x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ილონ მასკს შესაძლოა ამერიკის მოქალაქეობა ჩამოერთვას
image
ჯგუფი Capitol Hunters-ის გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი, SpaceX-ის და Tesla-სდამფუძნებელი, ასევე, რამდენიმე კომპანიის თანადამფუძნებელი და არქიტექტორი, ბოლო დროს კი Twitter-ის ერთადერთი მფლობელი, ილონ მასკი, რეალურად არალეგალია, რომელიც საკუთარი განათლების შესახებ დოკუმენტებს აყალბებს აშშ-ში დასარჩენად.





მას არ აქვს ბაკალავრის ხარისხი ფიზიკაში ან სხვა ტექნიკურ დარგში. ასპირანტურაში არ უსწავლია. მან სკოლა 1995 წელს მიატოვა და არალეგალი ემიგრანტი იყო, იტყობინებიან მკვლევარები ტვიტერის საკუთარ გვერდზე.





საიდუმლო არ არის, რომ მომავალი მილიარდერი და გამომგონებელი, რომელსაც ჩვენი დროის გენიოსს უწოდებენ, დაიბადა და გაიზარდა სამხრეთ აფრიკის ადმინისტრაციულ დედაქალაქ პრეტორიაში. 17 წლის ასაკში წავიდა კანადაში, სადაც ჩააბარა უნივერსიტეტში, 19 წლის ასაკში კი მოხვდა აშშ-ში, პენსილვანიის უნივერსიტეტი დაამთავრა. სწორედ ამ მცირე დროზე (პრეტორიასა და პენსილვანიას შორის) საუბრობს Capitol Hunters-ის გამომძიებლები, ვინაიდან მასკის დარჩენილი ცხოვრება საჯაროა.




თუ გამომძიებლების მიერ წარმოდგენილი ფაქტები სწორია, მაშინ წმინდა თეორიულად, მასკს არა მხოლოდ ჩამოერთმევა მოქალაქეობა, არამედ, შეიძლება ქვეყნიდან გაძევდეს, რადგან, შეერთებულ შტატებში საიმიგრაციო სტატუსის შესაცვლელად დოკუმენტების გაყალბება სერიოზული დანაშაულია.






პრაქტიკაში, ომის გამოცხადება დედამიწის უმდიდრეს კაცთან, რომელიც აკონტროლებს სერიოზული კვლევებს და წარმოებას, ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან ნიშნავს მორიგ გასროლას საკუთარ ფეხებზე.



მეორე მხრივ, უკვე იმდენი შეცდომაა ამ ადმინისტრაციის ანგარიშზე, რომ შედეგი უბრალოდ არავის გააკვირვებს.

0
239
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
239
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0