x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
7 გიგანტური მწერი, რომელთა დანახვის შემდეგ შიშისგან სუნთქვა შეგეკვრებათ
image

ზოგიერთი მათგანი იმდენად დიდია, რომ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემებიც კი!



გოლიათი ხოჭო-ეს არის ყველაზე დიდი და მძიმე მწერი პლანეტაზე, რომელსაც მითიური გიგანტის გოლიათის სახელი შეარქვეს. ბინადრობს ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში, ხოჭო მართლაც გიგანტური ზომისაა. სხეულის სიგრძე 100-110 მმ აღწევს, სიგანე 60 მმ, ამ მწერის წონა კი უფრო შთამბეჭდავია. მამრის წონა შეიძლება 100 გრამამდე იყოს, მდედრები გაცილებით პატარა და მსუბუქები არიან.


გოლიათი ხოჭო უმეტეს დროს ხეების ქერქის ქვეშ ცხოვრობს. ის ხეებიდან ეშვება მხოლოდ შეჯვარების პერიოდში. რქის მსგავსი გამონაზარდები მწერის თავზე იარაღია მდედრისთვის ბრძოლაში, ასევე ტერიტორიების დაცვაში. მდედრებს განსხვავებული ფორმის რქები აქვთ, რომელიც კვერცხების ბუდის ასაშენებლად ნიჩბის როლს ასრულებს.


image

მუხლუხა Citheronia regalis-მსოფლიოში ყველაზე დიდი მუხლუხა მატლის ტიტულს სამართლიანად ატარებს სახეობა, სახელად Citheronia regalis.


Cytheronia royal ანუ თხილის სამეფო ჩრჩილი მართლაც გიგანტია, რადგან მუხლუხას სიგრძე 15 სანტიმეტრს აღწევს! ბინადრობს სამხრეთ აფრიკაში.გარდა ამისა, თავად მწერი საკმაოდ საშინლად გამოიყურება: მისი სხეული მთლიანად დაფარულია მოკლე ეკლებით, ხოლო თავზე აქვს 4 გრძელი რქა, რომლებიც დრაკონს მოგვაგონებს. ალბათ ამიტომაა, რომ Citheronia regalis "რქიან ეშმაკს" უწოდებენ. თუმცა, მიუხედავად მისი დამაშინებელი გარეგნობისა, რომელიც აუცილებელია მწერისთვის მტაცებლების დასაშინებლად, მუხლუხა არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანებისთვის. საინტერესოა, რომ ეს მუხლუხო ზაფხულის ბოლოს გადაიქცევა ძალიან ლამაზ ჩრჩილად, რომლის ფრთების სიგრძე 16 სანტიმეტრია.

image

გიგანტური უეტა-უეტა ბინადრობს მხოლოდ ახალ ზელანდიაში, ლიტლ- ბარიერის კუნძულზე. უჩვეულო სახელი დაარქვეს ჩვენს გმირს მკვიდრმა მაორებმა. ადგილობრივებმა wetapunga უწოდეს, რაც ნიშნავს "მახინჯი არსებების ღმერთს". სამეცნიერო ზოგადი სახელი Deinacrida heteracantha, ბერძნულიდან თარგმნილი, ნაკლებად შეურაცხმყოფელია - "საშინელი კალია". ეს "არსება მსოფლიოს ყველაზე დიდი და მძიმე მწერების ტოპ 10-შია. საშუალოდ, ინდივიდები იწონიან 20-30 გ-ს, მაგრამ მდედრები ორსულობის პერიოდში, ზოგადად, ადამიანების მსგავსად, ზომით თითქმის ორმაგდებიან! ფეხსახსრიანების გიგანტის სხეულის სიგრძე 10 სმ-ია უეტა იკვებება როგორც მის მსგავსი ფეხსახსრიანებით, ასევე მცენარეული საკვებით: ხილით, ფოთლებით, ყვავილებით. კალიასთან გარეგნული მსგავსების მიუხედავად, მწერი უკიდურესად სასარგებლოა ახალი ზელანდიის ეკოლოგიისთვის. ვეგანური დიეტის შემდეგ, უეტა ადგილობრივი მცენარეების თესლს ავრცელებს და შესაბამისად ამრავლებს.


image




ტარანტულა ქორი-ინგლისურად, ამ კრაზანის სახეობას უწიდებენ tarantula hawks, ქორივით აცხრებიან მსხვერპლს - tarantula spiders, ინგლისურად უწოდებენ tarantula. დავიწყოთ იმით, რომ 100 ათასზე მეტი სახეობა არსებობს, მათი უმეტესობა ცხოვრობს ტროპიკულ ზონაში და რამდენიმე სახეობა სუბტროპიკებში. გამრავლების პერიოდში მდედრი ტარანტულა ქორი საათობით დაფრინავს დაბალ სიმაღლეზე ან დადის მიწაზე და ეძებს კონკრეტულ მსხვერპლს- ტარანტულას .

