კანადაში ცხოვრების 17 თავისებურება, რომლებიც ადგილობრივებისთვის ნორმაა, ტურისტები კი გაოცებას ვერ მალავენ
ბევრი ადამიანი კანადას უკავშირებს ნეკერჩხლის ფოთლებს, ჰოკეის, მარტივ საიმიგრაციო პროგრამას და საშინელ სიცივეს. მაგრამ როგორია რეალურად ცხოვრება მსოფლიოში სიდიდით მეორე ქვეყანაში? ამას ყველაზე კარგად მისი მცხოვრებლები ხსნიან:
1. სკოლებში არის სამჯერადი კვება: პირველი არის ჯანსაღი საჭმელი, ჩვეულებრივ ვაშლი, ბანანი, იოგურტი, ყველი ან სხვა ჯანსაღი საკვები. სადილი არის სრულფასოვანი კვება, ხოლო ბოლო საჭმელი არის რაღაც გემრიელი ან ხემსები.
2. მობილური ტელეფონები აკრძალულია კანადის სკოლებში და მოსწავლეებმა უნდა დატოვონ ისინი თავიანთ კარადებში გაკვეთილის დროს, რათა ყურადღება არ გადაიტანონ სოციალურ ქსელებზე ან შეტყობინებებზე. პლანშეტები და ტელეფონები აქამდე არ იყო წახალისებული, მაგრამ 2019 წლის შემოდგომიდან აკრძალვა მიღებულ იქნა მთავრობის დონეზე ონტარიოს პროვინციაში.
3. “ჩვენ არ დავდივართ სოკოს საკრეფად ამ ქილის გარეშე. ბევრი დათვი გვყავს, ამიტომ ეს აუცილებელია. პირადად ჩვენ, 15 წლის განმავლობაში ტყეში რამდენჯერმე შევხვდით დათვს, თუმცა, სპრეის ქილა არ გამოგვიყენებია".
4. კანადის აფთიაქებში, მედიკამენტების გარდა, შეგიძლიათ შეიძინოთ საკვები პროდუქტები, წიგნები, სათამაშოები, საყოფაცხოვრებო ქიმიკატები, კოსმეტიკა, სუნამოები და პასპორტის ფოტოც კი გადაიღოთ.
5. “ბევრს აინტერესებს, რამდენად ცივა კანადაში. თუ ზამთარში გარეთ გამოხვალთ ფინჯანი მდუღარე წყლით და და მას ჰაერში აასხამთ, ის გაიყინება, სანამ მიწაზე მოხვდება. ამავდროულად, სექტემბრის ბოლოს, ტემპერატურა შეიძლება გაიზარდოს +26 ° C-მდე, ამ დროს ცურვაც შეიძლება."
6. ევროპელებისგან განსხვავებით, კანადელები იყენებენ არა ერთ, არამედ ორ სარეცხ მანქანას. ერთი რეცხავს, მეორე კი აშრობს ტანსაცმელს. ხშირად, სახლის სამრეცხაოდ გამოყოფილია სპეციალური ოთახი ან უბრალოდ ერთმანეთზე აწყობენ მანქანებს.
7. დიდი მანძილის გამო კანადაში მანქანის გარეშე მგზავრობა რთულია. მაგრამ სახელმწიფო ზრუნავს მათზეც, ვინც სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით. გაჩერებები შექმნილია ისე, რომ დაცული იყოთ ქარისა და წვიმისგან, ზოგიერთს კი საქანელებიც აქვს.
8. კანადაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია სატვირთო მანქანის მძღოლია. 2014 წელს სატვირთო მანქანების მძღოლების საშუალო ასაკი 47 წელი იყო - ისინი მალე პენსიაზე გადიან, ამიტომ ახლა ახალგაზრდა კადრებია საჭირო. სხვათა შორის, სატვირთო მანქანის საშუალო ხელფასი წელიწადში 35000 დოლარიდან იწყება.
9. კანადელებს შეუძლიათ უფასოდ ეწვიონ ექიმს, რადგან ბევრი პროცედურა დაფარულია ჯანმრთელობის დაზღვევით. მუდმივ რეზიდენტებს და მათ, ვინც მუშაობს ქვეყანაში, შეუძლიათ განაცხადის შეტანა. მართალია, დაზღვევა არ ფარავს ყველა ხარჯს: და საჭიროა ფულის გადახდა სტომატოლოგის მომსახურებისთვის, ლინზების დამზადებისა და მედიკამენტების შესაძენად.
