოულოდნელად შეწყვიტა, რამაც ფანები დათრგუნა. კონცერტის დასაწყისშივე არტისტმა განაცხადა, რომ ცოტა შეუძლოდ გრძნობდა თავს. შედეგად კი სიმღერა "საუკეთესო დღის " (Самый лучший день)შესრულება გაუჭირდა, რის შემდეგ მომღერალმა გადაწყვიტა, სიმღერა აღარ დაესრულებინა - გაბრაზებულმა მიკროფონი სცენაზე დაახეთქა, ზედ სათვალეც მიაყოლა და კულისებში ისე გავიდა, რომ თაყვანისმცემლებს არც კი დაემშვიდობა. მათ დამოუკიდებლად მოუწიათ საყვარელი სიმღერის დასრულება.



მოგვიანებით მომღერალმა გრიგორი ლეპსმა, რომელმაც სანქტ-პეტერბურგში გამართულ კონცერტის სიმღერის "საუკეთესო დღის " შესრულების დროს მიკროფონი ძირს დააგდო, განაცხადა, რომ "ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდიოდა", რადგან ის ავად იყო, - ამის შესახებ ვებგვერდი SPB.KP.RU. იუწყება.

image



"სანქტ-პეტერბურგი, ყინულის სასახლე. დიდი მადლობა! ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წარიმართა, ბევრი რამ არ გამომივიდა, ავად გავხდი... მაგრამ თქვენ წარმოუდგენელად კარგები იყავით! დიდი მადლობა ყველას და სათითაოდ, იმ მხარდაჭერისთვის, რომ მთელი დარბაზი უნისონში მღეროდა“, - დაწერა მოგვიანებით არტისტმა ტელეგრამის არხზე.


ქართული წარმოშობის რუსი მომღერალი გრიგორი ლეპსი(ლეფსვერიძე) დაიბადა სოჭში, 1962 წელს, მამა ხორცკომბინატში მუშაობდა, რომელიც ავტოავარიაში დაიღუპა, დედა ნათელა პურის ქარხანაში, სკოლაში სწავლით არ გამოირჩეოდა, როგორც თვითონ იხსენებს, გაქანებული ოროსანი იყო, 14 წლის ასაკში დაინტერესდა მუსიკით, დაამთავრა მუსიკალური სასწავლებელი დასარტყამი ინსტრუმეტების განხრით, 1980-იან წლებში გამოდიოდა სხვადასხვა ჯგუფებში, 1990-იანი წლების დასაწყისიდან სოჭის რესტორნებში მღეროდა, 1992 წელს გადავიდა მოსკოვში საცხოვრებლად, იმ პერიოდში გრიგორი ლეპსს პრობლემები ჰქონდა ნარკოტიკებთან და სასმელთან დაკავშირებით. მას ექიმებმა აუკრძალეს თუნდაც ერთი დოზის მიღება და სასმელი.



სწორედ მოსკოვში გადასვლის შემდეგ იწყება მისი თავბრუდამხვევი კარიერა, ზედიზედ გამოდის ალბომები, რომელმაც იგი თანამედროვე რუსული შანსონის და პოპულარული მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მომღერლად აქცია. 2013 წლისთვის გრიგორი ლეპსი ყველაზე შემოსავლიან რუს მომღერლად იქცა, წელიწადში 15 მილიონი დოლარით.არის პრემიების- «World Music Awards», «Песня года»და «Золотой граммофон»-ის მფლობელი.


0
970
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
970
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0