სხვა ყველაზე საოცარი საშხაპე და ტუალეტი მსოფლიოში 2022, 20 ნოემბერი, 12:00
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საოცარი სანიტარული კვანძი-აბაზანა-ტუალეტი მდებარეობს ისლანდიაში, გეოთერმული სადგურის "კრაფლას" გვერდით.
უშუალოდ ცხელი წყლის მისაღებად, დედამიწის მაგმასთან ურთიერთქმედებით, 2009 წლიდან 2011 წლამდე იქ ტარდებოდა ექსპერიმენტი. ასე რომ, სადგური ენერგიას მიწისქვეშა წყაროებიდან იღებს. კრაფლასკენ მიმავალ გზის პირას, მოშიშვლებული მიწის შუაგულში არის შხაპი, რომელსაც კედლები არ აქვს (აქ თვალწარმტაცი ლანდშაფტია), საშხაპე კი მუშაობს იდეალურად. იგი დაკავშირებულია თერმულ წყაროსთან, რის შედეგადაც ცხელი წყალი საშხაპეში მთელი წლის განმავლობაში მოედინება. იქვე გვერდით ახლახან დამონტაჟდა ტუალეტი, რამაც ეს აბაზანა ადგილობრივ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად აქცია. აბაზანა ხშირად არის ნახსენები მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო საზოგადოებრივი ტუალეტების რეიტინგში, მაგრამ სინამდვილეში ის არასოდეს ყოფილა გამოყენებული. ტუალეტი უფრო არის არტ ობიექტი, რომელიც შექმნილია ყურადღების მიპყრობისთვის და ტურისტების მოსაზიდან 2017 წელს ტუალეტი შეიცვალა სანიაღვრე მილზე დამონტაჟებული ნიჟარათი. ის არ არის დაკავშირებული მილსადენთან და გამოიყენება დეკორატიულ მიზნებისთვის. არაჩვეულებრივი აბაზანა იპყრობს მრავალი ტურისტის ყურადღებას, რომლებსაც უყვართ იქ სურათების გადაღება ან დასვენება. თუმცა, ტუალეტი ადგილმდებაროების მხრივ საკმაოდ იზოლირებულია. ვიზიტორს, შეუძლია შეეძლო დაისვენოს და სწრაფად მიიღოს შხაპი ისე, რომ ვინმემ ვერ შეამჩნიოს და თან ისლანდიის ბუნების თვალწარმტაცი ხედებით დატკბეს. ელექტროსადგურზე დღეში საშუალოდ მხოლოდ 15 თანამშრომელი მუშაობს. უბრალოდ არ დაგავიწყდეთ, რომ თან იქონიოთ ტუალეტის ქაღალდი, თუ ამ მიმართულებით მიდიხართ. ადგილი: მარშრუტი 863, ტბა Myvatn, ისლანდია. 114 2-ს მოსწონს
|