ვარსკვლავები ჰაიდი კლუმმა 18 წლის ქალიშვილთან ერთად წითელ მაქმანებიან საცვლებში მოაწყო ფოტოსესია(ფოტოები) 2022, 23 ნოემბერი, 12:19
ჰაიდი კლუმმა იპოზიორა Intimissimi-ის ახალი კამპანიისთვის 18 წლის ქალიშვილ ლენისთან ერთად, მას შემდეგ, რაც მათ წინა ფოტოესესიას "საშინელება" უწოდეს.
თავის ახალ ლუქში, 49 წლის ჰაიდი გამჭვირვალე წითელი მაქმანებიან საცვლებში გამოწყობილი, წარმოუდგენლად მომხიბვლელად გამოიყურება და რომელიც მას იდეალურად უხდება. ტრუსებს ჰკიდია ელეგანტური ვერცხლის ძეწკვი“რომელსაც V-ასოს ფორმა აქვს. ამ თვის დასაწყისში, ჰაიდის ქალიშვილმა ლენიმ დაარღვია დუმილი და ისაუბრა იმ ნეგატიურ რეაქციებზე, რომელიც დაატყდა სუპერმოდელ დედასთან ერთად. იტალიური ბრენდის თეთრეულში პოზირების გამო. როდესაც ჰკითხეს სოციალური მედიის მომხმარებლების მიერ მის მიმართ გამოთქმული კრიტიკის შესახებ, ლენიმ, რომელიც ახლახან გადავიდა კალიფორნიიდან ნიუ-იორკის კოლეჯში, უპასუხა, რომ ამან ვერ იმოქმედებდა მის გრძნობებზე . ”გულწრფელად, რომ გითხრათ ბევრის რეაქციას ყურადღება არც მივაქციე, ” -აღიარა მან. "ზოგადად კმაყოფილი ვარ კამპანიით და საოცარი დღე გავატარე დედასთან ერთად." გარდა ამისა, იგი ფიქრობდა, რომ "სურათები მშვენიერი გამოვიდა" და "მშვენიერი დრო გაატარა". ლენი ამტკიცებდა, რომ "ყურადღებას არ აქცევდა" უარყოფით შეფასებებს და კმაყოფილია დედასთან ერთად გადაღებებში რომ მიიღო მონაწილეობა, რასაც მან "ინსპირაცია" უწოდა. ამ თვის დასაწყისში ჰოვარდ სტერნმა დედა-შვილის საცვლების კამპანიას შეუსაბამო უწოდა თავის SiriusXM შოუში. "მე მათ ვუყურებდი და ვფიქრობდი: "ეს ძალიან არასწორია". ასე შეუსაბამოა. მაგრამ თქვენ მაინც ვერ მოსწყვეტდით თვალს, ”- თქვა მან. რადიო და ტელეწამყვანმა განაგრძო: „ეს ჰგავს ბიჭის [პირად] ფანტაზიას. ერთმანეთს კოცნიან, ეხუტებიან ერთმანეთს და მხიარულობენ." სოციალურ მედიაში ხალხმა ასევე აღნიშნა, რომ გადაღება "სასაცილოა", ხოლო Twitter-ის ერთმა მომხმარებელმა დაწერა: "უცნაურია თქვენი ქალიშვილის სექსუალიზაცია იმ მომენტამდე, სანამ ის ლეგალური გახდება"". „დედაჩემთან ერთად სექსუალურ თეთრეულის მოდელირებას არ გავაკეთებდი“, - დაწერა სხვამ . თუმცა, სხვებმა აღნიშნეს, რომ კამპანია იყო "მოდური" და მათ საცვლებს უფრო მეტი ნახვა ჰქონდა, ვიდრე სხვა საცურაო კოსტუმების უმეტესობას. "მისი ქალიშვილი 18 წლისაა... კანონიერია... ორივე მშვენიერია და უარყოფითი კომენტარების ერთადერთი მიზეზი 100%-ით სუფთა ეჭვიანობაა!" დაწერა დუეტის ფანმა ინსტაგრამზე. 629 2-ს მოსწონს
|