15 საინტერესო არტეფაქტი წარსულიდან, რომლითაც ისტორიის შესწავლა გაცილებით საინტერესოა
![15 საინტერესო არტეფაქტი წარსულიდან,
რომლითაც ისტორიის შესწავლა
გაცილებით საინტერესოა image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202212/2022120217380289693.jpg)
არქეოლოგიური გათხრებისა და ისტორიკოსების ნამუშევრების წყალობით, თანამედროვე ადამიანებს ბევრი რამის გაგება შეუძლიათ წარსულის შესახებ, სწორედ ამ ნივთების წყალობითაა ისტორია გაცილებით საინტერესო:
1. მალა (ბუდისტური) თავის ქალას ფორმის ძვლის მძივებით, ტიბეტი, მე-18 საუკუნე. მას იყენებენ როგორც რელიგიურ ატრიბუტად, მანტრის, ლოცვის დასათვლელად.![15 საინტერესო არტეფაქტი წარსულიდან,
რომლითაც ისტორიის შესწავლა
გაცილებით საინტერესოა image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202212/2022120217384989693.jpg)
2. ულამაზესი ფუტკრის ფორმის თაფლის ჭურჭელი ვერცხლისა და მინისგან დამზადებული, ლონდონი, დაახლოებით 1930 წ.![15 საინტერესო არტეფაქტი წარსულიდან,
რომლითაც ისტორიის შესწავლა
გაცილებით საინტერესოა image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202212/2022120217403089693.jpg)
3. ამ მაგიდას აქვს უამრავი ფარული კუპე და უჯრა და მოიცავს დასაკეცი სკამსაც. იგი გაკეთდა ტრიორის არქიეპისკოპოსის, იოჰან ფილიპ ფონ ვალდერდორფისთვის და ზემოდან მორთული იყო მისი პორტრეტითა და გერბით, 1758-1760 წლები.![15 საინტერესო არტეფაქტი წარსულიდან,
რომლითაც ისტორიის შესწავლა
გაცილებით საინტერესოა image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202212/2022120217410289693.jpg)
4. სპილოს ძვლისგან დამზადებული მოხუცის ფიგურა, რომელიც კვებავს იხვებს. იაპონია, მეიძის პერიოდი, მე-19 საუკუნის ბოლო![15 საინტერესო არტეფაქტი წარსულიდან,
რომლითაც ისტორიის შესწავლა
გაცილებით საინტერესოა image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202212/2022120217413989693.jpg)
5. Memento mori ბეჭედი ოქროსა და ძვირფასი თვლებით, ბელგია, 1525-1575 წლები. თანამედროვე ტექნიკითაც კი, ასეთი ბეჭდის დამზადებას უზარმაზარი უნარი და მოთმინება სჭირდება. ძნელი წარმოსადგენია, რამხელა ძალისხმევა დასჭირდა მის დასამზადებლად მე-16 საუკუნეში. სხვათა შორის, „წიგნის“ გახსნა შესაძლებელია.![15 საინტერესო არტეფაქტი წარსულიდან,
რომლითაც ისტორიის შესწავლა
გაცილებით საინტერესოა image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202212/2022120217420389693.jpg)
6. ბეჭდის შიგნით შეგიძლიათ ნახოთ ასეთი სურათი, თავსახურზე კი ლათინური წარწერაა- "სანამ ცოცხლები ვართ, ჩვენ ვცხოვრობთ უფლისთვის, როცა მოვკვდებით, ვკვდებით უფლისთვის." მეორე წარწერა: "მიენდე შენს გზას უფალს, ირწმუნე და ის მიგიყვანს მასთან"![15 საინტერესო არტეფაქტი წარსულიდან,
რომლითაც ისტორიის შესწავლა
გაცილებით საინტერესოა image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202212/2022120217440189693.jpg)
7. ფესვის სკამი, ჩინეთი, მე-18 საუკუნე. ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული და ლამაზი სკამი, იმისდა მიუხედავად, რომ არც ოქროს შეიცავს და არც ძვირფას ქვებს.![15 საინტერესო არტეფაქტი წარსულიდან,
რომლითაც ისტორიის შესწავლა
გაცილებით საინტერესოა image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202212/2022120217450789693.jpg)
8. ეგვიპტური მუმიის ნიღაბი. თაბაშირი და პიგმენტი, 150-200 ახ.წ. ეს ნიღაბი ამჟამად გამოფენილია ბრუკლინის მუზეუმში.![15 საინტერესო არტეფაქტი წარსულიდან,
