x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვინც ძილის ნაკლებობას რეგულარულად განიცდის

რაც უფრო მეტს ვიგებთ ძილის შესახებ, მით უფრო ვხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია ის ჩვენი ტვინის გამართულად ფუნქციონირებისთვის. ჩვენთვის აქამდეც ცნობილი იყო, რომ ძილის უკმარისობას შეუძლია ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკის გაზრდა. ხოლო, ბოლოდროინდელმა სამეცნიერო კვლევამ, ამ თეორიის რეალობა დაადასტურა, რაც «ცივი შხაპი» უნდა იყოს იმ ადამიანებისთვის, ვინც საკუთარი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ძილის რეჟიმს არანაირ ყურადღებას არ აქცევს.


image


ბოსტონის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფი, ლორა ლუისის ხელმძღვანელობით, დაინტერესდა იმ ექსპერიმენტების შედეგებით, რომელიც ძილის ნაკლებობას, ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკის გაზრდას უკავშირებდა და იმ მექანიზმის შესწავლა გადაწყვიტეს, რომელიც უძილობას აღნიშნულ დაავადებასთან აკავშირებს.

ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად, მოხალისეები ლაბორატორიაში, წინა ღამის უძილოები, მეორე დღის გვიან საღამოს მოდიოდნენ, რომ მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატში დაძინება გაადვილებოდათ. ხოლო მეცნიერებმა, მათ ტვინზე დაკვირვებით, ის საიდუმლო ამოხსნეს, თუ რატომ ზრდის ძილის უკმარისობა, ნეიროდეგენერაციული დაავადებების განვითარების რისკს.

სრულყოფილი ძილი რამდენიმე ფაზისგან შედგება: ჩაძინების შემდეგ, იწყება მსუბუქი ძილის ფაზა, რის შემდეგაც, ღრმა ძილის ფაზაზე გადავდივართ და ბოლოს – სწრაფი ძილი (ფაზა, როდესაც სიზმრებს ვხედავთ), რაც დახურულ ქუთუთოებში, თვალის სწრაფი მოძრაობით გამოიხატება.

კვლევის შედეგად გაირკვა, რომ მაგიური პროცესი, რომელსაც მეცნიერები ეძებდნენ, ღრმა ძილის ფაზაში ხდება. დაკვირვებამა აჩვენა, რომ ამ ფაზის დროს, ტვინის ნეირონები სინქრონულ მოქმედებაზე გადადიან, რაც სიფხიზლის დროს არ ხდება. ნეირონები ერთბაშად ითიშებიან და ირთვებიან, როგორც პატარა ნათურები. ხოლო როდესაც ითიშებიან, ტვინს, ჩვეულებრივზე, ბევრად ნაკლები ჟანგბადი ესაჭიროება (ისევე, როგორც სახლში შუქის გამორთვით, ენერგიის მოხმარებას ვამცირებთ). შედეგად, მცირდება ტვინში მიწოდებული სისხლის მოცულობა, რაც თავის მხრივ, მასში ცერებროსპინალურ სითხის (ზურგის და თავის ტვინის სიღრუეების შემაერთებელი თხევადი გარემო) მოხვედრის საშუალებას იძლევა, რომელიც ტვინის უჯრედებიდან ისეთ ტოქსინებს «გამორეცხავს», როგორიც ბეტა ამილოიდები (Aβ) არის. ეს ნივთიერება ტვინში სიფხიზლის დროს გროვდება და დროთა განმავლობაში, ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკებს ზრდის. ამ დაავადების თავიდან აცილების და აღნიშნული პროცესის გააქტიურების ერთადერთი ხერხი კი — ღრმა ძილის ფაზაში გადასვლა არიც, რაც დაძინებიდან, რამდენიმე საათის შემდეგ ხდება... და კიდევ, ამ ფაზაში გადასვლა არ შეიძლება დღის საათებში ჩაძინების დროს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჯანმრთელობისთვის, დღის ძილიც სასარგებლოა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ემოციების დაგროვებით და სტრესით გამოწვეული, 7 ყველაზე გავრცელებული დაავადება

* კუჭის შემცირება და წონაში დაკლება ბუნებრივი გზით

* ნამდვილ მხატვარს ტილო არ სჭირდება... (15 ფოტო)

* ვირების ყველაზე დიდი რბოლა მსოფლიოში

* კადრები ფილმებიდან, რომელიც კომპიუტერული გრაფიკა აღმოჩნდა (20 ფოტო)

* მამაკაცს ეგონა, ლითონის გულსაბნევი იპოვა, მაგრამ...

* სასაცილო სიტუაციები და უჩვეულო მგზავრები აეროპორტებში

* მოულოდნელი მომენტები და 12 გულისამაჩუყებელი ფოტო, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო მხრიდან გვაჩვენებს



0
651
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
651
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0