x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
არგენტინაში მკვდარი პაციენტი მივიდა საავადმყოფოში და დაცვის თანამშრომელს ესაუბრა(ვიდეო)
image

მოხუცი ქალი თავაზიანი და კეთილგანწყობილი იყო.მაგრამ საქმე იმაშია, რომ ის ერთი დღის წინ გარდაიცვალა და შესაბამისად არც სიარული და არც ლაპარაკი არ შეეძლო....



მოკლედ საქმე საკმაოდ უცნაურია. ის მიეკუთვნება ან ჩამოყალიბებულ შიზოფრენიას ან პარანორმალურ მოვლენას.



ზოგადად, მცველი შეხვდა გარდაცვლილ პაციენტს.საქმე ასე იყო: შუაღამისას ბუენოს-აირესის საავადმყოფოში ავტომატური კარები გაიღო და დაცვამ სათნო მოხუცი ქალი დაინახა. მან გააცნო საკუთარი თავი და უთხრა, რომ "აუცილებლად სჭირდებოდა მორიგე ექიმთან შეხვედრა". ის ძალიან მოხუცი იყო, სიარული უჭირდა, ამიტომ მამაკაცმა ეტლი შესთავაზა, მაგრამ მან უარი უთხრა და იქვე სკამზე ჩამოჯდა ექიმის მოლოდინში.



პრობლემები მაშინ დაიწყო, როდესაც ექიმი ჩამოვიდა და ჰკითხა, სად იყო პაციენტი, რომელსაც ასე სურდა მასთან შეხვედრა.


ამის შემდეგ დაცვის თანამშრომელი ოდნავ დაიბნა- აღმოჩნდა, რომ მოხუცი ქალი იქ არ იყო.


ის გაიქცა სათვალთვალო კამერების დასათვალიერებლად - სადაც ნამდვილად ჩანს, როგორ იღება საავადმყოფოს კარები, თუმცა კადრებში მარტო მცველი ჩანს, რომელიც უხილავ არსებას სთავაზობს შემოსვლას და ეტლს.


ამის შემდეგ ექიმიც დაინტერესდა და პაციენტის სახელი გადაამოწმა, რომელიც დაცვის თანამშრომელს უთხრა;აღმოჩნდა, რომ ასეთი ქალბატონი მართლაც შევიდა საავადმყოფოში, მაგრამ ერთი დღის წინ გარდაიცვალა.


მანამდე დაცვის თანამშრომელზე პრეტენზია არ ყოფილა, უცნაურობა არასოდეს შეუმჩნევიათ, შიზოფრენიის ნიშნები არ ჰქონდა. იგი სანიმუშო თანამშრომელია.


...და ეს არ იყო ხუმრობა, რადგან მომხდარის შესახებ ადგილობრივი ტელევიზიაც დაინტერესდა, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.


მოკლედ ან მცველის და ექიმის ერთობლივ მაიმუნობას აქვს ადგილი, ან მართლაც პარანორმალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე.


1
733
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
733
  
2022, 26 ნოემბერი, 23:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1