x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
ვინ იყო ილია ჭავჭავაძის გამზრდელი და რას გვიამბობდა პატარა ილიას შესახებ (მისი უნიკალური ფოტო)
image
ილია მესამე შვილი იყო გრიგოლ და მარიამ ჭავჭავაძეებისა.თავის ავტობიოგრაფიაში ილია წერს:”დავიბადე 27 ოქტომბერს 1837 წელს სოფელ ყვარელში.” იგი ღარიბი თავადის ოჯახში ცხოვრობდა.


ქართული ენის, წერა-კითხვისა და სამშობლო ქვეყნის გმირული წარსულის, ქართული მწერლობისა და ზეპირსიტყვიერების სიყვარული ილიას პატარაობიდანვე ოჯახში ჩაუნერგა დედ-მამამ.თუმცა, ილიას პირველი მასწავლებელი და შთამაგონებელი მაინც დედა ყოფილა.შინაური სწავლის მიღების შემდეგ რვა წლის ილია მიუბარებიათ სოფლის მთავარ დიაკვანისთვის.


ილიას დედა სრულიად ახალგაზრდა 30 წლისა გარდაიცვალა, ყვარელში 1848 წლის 4 მაისს, ხოლო 1852 წლის 10 დეკემბერს, ყვარელში, მამაც გარდაეცვალა.


ილიას გამზრდელი სალომე ლოლაძე გვიამბობს:”ილია ანგელოზივით ბავშვი იყო. ცელქობა და თამაში არ უყვარდა. მოსწონდა კითხვა და მეცადინეობა...



მეტის მეტი ხათრიანი ბავშვი იყო. ხმას არ აუმალებდა თავის დღეში მოსამსახურეს. ხშირად გაგზავნიდა ხოლმე მისი მამიდა მუშების დასათვალიერებლად და სამუშაოდ დასაძახებლად.ილია მალე დაბრუნდებოდა მარტო და კი არავის მოიყვანდა. მამიდა გაუჯავრდებოდა ხოლმე.ილია კი უპასუხებდა:”ოჰ, მამიდაო, ისე ტკბილადა სძინავთ ჩრდილში, რომ ვერ გავაღვიძე, შემეცოდნენ.”


ილიას სიყრმის მეგობარი კოხტა აბხაზი იგონებს:”უნდა მოგახსენოთ, რომ ილია პატარაობიდანვე, მართალია, როგორღაც მიუკარებელი და ჩუმი იყო, მაგრამ ამასთანავე მაშინადვე ოხუნჯობის დიდი უნარი ემჩნეოდა.მეტის მეტი მოსწრებული ხუმრობა იცოდა და თუ კი ვისმე სასაცილოდ აიგდებდა მართლადაც რომ მიწასთან გაასწორებდა...”


ასე გაიარა ილიას ბავშვობამ. მეთერთმეტე წელში გადამდგარი ილია 1848 წლის იანვრისათვის მამამ თბილისში ჩამოიყვანა.პატარა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებაში დგებოდა ახალი ხანა-თბილისის ხანა, პანსიონსა და გიმნაზიაში განსწავლის წლები...

3
276
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
276
  
2022, 20 დეკემბერი, 22:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 3 დეკემბერი, 22:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 26 ნოემბერი, 23:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3