x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
49 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს მამაკაცის ლინჩის წესით გასამართლების გამო, რომელსაც ტყუილად დააბრალეს ტყეში ხანძრის გაჩენა
image

ალჟირის სასამართლომ 49 ადამიანს სიკვდილი მიუსაჯა გასულ წელს ტყის ხანძრის გაჩენაში ცრუ ბრალდებული მამაკაცის ლინჩის წესით გასამართლების გამო.


მსხვერპლი, 38 წლის მხატვარი ჯამელ ბენ ისმაილი, პოლიციის დაცვის ქვეშ იმყოფებოდა პოლიციის ფურგონში 2021 წლის აგვისტოს, როდესაც ბრბომ ის გარეთ გამოათრია, ჯერ სცემეს და შემდეგ ცოცხლად დაწვეს


ბენ ისმაილი პოლიციის განყოფილებაში მას შემდეგ ჩაბარდა, როდესაც გაიგო, რომ ეჭვმიტანილი იყო ხანძრის გაჩენაში, რა დროსაც ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე 90 ადამიანი დაიღუპა.



მოგვიანებით გაირკვა, რომ ბენ ისმაილი რეგიონში მოხალისედ წავიდა, რათა ხანძრის ჩაქრობაში დახმარებოდა.


სიკვდილის დღეს, მან "ტვიტერში" დაწერა, რომ მიდიოდა ტყის ხანძრის გაჩენის ადგილზე, მისი სახლიდან 200 მილის დაშორებით, რათა ხანძრის ჩაქრობაში „ მეგობრებს მხარში ამოდგომოდა“.

image

როდესაც ის მივიდა ქალაქ ლარბაა ნათ ირატენთან ახლოს, ტიზი ოუზუს რაიონში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული იყო ხანძრისგან, ადგილობრივი მაცხოვრებლების ბრბომ მას რატომღაც ცეცხლის გაჩენაში დასდო ბრალი.


„ჩემი შვილი წავიდა ძმების დასახმარებლად კაბილიდან, რეგიონიში, რომელიც მას უყვარდა. ცოცხლად დაწვეს... განადგურებული ვარ“, - აღნიშნა მსხვერპლის მამამ, ნურედინ ბენ ისმაილმა.


დაშავდნენ პოლიციის თანამშრომლებიც, რომლებიც შეეცადნენ დაზარალებულის დაცვას და დახმარებას, აღნიშნა პროკურორმა.


აღსანიშნავია, რომ ჩრდილო აფრიკის ამ ქვეყანამ სიკვდილით დასჯის მორატორიუმი ჯერ კიდევ 1993 წელს გამოაცხადა, ბოლო სიკვდილმისჯილის დასჯის შემდეგ“ რაც ამ ინციდენტის სიმძიმეზე მიუთითებს..


სასამართლომ დარ ელ-ბეიდაში ხუთშაბათს "49 ადამიანს სიკვდილი მიუსაჯა (ბენ ისმაილის) მკვლელობისა და მისი სხეულის დასახიჩრებისთვის", - იტყობინება ახალი ამბების სააგენტო APS.

image

სასამართლომ ასევე ინციდენტში მონაწილე 28 სხვა ბრალდებულს მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა ორიდან ათ წლამდე ვადით პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლების გარეშე, იტყობინება APS.

1
184
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
184
  
2022, 26 ნოემბერი, 23:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1