თუ ობობა დაინახა ღია სივრცეში, იმართება სასტიკი ბრძოლა. ტარანტულა გაცილებით ძლიერია ვიდრე კრაზანა, თუმცა კრაზანა მაინც იმარჯვებს, საქმე იმაშია, რომ იგი კბენს მუცლის არეში, სადაც მდებარეობს ნერვული ცენტრები. რამდენიმე წამის შემდეგ ობობა პარალიზებულია. ამის შემდეგ მდედრი კრაზანა თავის ბუდეში მიათრევს მსხვერლს, ზედ დებს კვრცხებს, რომლებიც თან მომავალი თაობის საკვები იქნება.


image

მარტორქა ტარაკანი-მარტორქა ტარაკანი, ან გიგანტური ტარაკანი, ტარაკნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელია. ის იზრდება 80-100 მმ სიგრძემდე და იწონის 25-35 გ.ბუნებრივ პირობებში 50 გრ-მდე წონის რამდენიმე ეგზემპლარია დაჭერილი.

ეს გიგანტური ბუსუსებიანი ტარაკნები ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთში ბინადრობენ. მწერები სახლდებიან ძირითადად ქვიშიან ნიადაგებზე მზარდი ევკალიპტის კორომებში. მწერები ცხოვრობენ მიწისქვეშა თავშესაფრებში, რომლებსაც თავად თხრიან 15-30 სმ ან მაქსიმუმ 1 მეტრის სიღრმეზე, თავშესაფრები, როგორც წესი, ფოთლების ფენის ქვეშ ან გამხმარი ხის ქვეშ მდებარეობს. ისინი ასევე მათი მთავარი საკვებია. მარტორქა ტარაკნები სოციალური მწერები არიან. ისინი ცხოვრობენ კოლონიებად, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს რამდენიმე ასეულ ინდივიდს. მდედრები გულმოდგინედ ზრუნავენ შთამომავლობაზე 3-4 წლის განმავლობაში. დედის სიკვდილის შემთხვევაში, მათ გვერდით მყოფი მოწიფული მდედრი ზრუნავს ახალგაზრდა თაობაზე.

image



ტყის მჭრელი ტიტანი-თავისი კლასისთვის წარმოუდგენელი ზომის მწერი ხარაბუზასებრნის ოჯახს მიეკუთვნება. ზრდასრულმა ინდივიდმა სიცოცხლის მანძილზე შეიძლება მიაღწიოს შთამბეჭდავ ზომას: სიგრძეში დაახლოებით 17 სმ-ს და სიგანეში დაახლოებით 8 სმ. ის ძნელად თავსდება ზრდასრული ადამიანის ხელისგულზე. თავზე განლაგებული მწერის ძლიერ ყბებს შეუძლია ადვილად გაკვნიტოს პატარა ზომის ღერო. ტყის მჭრელი ტიტანი თავის მთავარ იარაღს ოსტატურად იყენებს თავდაცვისთვის. უცნაურია, რომ ასეთი შთამბეჭდავი ზომის მქონე ხოჭო არაფრით არ იკვებება და იყენებს ენერგიის რეზერვებს, რომელის აკუმულირებაც ახერხებს ლარვის ეტაპზე. საინტერესო ფაქტია, რომ არავის უნახავს, ​​როგორ იზრდება და ვითარდება ტიტანის ხოჭოს ლარვა. არსებობს ვარაუდი, რომ ის ფორმირდება ხეების დაშლილ ფესვებში, სადაც აღწევს შთამბეჭდავ ზომას სიგრძეში.


image

ფარშევანგის თვალის ატლასი-პეპლის ფარშევანგის თვალის ატლასი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში. მისი ფრთების სიგრძე დაახლოებით 24 სმ-ია. გვხვდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სუბტროპიკებში, ინდონეზიაში, ტაილანდში, სამხრეთ ჩინეთისა და მალაის არქიპელაგის. ზომის გარდა, გიგანტურ ლამაზმანს კიდევ ერთი უნიკალური თვისება აქვს - სრულიად ატროფირებული პირი. თავისი ხანმოკლე (1-2 კვირის) სიცოცხლის განმავლობაში ის არაფერს ჭამს, ამ პერიოდში ის მოიხმარს მუხლუხო ყოფნის დროს დაგროვილ ცხიმოვან რეზერვებს. ამ ლამაზი არსებების მთელი ცხოვრება ექსკლუზიურად გამრავლებას ეთმობა. ჭუპრობის სტადიის გასვლისთანავე, პირველსავე დღეს მამრი მიდის მდედრის საძებნელად. ჭუპრიდან გამოსული მდედრი გაუნძრევლად ზის და მამრს ელოდება და შეუძლია ასე ელოდოს რამდენიმე დღე. შეჯვარება რამდენიმე საათს გრძელდება. შეჯვარების შემდეგ მეორე საღამოს მდედრი იწყებს კვერცხების დებას. კვერცხის დადება გრძელდება რამდენიმე ღამე, დამთავრებისთანავე მდედრი კვდება.

image

0
311
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
311
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0