x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
"შენი ბრწყინვალება და მხიარულება ანათებს შენს გარშემო ყველაფერს" - ასე ულოცავს ჰიუ ჯეკმანი თავის ცოლს დაბადების დღეს

ჰოლოვუდის მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა თავის ცოლს ფეისბუქზე დაბადების დღე საოცარი სიტყვებით მიულოცა და ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა:


"ჩემს არაჩვეულებრივ მეუღლეს ვულოცავ დაბადების დღეს.
ეს უკვე 28-ე შემთხვევაა, როცა შენთან ერთად აღვნიშნავ ამ განსაკუთრებულ დღეს! შენ ბევრი რამ მასწავლე, მათ შორის თუ როგორ უნდა იზეიმო ცხოვრება, ოჯახი, მეგობრობა და სიყვარული. შენი ბრწყინვალება და მხიარულება ანათებს შენს გარშემო ყველაფერს! მე და ბავშვები ყოველდღე ვტკბებით ამ სიკაშკაშით და დღეს ვლოცულობთ, რომ იგრძნო მთელი ეს სიყვარული".


დებორა ლი-ფარნესს გუშინ, 30 ნოემბერს, 67 წელი შეუსრულდა. ის და ჰიუ ჯეკმანი 1996 წლიდან არიან ერთად.


მათ ამ ხანგრძლივ სიყვარულს და ურთიერთგაგებისთვის სულაც არ შეუშლია ხელი ასაკობრივ სხვაობას. დებორა 13 წლით უფროსია ჰიუ ჯეკმანზე. მათ ორი შვილი ჰყავთ, რომლებიც ერთად იშვილეს.



image

ჰიუ ჯეკმანი და დებორა ლი-ფარნესი / ფოტო ფეისბუქის გვერდიდან


1
153
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
153
  
2022, 3 დეკემბერი, 22:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1