x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135703
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510089
ტიციან ტაბიძის ღირსეული საქციელი... გვახსოვდეს ისტორია

image

როდესაც პაოლო იაშვილმა მწერალთა კავშირში თავი მოიკლა, ლავრენტი ბერიამ ტიციანი დაიბარა და უთხრა: პაოლო მაინც მკვდარია, აღარაფერი დაუშავდება, შენ კი ცოლ-შვილი გყავს, რა მოხდება, დაწერე, რომ გერმანიის აგენტი იყოო. ტიციანმა სასტიკი უარი უთხრა. ბერია გაოცდა: როგორ, ცოლს თუ არა, შენს შვილს - ნიტას მაინც არ იბრალებ და ასე უპატრონოდ ტოვებ? ან კიდევ, რამდენი რამე გაქვს დასაწერ-გასაკეთებელიო? ტიციანმა უპასუხა: რა აზრი ექნება ან ჩემს პოეზიას, ან შემოქმედებას, ახლა თუ ამას ხელი მოვაწერეო. შინ დაბრუნებულმა კი 16 წლის ნიტას უთხრა: შეიძლება მე აღარ ვიყო, მაგრამ ერთი რამ იცოდე - არასდროს შეგრცხვება და არასდროს და არსად გაწითლდები, როდესაც ჩემს სახელს ახსენებენო.


ორ თვეს ატარეს ტიციანი დაკითხვებზე, 1937 წლის 8 ოქტომბერს კი დაიჭირეს და 10 წლით, მიმოწერის უფლების გარეშე, გადასახლება მიუსაჯეს. კარგა ხანს სჯეროდათ ნინოს და ნიტას, რომ ტიციანი ცოცხალი იყო. ნინომ რუსულ ფილოლოგიურზეც კი ჩააბარა, რუსული კარგად რომ შეესწავლა და გადასახლებაში ქმრის ახლოს ყოფილიყო, მაგრამ წლების შემდეგ, 1958 წელს გაირკვა, რომ ტიციანი დაჭერიდან მესამე დღესვე დახვრიტეს.

0
259
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
259
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0