რომლითაც ისტორიის შესწავლა
გაცილებით საინტერესოა image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202212/2022120217454589693.jpg)
9. იაპონური ნეცუკე, რომელიც ასახავს ჩასაფრებულ ვეფხვს, ჩვენი წელთაღრიცხვით მე-19 საუკუნის შუა ხანები. ეს მინიატურული ქანდაკება ამოჭრილია ბამბუკისგან და მორთულია თვალების ამსახველი დეკორატიული ჩანართებით.![15 საინტერესო არტეფაქტი წარსულიდან,
რომლითაც ისტორიის შესწავლა
გაცილებით საინტერესოა image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202212/2022120217470789693.jpg)
10. ოქროს სანდლები, ეგვიპტე, 1479–1425 ძვ.წ. ეს სანდლები იყო ტუტმოს III-ის სამი ცოლიდან ერთ-ერთის საფლავის ნაწილი. ისინი დამზადებულია ოქროს თხელი ფირფიტებისგან, რომელიც ვერ გაუძლებდა ნორმალურ ცვეთას და ამიტომ იყო განკუთვნილი მხოლოდ დასამარხად.![15 საინტერესო არტეფაქტი წარსულიდან,
რომლითაც ისტორიის შესწავლა
გაცილებით საინტერესოა image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202212/2022120217482689693.jpg)
11. ირმის ფორმის რიტონი ბულგარეთიდან/თრაკიიდან, დაახლოებით ძვ.წ. 350 წ. რიტონი არის ფართო ძაბრისებური ჭურჭელი დასალევად ცხოველის თავის ან ქვევით დაშვებული ადამიანის სახით. ფორმა ისეა დამზადებული, რომ სანამ ადამიანი ჭურჭლიდან სასმელს ბოლომდე არ დალევდა, მისი დადება შეუძლებელი იყო.![15 საინტერესო არტეფაქტი წარსულიდან,
რომლითაც ისტორიის შესწავლა
გაცილებით საინტერესოა image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202212/2022120217524789693.jpg)
12. ძველი ეტრუსკული ბრინჯაოს გადასატანი კოსმეტიკური ჭურჭელი (ბალზამარი) ქალის თავის ფორმის, დაახლოებით ძვ.წ. 403 საუკუნე. ეტრუსკები უძველესი ცივილიზაციაა, რომელიც დასახლებული იყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე I ათასწლეულში.![15 საინტერესო არტეფაქტი წარსულიდან,
რომლითაც ისტორიის შესწავლა
გაცილებით საინტერესოა image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202212/2022120217540289693.jpg)
13. სამურაის ჩაფხუტი დამზადებული და ხელმოწერილი იაპონელი ყველაზე ცნობილი ლითონის ოსტატის მიოჩინ ნობუის მიერ, 1525 წ. ჩაფხუტის დასამზადებლად გამოყენებული მასალებია: რკინა, ტყავი, ლაქი და აბრეშუმი. ახლა ჩაფხუტი ისრაელში, იერუსალიმის მუზეუმშია![15 საინტერესო არტეფაქტი წარსულიდან,
რომლითაც ისტორიის შესწავლა
გაცილებით საინტერესოა image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202212/2022120217553189693.jpg)
14. ასტრონომიული ინსტრუმენტების ნაკრები 1557 წ. ამ კომპლექტში შედის: ორი განსხვავებული ტიპის მზის საათი, მსოფლიო რუკა, ათი გვერდი გრავირებული ასტრონომიული და ასტროლოგიური ცხრილებით, შვიდი ცარიელი გვერდი და მაგნიტური კომპასი. კომპლექტი დამზადებულია მოოქროვილი სპილენძიგან.![15 საინტერესო არტეფაქტი წარსულიდან,
რომლითაც ისტორიის შესწავლა
გაცილებით საინტერესოა image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202212/2022120217570689693.jpg)
15. თასი თევზის გამოსახულებით, ირანი, სავარაუდოდ ქაშანი, მე-13 საუკუნის ბოლოს - მე-14 საუკუნის შუა ხანებში. კერამიკული თასის ფსკერზე დატანილი იყო თევზის გამოსახულებები, რის შემდეგაც ნახატები ფირუზისფერი გამჭვირვალე მინანქრით იყო დაფარული.![15 საინტერესო არტეფაქტი წარსულიდან,
რომლითაც ისტორიის შესწავლა
გაცილებით საინტერესოა image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202212/2022120217580689693.jpg)