x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
''რატომ არ მომწონს იქაური "მედია"? იმიტომ, რომ ტყუით... ერთმანეთის საყვარლები ხართ და ერთად ზიხართ ეთერში... მინისტრები? იგივე ერთმანეთზე გადამხტარი "ქალები"
image

ქართულ საზოგადოებაში ცნობილი სახე, ამჟამად აშშ-ი მცხოვრები იუნა შაფათავა, ფეისბუქის ერთ-ერთ ჯგუფში მის კომენტარზე დაწერილ პასუხს ვრცელი პოსტით ეხმაურება:


"არა არა არა… ძალადობა? მოძალადე? როგორც ადრე ვთქვი, ქართველ ქალს ძალადობის გარეშე არ შეუძლია. yun სად ხარ, რატომ ‘დაიკარგე’..


მე არ ‘დავიკარგე’ და არც იქაური ეთერები მინდა… როგორ უნდა მინდოდეს, თუ დაწერ იტყვი რაღაცას და უზრდელი ქალების (უმეტესწილად გურამ შეროზიას კასტის მსგავსი გოგოების) უზრდელურ ჩქმეტებდ უყურებ მერე.



რატომ არ მომწონს იქაური ‘მედია’? იმიტომ, რომ ტყუით. ერთმანეთის საყვარლები ხართ და ერთად ზიხართ ეთერში. მინისტრები? იგივე. ერთმანეთზე გადამხტარი ‘ქალები’. არანაირი თავმოყვარეობა. არანაირი ღირსება.


ელემენტარული დავწერე, კომენტარი ჯგუფში (დააკვირდით დასახელებას: მეტი პოზიტივი ერო / More Positive და რა? რა აღარ გავიგე ჩემზე და მე ვარ ‘ფსკერი’ და თქვენ ხართ ‘პრადვინუტები’…. კაი, კაი.. მაგრამ ხვალიდან თქვენს ქმრებზე და საყვარლებზე და დაქალებზე ღიად რომ ვიტყვი- კაი გთხოვ გაჩერდი, კარიერის მეძავია, ან ჩანთის მათხოვარი- არ გეწყინოთ, ოკეი? იმიტომ, რომ 21-ე საუკუნეში, არც კარიერა კეთდება ერთ ლოგინში ყველასთან კოტრიალით, არც ხალხის სიყვარული მოდის…


‘სელებრითებში’ ნუ გერევით, რამდენჯერ გთხოვეთ- მე არ ვარ თქვენი ‘სელებრითი’, მე ჩემი ცხოვრება მაქვს, იმ უთავმოყვარეო სიბნელისგან შორს.


თქვენ მოძალადე კაცებს უჩივით? მატყუარა


ქალები? მანქანის გამო რომ დედას გაყიდის? სამსახურში რომ მინისტრია და სახლში ქმარს ატყუებს და ქმარმა იცის და თავი მართლა მინისტრი და პარლამენტარი ჰგონია? მე ვარ ფსკერი? ფსკერი კი არა, ფულის გიჟები ხართ, ჩემგან იმ სხვაობით, რომ ვთვლი, რომ თუ მაგარი ხარ, ქალი, შენით შეგიძლია ყველაფერი იყიდო შეიძინო და არჩევანშიც თავისუფალი ხარ…


უთავმოყვარეო ხალხი ხართ, ამიტომ გყავთ ასეთი ‘სელებრითები’ და ‘მთავრობა’ და ‘ოპოზიცია’…. ვინც მეტს გადაგიხდით, უპრინციპო ცალ ფეხზე მოხტუნავე კლოუნები.


მე გადასარევ ხასიათზე ვარ, ახლა გამოფენაზე მივდივარ, მეგობარს ვხვდები, შაბათია, ნიუ-იორკში ვცხოვრობ და სამი ფილმის გამოსვლად ველი, სადაც ვთამაშობ და ვწერ, როგორც ყოველთვის. უბრალოდ მრცხვენია, 21-ე საუკუნეში, სულის პროსტიტუცია რომ მიღწევად ითვლება და თვალის გახელის მაგიერ, ერთმანეთის ისედაც ბინძურ სახეებზე, მეტ სიბინძურეს ამატებთ. ტეხავს.


ეს იყო ჩემი კომენტარი, სტანდარტული ქართველი გოგოს ტყუილზე:


‘სიყვარულის გარეშე სექსი არ შემიძლია, შენსავით’ რატომ, რატომ მე, თან რომ ყველასთან დაძვრება და ცოცხალი ადგილი აღარ აქვს ზედ და მესამე ქმრამდე ქალიშვილია,


საქმე ქალიშვილობაში არაა, საქმე იმაშია, რომ ტყუილში შეგიძლიათ ცხოვრება და სხვებსაც ითრევთ.


ამიტომ შეცოდება? ზიზღი? რა ვიცი რა გითხრათ… ამ შავგვრემან გოგოებს, სლავურ გარეგნობას რომ‘იყენებთ’ და რინოპლასტიკით დამახინჯებული სახეებით და უსიყვარულო სავალდებულო სექსით დაღლილები ცდილობთ, დაამტკიცოთ, უსაფუძვლო პრეტებზიებით, რომ კაცები ძალადობენ თქვენზე.


ეს თქვენ ძალადობთ; კაცს აკეთებს ქალი, ქალია იმ კაცის დედა და და…და მერე პოულობს მოძალადე ოჯახის გაუზრდელი კაცი ცოლს, ისეთივე მატყუარას, როგორიც ოჯახში ყავდა, დაბადებიდან… ქალიდან იწყება კაცი, თუ ეს ვერ გაიგეთ, თქვენი პრობლემა არასოდეს გადაწყდება. წარმატებებს გისურვებთ, ნორმალურ და განათლებულ გოგოებს, ჩვენ გავიმარჯვებთ, თუნდაც ვძულდეთ ამ მოძალადე უზრდელ არაქალებს, ჩვენ, ნამდვილი ქალები, გავიმარჯვებთ"...

0
479
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
479
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0