ქალი და მამაკაცი ისინი მსოფლიოში ყველაზე მეტი ტატუს მქონე ასაკოვანი წყვილია 2023, 30 აპრილი, 15:17 ფლორიდაში მცხოვრები შარლოტა გუტენბერგი და ჩარლზ ჰელმკე მსოფლიოში ყველაზე მეტი ტატუებიანი ასაკში მყოფი წყვილია. შარლოტა 74 წლისაა, ჩარლზი კი - 81-ის. ისინი ერთმანეთს ტატუს სალონში შეხვდნენ, როცა შარლოტა თავის საქმეს ასრულებდა. შარლოტამ პირველი ტატუ 50 წლის ასაკში გაიკეთა, მას შემდეგ, რაც მისი ქმარი გარდაიცვალა, რომელსაც არ სურდა შარლოტას ტატუ გაეკეთებინა. როგორც შარლოტა ამბობს, პირველი ტატუს გაკეთების შემდეგ იცოდა, რომ მთელი სხეულის დაფარვა სურდა. ახლა მას სხეულის 98, 75% იაპონური კულტურით შთაგონებული ტატუებით აქვს მოხატული. მის პარტნიორ ჩარლზსაც მთელი სხეულის 97, 5% ტატუებით აქვს დაფარული. ქუჩაში გამვლელები მათ ხშირად ეუბნებიან კომპლიმენტებს, შარლოტა და ჩარლი თვლიან, რომ ტატუები მათ ახალგაზრდობას უნარჩუნებთ. 181 შეფასება არ არის
|