სხვა ცნობილი ქართველები, რომლებიც კორონავირუსმა შეიწირა 2022, 1 დეკემბერი, 14:40 ზუსტად სამი წლის წინ, 2019 წლის 1 დეკემბერს ჩინეთის ქალაქ უხანში დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა, რომელსაც ჯერ ჩინური ვირუსად მოიხენიებდნენ, შემდეგ კი ჯანმომ მას უწოდა "კოვიდ-19", რომელმაც საბოლოოდ 2 წლის განმავლობაში მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა მთელს მსოფლიოში. პირველ დაავადებულებს კავშირი ჰქონდათ უხანის ბაზართან, სადაც იყიდება ზღვის პროდუქტები, ასევე ფრინველები, გველები, ღამურები და შინაური პირუტყვი. ვინაიდან, კოროვირუსის გენომის გაშიფვრისას მასში ღამურებისა და პანგოლინების კორონავირუსების მსგავსი კომპონენტები აღმოაჩინეს, ერთ-ერთი ვერსიით ვარაუდობდნენ, რომ უხანის ზღვის პროდუქტების ბაზარზე ღამურებისა და პანგოლინების გადაკვეთა მოხდა, რომელმაც შექმნა ამ ცხოველებით გამოწვეული კორონავირუსების რეკომბინაციის პირობები. პირველად, ეს ვერსია გამოჩნდა უხანის ქალაქის ხელისუფლების განცხადებაში 2019 წლის 31 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელობამ ახალი ვირუსის წარმოშობის დადგენაზე მუშაობდა დაიწყო.მუნიციპალური ანგარიშების მიხედვით, ღამურები ადგილობრივ ბაზარზე არასოდეს გაყიდულა, ხოლო პანგოლინები წითელ წიგნშია შეტანილი. რუსეთში ჩინეთის ელჩი აცხადებდა, რომ კორონავირუსი ბაზარზე გარკვეულმა ინფიცირებულმა პირმა შემოიტანა, რის შემდეგაც ეპიდემია დაიწყო. 2019 წლის 30 დეკემბერს ხელისუფლებამ გაუგზავნა თხოვნა უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტს, რათა შეემოწმებინა, ჰქონდა თუ არა ადგილი ექსპერიმენტული მასალების არასწორ გამოყენებას. 31 დეკემბერს, ში ჩჟენლიმ დაიწყო ლაბორატორიის შემოწმება კორონავირუსის შესაძლო გაჟონვის გამოვლენის მიზნით . 6 თებერვალს, პროფესორმა ბოტაო სიაომ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მან გამოთქვა ვერსია, ლაბორატორიიდან ახალი კორონავირუსის შესაძლო გაჟონვის შესახებ. 7 თებერვალს ში ჩჟენლიმ განაცხადა, რომ კორონავირუსს საერთო არაფერი აქვს მის ლაბორატორიასთან. 2020 წლის 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა ვირუსის გავრცელება საგანგებო მდგომარეობად, ხოლო 11 მარტს პანდემიად. 2022 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით, მსოფლიოში დაფიქსირდა 637 მილიონზე მეტი შემთხვევა; დადასტურებულია 6, 6 მილიონზე მეტი გარდაცვალება, რაც COVID-19 პანდემიას ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელს ხდის ისტორიაში. პანდემიამ ორი წლის განმავლობაში საქართველოში 17 ათასამდე მოქალაქე შეიწირა, მათ შორის ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორიცაა მომღერლები: თემურ წიკლაური, ანზორ ერქომაიშვილი, მსახიობები: გუჯა ბურდული და კახი კავსაძე, რეჟისორი ბუბა ხოტივარი, მეცნიერი, აკადემიკოსი არნოლდ გეგეჭკორი, პოლიტიკოსი თამაზ მეჭიაური, პოეტი ვაჟა შაქარაშვილი, სასულიერო პირები: ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახური. დეკანოზი პეტრე ახვლედიანი, ჯუმათის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მიქაელი, ნეკრესის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სერგი, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე და სხვა. ჟურნალისტები: ირაკლი გოგორიშვილი, კობა ალხაზიშვილი და ჟურნალისტი და რეჟისორი ირინა ბოკუჩავა. 414 2-ს მოსწონს
|