x
image
თეონა გორდეზიანი
რით გაოცდნენ 914 წელს საქართველოში შემოჭრილი სარკინოზები...
914 წელს აბულ კასიმი შემოიჭრა საქართველოში. 28 დღე იგერიებდნენ ყველისციხეში ერთი მუჭა ქართველები სარკინოზებს, სათავეში კი აზნაური გობრონი ედგათ.


მებრძოლთა შორის გამოირჩეოდა ნეტარი გობრონი: „ძალი ბრძოლისა მისისაჲ ყოველსა მას სიმრავლესა ზედა საცნაურ იყო“.


ყველა გაოცებული დარჩა მისი სიმამაცით;_ 28 დღე გაგრძელდა ბრძოლა. სარკინოზებს ნაბრძანები ჰქონდათ ცოცხლად შეებყროთ გობრონი და ბოლო იერიშის ჟამს ასეც მოხდა. 133 ქართველი გობრონის მეთაურობით ცოცხლად შეიპყრეს სარკინოზებმა, ხოლო ეს უკანასკნელი აბულ კასიმს მიჰგვარეს.


კასიმი გობრონს შეუჩნდა უარი ეთქვა მამა- პაპის სარწმუნოებაზე, ყველაფერს დაჰპირდა სანაცვლოდ რასაც ისურვებდა, მაგრამ ცივი უარი მიიღო და განრისხებულმა ბრძანება გასცა მის წინ ჩაეხოცათ ქართველები.



საწადელს ვერ მიაღწიეს, არც ერთ ქართველს ღიმილი არ მოშორებია სახიდან, არც ერთს არ უარყვია სარწმუნოება, გობრონი მუხლებამდე სისხლში იდგა და ცივი სახით გადაჰყურებდა დანაწევრებულ სხეულებს.


უარს უარი მოჰყვა და განრისხდა კასიმი.. მუხლზე დააჩოქეს გობრონი, ხმალი დაჰკრეს კისერთან და გაუჭრეს ხორცი, უთხრეს: დაგვმორჩილდი თორემ თავს გაგაგდებინებო. გობრონმა საკუთარ სისხლში ამოავლო თითები, შუბლზე ჯვარი გამოიხატა და განცვიფრებულ სარკინოზებს მტკიცედ დაანახა სიკვდილის წყურვილი.


მოკლეს გობრონი.. სამი დღე მოანდომეს სამარის გათხრას სარკინოზებმა. ქართველები სამ მწკრივად ჩააწვინეს, ხოლო ერთ მათგანში იწვა გობრონიც თავის სისხლსა და ხორც, თავის ქართველებთან ერთად

