x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ორი დედოფლისწყაროელი მამაკაცი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა
image


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში მცხოვრები 28 და 35 წლის მამაკაცები შენგელი ბარამაშვილი და გოგიტა თარაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალნენ. გაზეთ „შირაქის“ ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილი, რომელიც შენგელი ბარამაშვილს ეკუთვნოდა და თავადვე მართავდა, 26 ნოემბერს ღამით ლაგოდეხის გზაზე, სავარაუდოდ სავალი ნაწილიდან მოცურდა და ხეს შეეჯახა. ავტომანქანაში სიძე-ცოლისძმის გარდა სხვა მგზავრი არ ყოფილა.


როგორც თვითმხილველები განმარტავენ, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს მამაკაცები საავადმყოფოში აღარ გადაუყვანია, რადგან ორივე მათგანის სიკვდილი ადგილზე დაფიქსირდა.


წვიმისა და ნისლის გამო გუშინ მთელი დღის განმავლობაში გაზრდილი იყო ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი. მეზობელ რაიონებში ცენტრალურ მაგისტრალებზე ოცზე მეტი ავტოავარიის შემთხვევა დაფიქსირდა.



მირზაანში ამბობენ, რომ ორივე გარდაცვლს მეუღლე და ორ-ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.


„შენგელის „მერსედეს C კლასი“ ჰყავდა, ამით ყოფილან წასულები. შემთხვევა ღამით მოხდა, საქობო-ბოლოკიანის გზაზე მოსახვევში ხეს შეეჯახნენ, მაგრამ არ ვიცით, უბედური შემთხვევა მაღალი სიჩქარის გამო მოხდა, თუ წვიმიან გზაზე მოცურდნენ. სიძე-ცოლისძმა ადგილზე დაიღუპნენ, “ - აცხადებენ მირზაანში.


მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

1
227
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
227
  
2022, 27 ნოემბერი, 10:26
გასწორება - მძღოლი დასაოჯახებელია, ხოლო მეორე მგზავრს კი 5 შვილი დარჩა
0 1 1