10. ქვეყნის მაცხოვრებლების საყვარელი სუნელი კანადური ძმარია. სუფრაზე მას დებენ მარილთან, პილპილთან და კეტჩუპთან ერთად. ძმარს უმატებენ ბევრ კერძს, მაგრამ ყველაზე ხშირად კარტოფილს.
11. კანადელები ძალიან კეთილი და ზრდილობიანი ხალხია. კანადაში ყოველთვის გამოიძებნებიან ისეთები, რომლებიც მუდამ მზად არიან დაეხმარონ უცხოსაც კი. მათ შორის ფინანსურადაც, საჭირო თანხას ისინი შემოწირულობებით ძლიან მოკლე ხანში აგროვებენ.
12. კანადელებმა პრაქტიკულად არ იციან რა არის დანაშაული. ბევრი ადგილობრივი მცხოვრები არ კეტავს სახლებს, არ აყენებს გისოსებს ფანჯრებზე ან რკინის კარებზე. ძარცვის შემთხვევებიც ძალიან იშვიათია და ამ დროსაც, დამნაშავე ხშირად მიგრანტია ხოლმე. სხვათა შორის, კანადის ჩრდილოეთ ნაწილში ბევრი არ კეტავს მანქანებს, რადგან იმ მიდამოში ბევრი პოლარული დათვია და ხალხი მათ მანქანებში ემალება ხოლმე, ამიტომ, კანადელები საკუთარ მანქანებს არ კეტავენ, რადგან შეიძლება ვინმე უცხოს დამალვა დასჭირდეს დათვისგან.
13. კანადაში მომუშავე ხალხი სამსახურში ნაკლებ დროს ატარებს, ვიდრე გლობალური საშუალო მაჩვენებელია: კვირაში 41, 6 საათი კვირაში 44, 9 საათის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ქვეყნის მაცხოვრებლების უმეტესობა დიდად აფასებს სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის შენარჩუნების შესაძლებლობას.
14. კანადურ რესტორნებში მთავარია საკვები. აქ მათ საერთოდ არ აინტერესებთ მიმდებარე ინტერიერი. იდეალურ რესტორანში შეიძლება პლასტმასის სკამები და სხვა ავეჯიც ედგათ.
15. კანადაში ვერასოდეს გაიგებთ კამათს გამყიდველთან ან სხვა მომსახურე პერსონალთან. თუ კლიენტი რაღაცით უკმაყოფილოა, პირდაპირ წერს შესაბამის ორგანიზაციას და რადგან ყველგან კამერებია, დამსაქმებელს შეუძლია თავად შევიდეს კონფლიქტის არსში და მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება.
16. საშობაო საჩუქრები კანადაში ცალკე პუნქტია ოჯახის ბიუჯეტში. აქ ნორმაა საჩუქრების მიცემა ყველასთვის, ვისაც უბრალოდ გზად ხვდებით, დაწყებული მეზობლებით და დამთავრებული მაღაზიაში გამყიდველით, რომელიც მთელი წელი ტკბილად გიღიმოდათ. საკმაოდ დიდი თანხა იხარჯება საშობაო სიურპრიზებში, ამიტომაც, ამისთვის მზადებას ზაფხულიდან იწყებენ.
17. ადგილობრივ დიდ მაღაზიებს აქვთ საოცარი მომსახურება. თუ რამე არ მოგწონთ ან არ მოგერგოთ, მაშინ ეს პროდუქტი მარტივად შეიძლება დაბრუნდეს უკან. და ეს ეხება არა მხოლოდ ტანსაცმელს, მეორად საყოფაცხოვრებო ტექნიკას, არამედ საკვებსაც კი. მაგალითად, დიდ საცალო ქსელ Costco-ში, თქვენ ყიდულობთ წევრობის ბარათს ერთი წლის ვადით. და მიუხედავად იმისა, რომ ღირს ასი კანადური დოლარი, მისი ყიდვა ძალიან მომგებიანია საქონლის დაბალი ღირებულების გამო. მაშინაც კი, თუ პროდუქტს ონლაინ შეუკვეთავთ და არ მოგეწონათ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ გამყიდველს და ის გამოგიგზავნით ახალს. უფრო მეტიც, არ არის აუცილებელი, რომ პირველი შესყიდული პროდუქტი დააბრუნოთ უკან.