image
4
1212
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
1212
  
2022, 22 ნოემბერი, 9:46
ჯვრით ხელში არ დასდევდნენ ადამიანებს სულ ახლახან,მშიერი ხალხის ფულით არ ყიდულობენ მაგარ მაქანებს და არ დადიან გერმანიაში სამკურნალოდ,თუ მოოქროვილი ჯვრები თუ სხვა ატრიბუტიკა არ აქვთ? ასეთი ბევრი სტატია თუ ამბავის ცამდე აყვანა და ქვეყანა უფრო დიდხანს იქნება წუმპეში. ამ ქვეყნის ერთერთი მთავარი პრობლემა არის ეკლესია და გაზულუქებული ეპისკოპოსები,ერთი რუის-ურბნისი არ იქნებოდა ცუდი,არც კონკორდატის გაუქმება და ილია ვტაროეს თავის გაგდებინება,მარა ბნელა ამ ქვეყანაში და როდის განათდება კაცმა არ იცის. დადგება ამის დროც და ილია ვტაროესაც მოაევლება,მოლასაც და რომის პაპსაც.
2022, 22 ნოემბერი, 9:39
როცა უმეფობა იყო საქართველოში 1245-47 წლებში,მაშინ ტახტის ორი პრედენტენტი იყო,დავითი რუსუდანის ძე და დავითი ლაშა-გიორგის ძე. ეკლესიის მესვეურები,მათი მბრევლი მხარს უჭერდნენ დავით რუსუდანის ძეს,ხოლო სწორი აზროვნების ხალხი დავით ლაშა-გიორგის ძეს. ამ სწორი აზროვნების ადამიანებმა მონღოლებს შესთავაზეს მათი წესით გადაეწყვიტათ მეფეთა ბედი,რამაც გაახარა მონღოლები. ადგნენ და ორივე მეფე აღიარეს,ერთს დასავლეთი მისცეს და მეორეს აღმოსავლეთი. ფიქრობდნენ,რომ გაყოფდნენ და იბატონებდნენ,მაგრამ ეგრე არ მოხდა. დავითი ლაშა-გიორგის ძეს აღმოსავლეთი შეხვდა,ხოლო მას დავით ულუ უწოდეს. 1270 წელს,დავით ულუ ავღანეთში დაიღუპა,ტახტზე ავიდა მისი ძე დიმიტი მეორედ წოდებული. დიმიტრი არ იყო კარგი მეფე,ბევრი სცადა მონღოლებთან,მაგრამ ვერ მოახერხა მათგან გათავისუფლება,ხოლო ამ მცდელობას შეეწირა. ბევრი რო არ ვწერო,მისი შვილი იყო გიორგი V ბრწყინვალედ წოდებული ანუ ლაშა-გიორგის შვილთაშვილი. ამ გიორგიმ უამრავი რეფორმა გაატარა ქვეყანაში და რაც მთავარია,მონღოლები გაყარა საქართველოდან,გააერთიანა ქვეყანა. ეს არის ერთერთი მაგალითი იმისა,თუ რატომ არის ცუდი ფანატიზმი და რა გამოუწორებელი შედეგი შეიძლება დადგეს ამის გამო.თავის დროზე სარწმუნოების ერთულებით რო გადაეწყვიტათ ეს ამბავი,დადგებოდა კი ეს დრო? ას წელზე ნაკლები დასჭირდა ამ ამბავს,როცა გობრონის სიბეცემ 200+ წელია მოიტანა. რწმენა ადამიანშია და ჯვრის ტარება არ ნიშნავს რო მაგარი მორწმუნე ხარ და ღმერთი გწამს. თან ჯვარი არის სიმბოლო მილიონობით ადამიანის მოკვდინების და მას სადამჯელო მეთოდათ იყენებდნენ,ჯვაროსნები ჯვრით ხელში ხოცავდნენ ქალებს და ბავშვებს. აქვე კითხვა,რა სარგებელი მოიტანა საქართველოს გობრონის თავგანწირვამ? იმის გარდა რო საეკლესიო მეხსიერებაში ჩაიწერა.
2022, 22 ნოემბერი, 9:25
დარწმუნებული ვარ,რომ ამ სტატიის წერისას ცრემლი მოგადგათ და ამაყობთ გობრონის ამ საქციელით,მაგრამ არც ისე საამაყო ქცევა არის. იმაზე მეტ მნიშვნელობას ანიჭებთ სარწმუნოებას და მისთვის თავგანწირვას რო სიბეცემდე მიდის ეს ამბავი და არ არის კარგი ამბავი. როგორც სტატიაშია ნახსენები,914 წელს მოხდა ეს ამბავი,ხოლო არაბებისგან თბილისი 1122 წელს გათავისუფლდა. მოჩვენებითად რო ეთქვა უარი სარწმუნოებაზე,ხომ შეძლებდა ბრძოლის გაგრძელებას? ხომ იყო შანსი რო არ მოეკლათ და ებრძოლა არაბების გასაყრელად და არ დასჭირვებოდა ქვეყანას ორას წელზე მეტი? არ შეიძლება უჭკუო საქციელის ცამდე აყვანა,არც ისტორიის კრიტიკული აზროვნების გარეშე სწავლა არის კარგი ამბავი. თან ამ სარწმუნეობაზე ყველაფრის ჩამოკიდება რა უბედურება არის,როცა უამრავი ფაქტი არსებობს,როცა ეკლესია დიდ შეცდომებს უშვებდა ხშირად და მათი დაუმორჩილებლობა ყველაზე სწორ ქმედებას არის აღქმული.
2022, 22 ნოემბერი, 6:02
დიდი მადლობა ამ სტატიისთვის თეონა. ძალიან საინტერესო იქნება თუ ბევრს დაწერ ასეთს.
0 1 4